x
image
თორ ნიკე
Mediator image
მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები - დედობრივი ხაზით წარმომავლობის დასადგენად
მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები - დედობრივი ხაზით წარმომავლობის დასადგენად


კაცობრიობის ისტორიის, სხვადასხვა რასის, ენობრივი ოჯახის, ერის და ეთნოსის, ტომის, გვარის და თუნდაც ინდივიდის წარმოშობის გასარკვევად დღევანდელი მეცნიერება იყენებს გენეტიკური შესწავლის მეთოდს ჰაპლოჯგუფების კვლევის მეშვეობით, რითაც შეგვიძლია დავადგინოთ რომელ რეგიონში რა მოდგმის ხალხი ცხოვრობდა, როდის და რომელ რეგიონში და კულტურაში დაიწყეს მიგრაცია, დასახლება და რომელი კულტურა, ცივილიზაცია თუ სახელმწიფო რა მოდგმის პოპულაციისგან შედგებოდა.

ქართველურ ენებზე მოსაუბრე ხალხთა ჰაპლოჯგუფები შეგიძლიათ იხილოთ აქ: ქართული გვარების ჰაპლოჯგუფები რეგიონების მიხედვით.

კავკასიის ხალხთა ჰაპლოჯგუფები;


ასევე იხილეთ: ინდო-ევროპელების ჰაპლოჯგუფები;

თურქული ხალხების ჰაპლოჯგუფები;

მსოფლიოს ხალხთა ჰაპლოჯგუფები.

მსოფლიოს რომელ რეგიონში და როდის წარმოიშვა სხვადასხვა ჰაპლოჯგუფი?


აქ წარმოგიდგენთ თუ სად, რომელ კონტინენტზე და რომელ რეგიონში მცხოვრებ პოპულაციაში წარმოიშვა და გავრცელდა პირველად სხვადასხვა მიტოქონდრიული, ანუ ქალის ჰაპლოჯგუფები:


აფრიკული მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები, "L" და მისი განაყოფები. გავრცელებულია უმეტესად აფრიკის კონტინენტზე და დამახასიათებელია უმეტესწილად ნეგროიდული რასისთვის.

L mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 200, 000 წლისთვის, აფრიკაში.

L1-6 mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 170, 000 წლისთვის, აღმოსავლეთ აფრიკაში.

L2-6 mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 150, 000 წლისთვის, აღმოსავლეთ აფრიკაში.

L0 mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 150, 000 წლისთვის, აღმოსავლეთ აფრიკაში.

L1 mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 140, 000 წლისთვის, ცენტრალურ აფრიკაში.

L3-6 mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 230, 000 წლისთვის, აფრიკაში.

L5 mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 120, 000 წლისთვის, აფრიკაში.

L2 mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 90, 000 წლისთვის, აფრიკაში.

L3 mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 68, 000 წლისთვის, აღმოსავლეთ აფრიკაში.

ქალების აფრიკული ჰაპლოჯგუფი "L"


ევრაზიული ფუძისეული მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები:

N mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 70, 000 წლისთვის, დასავლეთ აზიაში.

M mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 58, 000 წლისთვის დასავლეთ აზიაში ან სამხრეთ აზიაში.

R mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 58, 000 წლისთვის აზიაში.

ქალების ევრაზიული ფუძიესეული ჰაპლოჯგუფები "N",  "M" და "R".


U5a mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის.

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი U5a



U3 mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 28, 000 წლისთვის. ახლო აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებში. ხოლო U3a ამავე ტერიტორიაზე ძვ.წ. 24, 000-16, 000 წლებში.

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი U3



H mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 23, 000-18, 000 წლებში დასავლეთ აზიაში. სამხრეთ კავკასიის და მცირე აზიის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბორიგენ ხალხში.

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი H



HV mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის ჩრდილოეთ ახლო აღმოსავლეთში.

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი HV



I mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 24, 000-19, 000 წლისთვის დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ახლო აღმოსავლეთში, რაც მოიცავს სამხრეთ კავკასიის, მცირე აზიის და მესოპოტამიის ტერიტორიებს (Olivieri 2013; Terreros 2011; Fernandes 2012).

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი  I



J mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 43, 000 წლისთვის ახლო აღმოსავლეთში. J2 გამოეყო მას ძვ.წ. 35, 000 წლისთვის ამავე ტერიტორიაზე, ხოლო J1 ძვ.წ. 31, 000 წლისთვის.

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი J



K mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 28, 000 წლისთვის ახლო აღმოსავლეთში, როგორც ჰაპლოჯგუფ U8b-ს ქვეჯგუფი, განაყოფი.

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი K



T mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის, მესოპოტამიაში.

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი  T



U2 mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 38, 000 წლისთვის. ის გავრცელდა ახლო აღმოსავლეთიდან უფრო აღმოსავლეთ ტერიტორიებზე, სამხრეთ აზიაში და ასევე ცენტრალური აზიისკენ.

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი U2



U4 mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 23, 000 წლისთვის, დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ახლო აღმოსავლეთში.

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი U4



U5 mtDNA - ზუსტად არ არის გარკვეული როდის წარმოიშვა, დაახლოებით წარმოიშვა ძვ.წ. 50, 000 წლიდან 33, 000 წლამდე პერიოდში, ჩრდილოეთ ახლო აღმოსავლეთში (მესოპოტამია, მცირე აზია, სამხრეთ კავკასია).

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი U5



V mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 16, 000 წლისთვის და გავრცელდა ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში, წარმოშობის ზუსტი რეგიონი ჯერჯერობით ცნობილი არაა.

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები V და HV0



W mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 18, 000 წლისთვის, ჰაპლოჯგუფ N2-სგან, კასპიის ზღვის გარშემო ტერიტორიებზე.

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი W



R9 mtDNA - წარმოიშვა ძვ.წ. 45, 000 წლისთვის (Soares et. al. 2009), ის ჩამოყალიბდა ადამიანის მიგრაციის პერიოდში ჩრდილოეთ აფრიკიდან სამხრეთ აზიის მიმართულებით.

მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები


წყარო: eupedia.com



მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი  Kმიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი  Mმიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი H მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი  I  მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი Vმიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი T2bმიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი U4 მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი HVმიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი Yმიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი L3მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი Wმიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი  U3მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი Jმიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი U5 მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი Х მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი U2 მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი С1მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი А მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი K1f



აქვე რამდენიმე Y-ქრომოსომული ანუ მამაკაცის ჰაპლოჯგუფი:

ჰაპლოჯგუფი G2aჰაპლოჯგუფი E1b1bჰაპლოჯგუფი R1aჰაპლოჯგუფი J1ჰაპლოჯგუფი N1c1ჰაპლოჯგუფი R1bჰაპლოჯგუფი J2ჰაპლოჯგუფი HIJKჰაპლოჯგუფი I1ჰაპლოჯგუფი R2 ჰაპლოჯგუფი Tჰაპლოჯგუფი G1ჰაპლოჯგუფი I2ჰაპლოჯგუფი Qჰაპლოჯგუფი H2ჰაპლოჯგუფი С

იხილეთ: წყარო;


კრებულები:

1) მეცნიერება

2) მეცნიერება II

3) მეცნიერება III

4) სხვადასხვა

5) სხვადასხვა II

6) ქართული მითოლოგია

7) რელიგია

8) საქართველო

9) საქართველო II

10) ქართული სახელმწიფოები

11) პროტო-ქართველები

12) კავკასიური კულტურები

13) პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0