x
image
თორ ნიკე
Mediator image
მსოფლიოს რომელ რეგიონში მცხოვრებ ხალხში და როდის წარმოიშვა სხვადასხვა ჰაპლოჯგუფები?
მსოფლიოს რომელ რეგიონში მცხოვრებ ხალხში და როდის წარმოიშვა სხვადასხვა ჰაპლოჯგუფები?


კაცობრიობის ისტორიის, სხვადასხვა რასის, ენობრივი ოჯახის, ერის და ეთნოსის, ტომის, გვარის და თუნდაც ინდივიდის წარმოშობის გასარკვევად დღევანდელი მეცნიერება იყენებს გენეტიკური შესწავლის მეთოდს ჰაპლოჯგუფების კვლევის მეშვეობით, რითაც შეგვიძლია დავადგინოთ რომელ რეგიონში რა მოდგმის ხალხი ცხოვრობდა, როდის და რომელ რეგიონში და კულტურაში დაიწყეს მიგრაცია, დასახლება და რომელი კულტურა, ცივილიზაცია თუ სახელმწიფო რა მოდგმის პოპულაციისგან შედგებოდა.

ქართველურ ენებზე მოსაუბრე ხალხთა ჰაპლოჯგუფები შეგიძლიათ იხილოთ აქ: ქართული გვარების ჰაპლოჯგუფები რეგიონების მიხედვით.

კავკასიის ხალხთა ჰაპლოჯგუფები;


ასევე იხილეთ: ინდო-ევროპელების ჰაპლოჯგუფები;

თურქული ხალხების ჰაპლოჯგუფები;

მსოფლიოს ხალხთა ჰაპლოჯგუფები.


აქ წარმოგიდგენთ თუ სად, რომელ კონტინენტზე და რომელ რეგიონში მცხოვრებ პოპულაციაში წარმოიშვა და გავრცელდა პირველად სხვადასხვა ჰაპლოჯგუფები:


ჰაპლოჯგუფი BT M9, ასევე ცნობილი, როგორც ჰაპლოჯგუფი A1b2 - წარმოიქმნა დაახლოებით 150 ათასი წლის წინ აფრიკაში. ამ ხალხმა შემდგომში წარმოშვა A, B, C, D, E და F ჰაპლოჯგუფები.

ჰაპლოჯგუფი BT M91,  ასევე ცნობილი,  როგორც ჰაპლოჯგუფი A1b2


ჰაპლოჯგუფი E ჩამოყალიბდა ძვ.წ. 71, 000 - ძვ.წ. 63, 000 წლებში, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე. დამახასიათებელია როგორც კავკასოიდური, ისე ნგროიდული რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი E


ჰაპლოჯგუფი C ჩამოყალიბდა ძვ.წ. 60, 000 - ძვ.წ. 55, 000 წლებში შუა აზიაში და გავრცელდა სამხრეთ აზიისკენ ძვ.წ. 38, 000 წლისთვის. ის დამახასიათებელია უმეტესწილად მონღოლოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი C


ჰაპლოჯგუფი B წარმოიშვა დაახლოებით ძვ.წ. 100, 000 წლისთვის აფრიკაში. დამახასიათებელია ნეგროიდული რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი B - წარმოიშვა დაახ. ძვ.წ. 100, 000 წლისთვის აფრიკაში.


ჰაპლოჯგუფი D - წარმოიშვა ძვ.წ. 81, 000 - ძვ.წ. 62, 700 წლებში აფრიკაში ან აზიის ტერიტორიაზე. ის დამახასიათებელია მონღოლოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი D


ჰაპლოჯგუფი F ჩამოყალიბდა ევრაზიაში ძვ.წ. 60, 500 - ძვ.წ. 55, 500 წლებში და შემდეგ სათავე დაუდო ახალ ჰაპლოჯგუფს - GHIJK-ს.

ჰაპლოჯგუფი F


ჰაპლოჯგუფი G - წარმოიშვა დაახლოებით ძვ.წ. 46, 500 წლისთვის ახლო აღმოსავლეთში და შემდეგ წარმოქმნა 2 ჰაპლოჯგუფი: G1 და G2. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი G


Y-ჰაპლოჯგუფი H - წარმოიშვა ძვ.წ. 46, 500 წლისთვის სამხრეთ აზიაში ან სამხრეთ-დასავლეთ-აზიაში. შემდგომში მან წარმოშვა 3 ტოტი: H1, H2, H3 ჰაპლოჯგუფები. ეს დამახასიათებელია უმეტესად სამხრეთ ინდური, უმეტესად ქხმერული და ასევე ბოშების პოპულაციისთვის.

