x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508424
ბრაზილიელ მოდელს ტაქსიში ჩაჯდომის დროს პირდაპირ სახეში ესროლეს
imageრამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ, ბრაზილიელი მოდელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა.


"ინსტაგრამ" მოდელი რაილა სელეს ფერერეამ გასულ კვირას მეგობრებთან ერთად კლუბში კარგად იმხიარულა. დილით გარიჟრაჟზე, როდესაც ლამაზმანი დაიქანცა, მან მობილურის აპლიკაციით ტაქსი გამოიძახა და ქუჩაში გავიდა. როდესაც მანქანა ადგილზე მივიდა, რაილამ გააღო კარი, ტაქსიში ჩაჯდა, დახურა კარი და ... ამ დროს უცნობი ადამიანი მივარდა მანქანას და გოგონას სახეში ესროლა ავტომობილის შუშის გავლით.

image

ადგილზე სასწრაფოდ მივიდა სამაშველო სამსახური. საშინელი დაზიანებების მიუხედავად, გოგონა ცოცხალი იყო. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მაგრამ, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ხუთი დღის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა, ისე რომ გონზე არც მოსულა, წერს The Sun-ი.


image

გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ცერებრალური შეშუპება, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა და ტვინის ტრავმული დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. პოლიციამ საქმე მკვლელობად დაარეგისტრირა, ხოლო ოფიცრები ამჟამად ცდილობენ დაადგინონ მსროლელის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი.

image

ქალთა მედია ცენტრის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ბრაზილიაში ქალთა მკვლელობები მატულობს, თუმცა მკვლელობების საერთო რაოდენობა კლებულობს.

0
1061
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1061
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0