x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
კომპანია Birkenstock-ის ისტორია, რომლის ორთოპედიული ჩუსტები ჯერ ჰიპებმა შეიყვარეს, მოგვიანებით – მთელმა სამყარომ
ოდესღაც გერმანული ბრენდის ბირკენსტოკის (Birkenstock) ფეხსაცმელი მხოლოდ სუბკულტურის წარმომადგენლებს ეცვათ: ჩუსტები ჰიპებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მოგვიანებით „პლანეტაზე ყველაზე მახინჯმა ფეხსაცმელმა“ არა მხოლოდ ანდერგრაუნდის, არამედ მთელი დანარჩენი სამყაროს გული ნელ–ნელა და დანამდვილებით მოიგო. დღესდღეობით ბირკენსტოკის ჩუსტები ყველას აცვია, როგორც ქუჩაში, ასევე პოდიუმზე, ხოლო პლანეტის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები მოდური სანდლებით პაპარაცების წინაშე გამოჩენაზე უარს არ ამბობენ.

image

საინტერესოა, როგორ გახდა პატარა კერძო კომპანია მსოფლიო ბრენდი. აღმოჩნდა, რომ ბირკენსტოკის ისტორია პირდაპირ პლანეტის უმდიდრეს ევროპელებს უკავშირდება.

image


პოპულარული სანდლების ისტორია გერმანელი იოჰან ადამ ბირკენსტოკით იწყება, რომელმაც ჯერ კიდევ 1774 წელს ფეხსაცმლის პატარა სახელოსნო გახსნა. სოფლელი მეწაღის საქმე იმდენად კარგად წავიდა, რომ კლიენტები მასთან მეზობელი ქალაქებიდანაც მოდიოდნენ.

image

იოჰან ბირკენსტოკის წარმატებამ მის შვილთაშვილს, კონრადს ახალი ფეხსაცმლის შექმნა შთააგონა. ოსტატი დიზაინმა ისე გაიტაცა, რომ ყველასთვის მოულოდნელად შექმნა მანამდე უნახავი პროდუქტი – მოქნილი ღაბაში, რომელიც ადამიანის ტერფს ერგებოდა.

image

იოჰან ბირკენსტოკის საქმე კონრადის შვილმა, კარლმა გააგრძელა, რომელმაც ჯანმრთელი ტერფის და სწორი ფეხსაცმლის შესახებ მთელი წიგნი დაწერა.

მოგვიანებით, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კონრად ბირკენსტოკის შვილიშვილმა ღაბაშის წარმოების გაფართოება გადაწყვიტა და ფეხსაცმლის პირველი სრულფასოვანი მოდელი შექმნა. ფეხსაცმელს ესპანეთის დედაქალაქის საპატივცემულოდ Madrid დაარქვა.

image

გასული საუკუნის 60-იან წლებში Birkenstock–ის ოჯახური წარმოება მშობლიურ გერმანიაში ცნობილი იყო, მაგრამ პლანეტის სხვა ნაწილებში მის შესახებ ჯერ კიდევ არ იცოდნენ. ყველაფერი 1966 წელს შეიცვალა, როცა ამერიკელი დიზაინერი, მარგო ფრეიზერი გერმანიას ეწვია. ქალი კომფორტული ბირკენსტოკებით იმდენად მოიხიბლა, რომ თავის ქვეყანაში მსგავსი ჩუსტების გაყიდვის დაწყება გადაწყვიტა.

„ქალების ყველა ფეხსაცმელი ვიწრო და წვეტიანი ცხვირით იყო. ე.წ. ჯანმრთელ ფეხსაცმელსაც ქუსლი ჰქონდა. ვინაიდან მილიონობით ქალს ფეხის ტკივილი აწუხებს, ვიფიქრე, რომ ამ მშვენიერი ფეხსაცმლის ჩაცმა გაუხარდებოდათ.“ – მარგო ფრეიზერი.

თავდაპირველად, ბირკენსტოკის ჩუსტები ჯანსაღი კვების მაღაზიებში იკვებოდა, რადგან ფეხსაცმლის მაღაზიები „ასეთი მახინჯი ჩუსტების“ გაყიდვაზე კატეგორიულ უარს ამბობდნენ და პატარა ნავებს ადარებდნენ.