ჰაპლოჯგუფი H



ჰაპლოჯგუფი K - წარმოიშვა აზიაში ძვ.წ. 48, 000 - ძვ.წ. 45, 000 წლებში და შემდგომში წარმოქმნა 2 სხვა ჰაპლოჯგუფი: K2 და LT. ის ყველაზე დიდი პროცენტულობით გავრცელებულია მელანეზიის კუნძულებზე და დამახასიათებელია ავსტრალოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი K - წარმოშობის რეგიონი


ჰაპლოჯგუფი IJ - წარმოიშვა ძვ.წ. 47, 700 - ძვ.წ. 42, 600 წლებში დასავლეთ აზიაში. დაახლოებით სამხრეთ კავკასიის, მესოპოტამიის და მცირე აზიის ტერიტორიებზე. შემდგომში კი წარმოშვა 2 ჰაპლოჯგუფი: I და J. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი IJ - წარმოშობის რეგიონი



ჰაპლოჯგუფი K2 - წარმოიშვა ძვ.წ. 48, 000 - ძვ.წ. 45, 000 წლებში. ის ხშირია ავსტრალია-ოკეანეთის და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის კუნძულების მოსახლეობაში. შემდგომში მან წარმოშვა 5 სხვა ჰაპლოჯგუფი: K2a, K2b, K2c, K2d და K2e.

ჰაპლოჯგუფი K2 - წარმოშობის რეგიონი



ჰაპლოჯგუფი I - წარმოიშვა ცენტრალურ ევროპაში ძვ.წ. 33, 000 - ძვ.წ. 30, 000 წლებში. შემდგომში მან ჩამოაყალიბა 2 ჰაპლოჯგუფი: I1 და I2. ეს ჰაპლოჯგუფი დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

Haplogroup I


ჰაპლოჯგუფი I1 - წარმოიშვა ჩრდილოეთ ევროპაში ძვ.წ. 25, 500 წლისთვის. ეს ჰაპლოჯგუფი დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი I1


ჰაპლოჯგუფი I2 - წარმოიშვა აღმოსავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ძვ.წ. 31, 000 - ძვ.წ. 26, 000 წლებში. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი I2


ჰაპლოჯგუფი J - წარმოიშვა დასავლეთ აზიაში, სამხრეთ კავკასიის, მცირე აზიის და მესოპოტამიის ტერიტორიაზე. ძვ.წ. 40, 900 წლისთვის და შემდეგ ათასწლეულებში წარმოშვა კიდევ ორი ჰაპლოჯგუფი: J1 და J2. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი J


ჰაპლოჯგუფი J2 - წარმოიშვა დასავლეთ აზიაში, სამხრეთ კავკასიის, მცირე აზიის და მესოპოტამიის ტერიტორიებზე, ძვ.წ. 30, 000 წლისთვის. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი J2


ჰაპლოჯგუფი J1 - წარმოიშვა დასავლეთ აზიაში - სამხრეთ კავკასიის, მცირე აზიის და მესოპოტამიის ტერიტორიაზე, ძვ.წ. 24, 000 - ძვ.წ. 17, 000 წლებში. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი J1


ჰაპლოჯგუფი K2a - წარმოიშვა ძვ.წ. 45, 000 წლისთვის, აზიაში, ციმბირის ტერიტორიაზე და გარკვეულწილად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ ევროპაშიც. შემდგომში მისგან წარმოიშვა ჰაპლოჯგუფი NO.

ჰაპლოჯგუფი K2a



ჰაპლოჯგუფი NO - წარმოიშვა ძვ.წ. 43, 000 წლისთვის სამხრეთ აზიაში ან აღმოსავლეთ აზიაში (ჩრდილოეთ ჩინეთში). დამახასიათებელია მონღოლოიდური რასისთვის. შემდგომში მან ჩამოაყალიბა კიდევ 2 ჰაპლოჯგუფი: N და O.

