x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნიკა გვარამიას მოულოდნელი ქორწილი კახეთში - „ნიღბები კოცნის დროს მოვიხსენით"
image

.

„მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ თავის დროზე, როცა დაქორწინდა, მას და მის მეუღლეს ქორწილი არ გადაუხდია და კახეთში, კერძოდ კ შუამთაში დაუგეგმავი ქორწილი ახლახან, გიორგი უშიკიშვილის ინიციატივით შედგა.

.


„მე და სოფოს ქორწილი არ გვქონია. სად იყო და სად არა, უშიკამ გადაგვიხადა ქორწილი, შუამთაში, ნიკოს დუქანში. კოვიდ რეგულაციები დაცულია. ნიღბები კოცნის დროს მოვიხსენით", - წერს ნიკა გვარამია.

.

ამას გარდა, გვარამია მოკლე ვიდეოსაც აქვეყნებს:

.

„არაფერი სჯობს კახელებში ქეიფს. მით უმეტეს, როცა მასპინძელი ბატონი კაკო კუკუნაშვილი და Giorgi Ushikishvili-არიან. ნიკოს დუქანს და ბატონი ნიკოს მზარეულობას კიდევ. არც არაფერი ედრება სრულიად საქართველოში.. მიყვარხარ კახეთო, შე ყველაზე ძარღვიანო და ხერხემლიანო", - წერს ნიკა გვარამია.

.

0
623
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
623
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0