x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სადღაც შორს იყო გამოსალმება..

image


სადღაც შორს

სადღაც შორს იყო გამოსალმება,

სადღაც შორს ზღვასთან სდუმდნენ ნივთები.

მე რომ ვატარებ წმინდა წამებას,

ბევრია ამის მაგალითები.

წავიდა ღამე და გული გაჰყვა,

მთას გადაუარეს წუხელ ქარებმა.

ვიღაცას უნდა ვიღაცის ნახვა,

ახლა ის მიდის და ეჩქარება.

და გული იღბალს ქარისკენ მიჰყავს,

ვიცოდე, მაინც ამას რა ქვია?

სადღაც შორს უცებ შეწუხდა ვიღაც,

სადღაც შორს ქალი დაფიქრდა გვიან.

სადღაც შორს იყო გამოსალმება,

სადღაც შორს ზღვასთან სდუმდნენ ნივთები,

მე რომ ვატარებ წმინდა წამებას,

ბევრია ამის მაგალითები.

ტერენტი გრანელი

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0