ჰაპლოჯგუფი NO


ჰაპლოჯგუფი N - წარმოიშვა ძვ.წ. 42, 700 - ძვ.წ. 32, 300 წლებში. სადღაც აღმოსავლეთ აზიაში. დამახასიათებელია მონღოლოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი N



ჰაპლოჯგუფი O - წარმოიშვა ძვ.წ. 42, 700 - ძვ.წ. 32, 300 წლებში აღმოსავლეთ აზიაში. დამახასიათებელია მონღოლოიდური რასისთვის. ჩინეთის და ე.წ. "ვეფხვების მხარის" პოპულაციის დაახლოებით 80%-ს სწორედ ეს გენეტიკური მარკერი ახასიათებს და მონღოლოიდური რასის ექსკლუზიურად ამ მოდგმისთვისაა დამახასიათებელი. შედგომში მან წარმოშვა კიდევ 2 ჰაპლოჯგუფი: O1 და O2.

ჰაპლოჯგუფი O


ჰაპლოჯგუფი LT - წარმოიშვა ძვ.წ. 47, 600 - ძვ.წ. 40, 000 წლებში სავარაუდოდ დასავლეთ აზიაში. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის. შემდგომში მან წარმოშვა კიდევ 2 ჰაპლოჯგუფი: L და T.

ჰაპლოჯგუფი LT



ჰაპლოჯგუფი L - წარმოიშვა ძვ.წ. 28, 000 - ძვ.წ. 23, 000 წლებში, სავარაუდოდ დასავლეთ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში, ან ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიაზე, თუმცა ყველაზე ძველი ნიმუში ამ ჰაპლოჯგუფის ხალხიდან აღმოჩენილია სამხრეთ კავკასიაში, დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე. ესენი იყვნენ 3 ადამიანი, რომლებიც ცხოვრობდნენ სპილენძის ხანაში, ძვ.წ. 4250 წლიდან ძვ.წ. 3700 წლამდე. მათგან ერთ-ერთს ჰქონდა წითური თმა და ცისფერი თვალები. ეს ჰაპლოჯგუფი დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის ასევე წყნაროკეანური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი L



ჰაპლოჯგუფი T - წარმოიშვა ძვ.წ. 46, 500 - ძვ.წ. 37, 800 წლებში, დასავლეთ აზიაში ან ინდოეთის ტერიტორიაზე. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის, ნაწილობრივ წყნაროკეანური რასისთვის, შემდგომში გავრცელდა აფრიკის რქის რეგიონშიც. შემდგომ პერიოდში მან წარმოშვა ორი ჰაპლოჯგუფი: T1 და T2.

ჰაპლოჯგუფი T



ჰაპლოჯგუფი K2b - წარმოიშვა ძვ.წ. 48, 000 - ძვ.წ. 38, 000 წლებში სამხრეთ აზიაში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ყველაზე ძველი ნიმუშები ამ ჰაპლოჯგუფის ხალხიდან ნაპოვნია დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე, დედაქალაქ ბეიჯინგთან ანუ პეკინთან ახლოს. ეს იყო ერთი ინდივიდი, რომელიც ცხოვრობდა ძველი ქვის ხანაში ძვ.წ. 40, 000 წლიდან ძვ.წ. 37, 000 წლამდე პერიოდში. ამ ჰაპლოჯგუფმა შემდეგ ორი ახალი ჰაპლოჯგუფი წარმოქმნა: P (K2b2) და K2b1.

ჰაპლოჯგუფი K2b - წარმოშობის რეგიონი



ჰაპლოჯგუფი K2b1 - წარმოიქმნა ძვ.წ. 38, 000 - ძვ.წ. 28, 000 წლებში. სამხრეთ-არმოსავლეთ აზიაში და ოკეანეთში. შემდგომში მან ჩამოაყალიბა ორი ჰაპლოჯუფი: S და M.


ჰაპლოჯგუფი P - წარმოიშვა ინდონეზიასა და ახალ გვინეაზე ძვ.წ. 45, 000 წლიდან ძვ.წ. 30, 000 წლამდე პერიოდში. შემდგომში მისგან წარმოიშვა ჰაპლოჯგუფი - P1.

