x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134511
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მამაკაცმა სამთვიანი ბრძოლის შემდეგ კოვიდი დაამარცხა,მას შემდეგ,როდესაც ცოლმა უარი უთხრა ექიმებს აპარატიდან გამოერთოთ მისი ქმარი

image

39 წლის მამაკაცმა, რომლის მეუღლემ უარი უთხრა ექიმებს აპარატიდან გამოერთოთ მისი ქმარი და საბოლოოდ გადარჩა, ისაუბრა კოვიდთან დაუღალავ ბრძოლის შესახებ.


ადამ ბენქსი გამოცემა Daily mail -ы მოუთხრობს , თუ როგორ ისწავლა თავიდან სიარული, საუბარი და საჭმლის გადაყლაპვა, მას შემდეგ, როდესაც იანვარში კოვიდ-19 შეეყარა.


39 წლის მამაკაცმა სამი თვე გაატარა საავადმყოფოში, მათ შორის ხუთი კვირა კომაში, ექიმები დაუღალავად იბრძოდნენ მის გადასარჩენად.


თუმცა ერთ დღესაც მის მეუღლეს მარის, უნდა მიეღო შემაძრწუნებელი გადაწყვეტილება, შეწყდეს მკურნალობა, რადგან ადამის გადარჩენის შანსი აღარ იყო, მას ფილტები საერთოდ გაეთიშა.

image

"მეუღლე უარობდა და ექიმებს ევედრებოდა, მოეფიქრებინათ რაიმე ალტერნატული ვარიანტი. - ამბობს ბატონი ბენქსი, – ფილტვების 90 % დაზიანებული მქონდა, რამდნიმე დღის განმავლობაში ჯეიმს კუკის სახელობის საავადმყოფოში წოლის დროს".

მისი გადარჩენის საბოლოო მცდელობა იყო ის, რომ ბატონი ბენქსი გადაიყვანეს ლესტერის საავადმყოფოში, სადაც იგი მოათავსეს ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის აპარატში( extracorporeal membrane oxygenation machine), რათა შენარჩუბეული ყოფილიყო ფილტვებისა და გულის მუშაობა.

მკურნალობის უმეტეს პერიოდში იგი კომაში იმყოფებოდა, მისტერ ბენქსმა არ იცოდა მისი მდგომარეობისა და იმ უზარმაზარი ძალისხმევის შესახებ, რომელიც მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად ხდებოდა.

როდესაც გონზე მოვიდა, "რეალურად არსებობდა თუ არა", არც იცოდა, რადგან სოცოცხლის შენარჩუნებისთვის ხანგრძლივად მიღებულმა წამლებმა ჰალუცინაციები გამოიწვია მასში.

image

საბოლოოდ ბენქს სრულიად მოეშალა ორგანიზმი, კოვიდმა საშინელი კვალი დაუტოვა.


”დასუსტებული. ინვალიდის ეტლით ვმოძრაობ და ჟანგბადზე დამოკიდებული მხოლოდ ერთი კვირაა აღარ ვარ, მაგრამ ძალა აბსოლუტურად გამოცლილი მაქვს. ბოთლიდან თავსახურის მოძრობაც არ შემიძლია. ხანგრძლივი კლინიკური Covid-ის ქვეშ ვარ და მითხრეს, რომ დაახლოებით 18 თვე დამჭირდება, ნორმალურ ცხოვრებას რომ დავუბრუნდე.

image

იგი ამბობს, რომ კოვიდთან ბრძოლის შემდეგ მთლიანად შეიცვალა მისი მსოფლმხედველობა ცხოვრებაზე.

”ამან უფრო დამაახლოვა ჩემს მეუღლესთან და და შვილებთან"-აღნიშნა ბენქსმა.

image

1
184
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
184
  
2021, 27 აგვისტო, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1