x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ამერიკელებმა კოვიდ-19-ის შიშით პირუტყვის პარაზიტების წამლის მიღება დაიწყეს
image


კორონავირუსის შიში ახალი სამყაროს მოსახლეობას არაგონივრულ, ბრიყვიული საქციელისკენ უბიძგებს.


აშშ -ს მოქალაქეები სულ უფრო მეტად ყიდულობენ ივერმექტინს, ცხოველთა პარაზიტების წამალს, როგორც კორონავირუსის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებას.


საქმე იქამდე მივიდა, რომ სურსათისა და წამლის ფედერალური ადმინისტრაცია (FDA) იძულებული გახდა სპეციალური მიმართვა გაევრცელებინა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს არ გამოიყენონ ივერმექტინი.


”თქვენ არ ხართ ცხენები და ძროხები. შეწყვიტეთ ამის გაკეთება. ირგვლივ ბევრი დეზინფორმაციაა და თქვენ ალბათ გგონიათ, რომ ივერმექტინის დიდი დოზების მიღება ნორმალურია, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ” - ციტირებს მიმართვოს ამონარიდს The Guardian- ი.


ადამიანისთვის ივერმექტინის სამკურნალოდ გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება.ექსპერტების განცხადებით, მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, მათ შორის მძიმე მოწამვლამდე, შეუქცევადი შედეგებით.

ამ პრეპარატის კვლევა კორონავირუსთან მისი მოქმედების თვალსაზრისით მართლაც ჩატარდა და ახლაც ტარდება, მაგრამ ჯერ დასკვნების გაკეთება ძალზე ნაადრევია.


ვეტერინარული აფთიაქები, რომლებიც ყიდიან ივერმექტინს, ცდილობენ კლიენტებს დაუმალონ ეს წამალი, რადგან, როგორცა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა განაცხადეს, ივერმექტინით გამოწვეული მოწამვლის რიცხვი გასულ თვეში სულ მცირე 5-ჯერ გაიზარდა.

0
98
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0