მარგო ფრეიზერის ბიზნესს ჰიპები დაეხმარნენ. არაფორმალურ ახალგაზრდებს არასტანდარტული ფეხსაცმელი იმდენად მოეწონათ, რომ მალე ყველა პატივმოყვარე ჰიპს მინიმუმ ერთი წყვილი „მახინჯი ბირკენსტოკი“ უნდა ჰქონოდა.

image

მარგო ფრეიზერი – ქალი, რომელმაც მსოფლიოს კომპანია Birkenstock გააცნო.

მოგვიანებით მარგო ფრეიზერისთვის ყველაფერი საუკეთესო სცენარით წარიმართა: ჩუსტების გაყიდვები გაიზარდა, გერმანული კომპანიის პროდუქციამ მთელ მსოფლიოში მოძრაობა დაიწყო.

Birkenstock-ის ფეხსაცმელი ნამდვილად მოდური 90-იან წლებში გახდა: მაშინ პოდიუმებზე მისი დემონსტრირება აქტიურად დაიწყეს, ცნობილი ადამიანები ამ ჩუსტებით საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ.

დიზაინერი ფიბი ფაილოს ბეწვის ჩუსტები, რომელიც ბირკენსტოკის სტილში შექმნილია, მთელ პლანეტაზე მოდის მიმდევრებისთვის ნამდვილი შოკი გახდა, მაგრამ მაინც ადგნენ და იყიდეს. დამთბარი ფეხსაცმელი 2012 წლის მოდის აღმოჩენა გახდა: მაშინ მთელი პლანეტის პოდიუმები ამ არასტანდარტულმა ტრენდმა დაიპყრო.

image

ბირკენსტოკის სიმარტივემ და კომფორტმა მსოფლიო ვარსკვლავებიც გულგრილი არ დატოვა. ასე ფეხსაცმელში, რომელიც ოდესღაც ორთოპედიულად ითვლებოდა, გამოჩნდა ისეთი ვარსკვლავები, როგორიცა ლეონარდო დი კაპრიო, დები ოლსენები, ჰაიდი კლუმი, ჯულიანა მური, კენდალ ჯენერი და სხვები.

სანდალთან იცვამენ სარაფანს, შარვალ „კაპრს“ და ჯინსს, ქვედაბოლოს და მოკლე შორტს – მოკლედ, საზაფხულო გარდერობის პრაქტიკულად ყველა ელემენტს.

image

დღეს კომპანია Birkenstock ოჯახური კომპანიის სტატუსს თანდათან კარგავს, ხოლო იოჰან ბირკენსტოკის შთამომავლები თავიანთ წილს ყიდიან. გაყიდვის მიზეზი პარადოქსულია: ნათესავები კომპანიის უკეთ მართვის პრინციპებზე ვერ შეთანხმდნენ.

image

კომპანიის ახალი მფლობელი ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბერნარ არნო გახდა.

image

დღესდღეობით კომპანია Birkenstock-ის სანდლები თანდათან მაღალი მოდის ნივთი ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ყოველწლიურად 20 მლნ–ზე მეტ ფეხსაცმელს ყიდის, ბირკენსტოკის ჩუსტებს ჩვენი შვილები და შვილიშვილებიც ჩაიცვამენ. თუ, რა თქმა უნდა, ცვალებადი მოდა რაიმე სხვა გზით არ წავა.


ასევე დაგაინტერესებთ:

გაქურდვიდან წარმატებულ ბიზნესამდე: არასტანდარტული ბიზნეს იდეის ისტორია

image

წარმატების ისტორია: კანიეს უესტის გზა 53 მლნ დოლარის ვალიდან 200 მლნ დოლარის სუფთა აქტივამდე

image

ცნობილი საღეჭი რეზინა Love is გასაოცარი სიყვარულის წყალობით შეიქმნა

image

Toyota-ს დამფუძნებელი, საკიტი ტოიოდა მუდმივად „5 რატომ“ წესს იყენებდა

image

არსებობს ასეთი პროფესია Trouble-shooter - პრობლემების მომგვარებელი ადამიანი

image

0
390
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
390