x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ვანჰელსინგი Universal Pictures-ის და ჯეიმს ვანის მომავალი საიმედო პროექტი!
imageროგორც ახლახანს გაირკვა Universal Pictures-ი გეგმავს ახალი ვან ჰელსინგის გადაღებას და ფილმი უკვე მუშაობის დაწყებით სტადიაშია. Universal Pictures-მა და პრიდიუსერმა ჯეიმს ვანმა მოახერხეს რეჟისორის სავრძელში ჯულიუს ეივერის ჩასმა, რომელიც არის ფილმ Overlord-ის რეჟისორი. ახალი ვან ჰელსინგი არ იქნება მხოლოდ ერთ მონსტრიანი ფილმი, არამედ მასში დრაკულას გარდა წარმოდგენილი იქნება ასევე ადამიანი მგელი რაიან გოსლინგის მონაწილეობით, რომელიც ამ ეტაპზე სწორედ ამ ფილმზე მუშაობით არის დაკავებული.

ეივერი დანიშნეს არა მარტო რეჟისორად არამედ იმისთვსაც, რომ ცვლილებები შეიტანოს და გადაწეროს ერიკ პირსონის მიერ დაწერილი სცენარი. ერიკ პირსონს ეკუთვნის ისეთი ფილმების სცენარები როგორიცაა „გოძილა კონგის წინააღმდეგ“, „შავი ქვრივი“, „თორი: რაგნაროკი“.

სიუჟეტი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი ვან ჰელსინგი, საშინელებათა ჟანრთან ერთად იქნება ასევე ტრილერიც, რაც რეჟისორისთვის ძალიან კომფორტულია ამ ორ ჟანრში მუშაობა, რადგან მისი ფილმი “Overlord” სწორედ რომ ასეთი ჟანრისაა.

2018 წელს გამოსვლისთანავე აშკარა იყო, რომ ეივერი, ფილმი “Overlord”-ით თამამ ნაბიჯებს დგამდა საშინელებათა ჟანრის ფილმებში. ეივერის მიმართულება იყო ფილმი ყოფილიყო სისხლიანი, ჯოჯოხეთური, შიშისმომგვრელი და ამავე დროს ეს ყველაფერი არ ყოფილიყო გადამეტებული რათა მაყურებელი მთელი ფილმის განმავლობაში მიჯაჭვული ყოფილიყო ეკრანს. როგორც შემდეგ კრიტიკოსებმა განაცხადეს: „ახალი ნიჭი დაიბადა ჯულიუს ეივერის სახით“ და ვან ჰელსინგისთვის ეივერის დანიშვნამ რეჟისორად არაერთი დადებითი შეფასება გამოიწვია, რადგან მისმა ფილმმა “Overlord”-მა მართლაც დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მაყურებლებში ისე კრიტიკოსებს შორის და იმედოვნებენ, რომ ეივერი ახალ ვან ჰელსინგს სულ სხვა და საინტერესო კუთხით წარმოგვიდგენს, განსხვავებით 2004 წელს გადაღებული ვან ჰელსინგისა ჰიუ ჯეკმანის მონაწილეობით, რომელსაც დიდი იმედგაცრუება მოჰყვა. $170 მილიონიანი ბიუჯეტით, მან მხოლოდ $300 მილიონის მოგროვება შეძლო, მაშინ როდესაც სტუდიის ბოსები მინიმუმ $500 მილიონის შემოსავალს ელოდნენ რათა ფილმს შემდეგ გაგრძელება ჰქონოდა.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე

შეგიძლიათ ნახოთ
2
22
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
22
  
2021, 6 სექტემბერი, 15:26
დასანანია, რომ ფილმს ჩავარდნა ქონდა გაქირავებაში.
2021, 31 აგვისტო, 12:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2