ჰაპლოჯგუფი K2b1 - წარმოშობის რეგიონი



ჰაპლოჯგუფი S - წარმოიშვა ოკეანიაში ძვ.წ. 25, 000 - ძვ.წ. 20, 000 წლებში. შემდგომ ათასწლეულებში მისგან ჩამოყალიბდა კიდევ ორი ჰაპლოჯგუფი: S1 და S2.

ჰაპლოჯგუფი S - წარმოშობის რეგიონი



ჰაპლოჯგუფი M - წარმოიშვა ძვ.წ. 45, 000 - ძვ.წ. 30, 000 წლებში, ოკეანეთში, კერძოდ პაპუა-ახალ გვინეაზე. დამახასიათებელია ავსტრალოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი M



ჰაპლოჯგუფი P1 - წარმოიშვა ძვ.წ. 35, 000 - ძვ.წ. 30, 000 წლებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდონეზია, ტაილანდი...), ან აღმოსავლეთ აზიაში (ჩინეთ-მონღოლეთი). ბაზალური P1 ჰაპლოჯგუფის მატარებელი ორი უძველესი ინდივიდი იქნა აღმოჩენილი ციმბირში და 2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ისინი ძვ.წ. 29, 630 წლისთვის ცხოვრობდნენ. შემდგომში ამ ჰაპლოჯგუფმა წარმოშვა კიდევ ორი ჰაპლოჯგუფი: R და Q.

ჰაპლოჯგუფი P1



ჰაპლოჯგუფი Q - წარმოიშვა ძვ.წ. 29, 700 - ძვ.წ. 22, 500 წლებში ციმბირში და კიდევ უფრო ჩრდილოეთ ტერიტორიაზე რუსეთში. დამახასიათებელი თურქიკული მოდგმისთვის. ის შემდგომში, ახალი წელთაღრიცხვის პერიოდში უკვე გავრცელდა შუა აზიაში. იქამდე კი, ძვ.წ. 29 ათასი წლიდან გავრცელდა როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ამერიკის კონტინენტზებზე და ჩამოაყალიბა ადგილობრივი ამერიკელი ხალხი (ე.წ. ინდიელები).

ჰაპლოჯგუფი Q


ჰაპლოჯგუფი R - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის ცენტრალურ აზიაში და ციმბირში. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის, კერძოდ ინდო-ევროპული მოდგმისთვის. შემდგომში წარმოშვა კიდევ ორი ჰაპლოჯგუფი: R1 და R2.

ჰაპლოჯგუფი R



ჰაპლოჯგუფი R1 - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 - ძვ.წ. 24, 000 წლებში, ცენტრალურ აზიაში და ციმბირში. ეს არის კაკასოიდური რასისთვის დამახასიათებელი, კერძოდ ინდო-ევროპელებისთვის დამახასიათებელი ჰაპლოჯგუფი. შემდგომ ათასწლეულებში მან წარმოქმნა კიდევ ორი ჰაპლოჯგუფი: R1a და R1b.

ჰაპლოჯგუფი R1



ჰაპლოჯგუფი R2 - წარმოიშვა 25, 000 წლისთვის ცენტრალურ აზიაში. ეს არის კავკასოიდური რასის, კერძოდ ინდო-ევროპელებისთვის დამახასიათებელი გენეტიკური მარკერი. შემდგომ ათასწლეულებში მან წარმოშვა ორი ჰაპლოჯგუფი: R2a და R2b.

ჰაპლოჯგუფი R2  - წარმოშობის რეგიონი


წყარო: eupedia.com




კრებულები:

1) მეცნიერება

2) მეცნიერება II

3) მეცნიერება III

4) სხვადასხვა

5) სხვადასხვა II

6) ქართული მითოლოგია

7) რელიგია

8) საქართველო

9) საქართველო II

10) ქართული სახელმწიფოები

11) პროტო-ქართველები

12) კავკასიური კულტურები

13) პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
264
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
264
  
2021, 12 სექტემბერი, 10:56
1. G2a - შეიძლება გასაგები რომ იყოს ვუწოდოთ "სვანო-შუმერული" ანუ ადგილობრივი მესოპოტამიურ-კავკასიური.
2. R; R1; R2; - ინდო-ევროპული.
3. Q - თურქული, ასევე გადავიდა ძვ.წ. 30 ათასი წლისთვის ამერიკაში და ჩამოაყალიბა ადგილობრივი ამერიკელები (ე.წ. "ინდიელები").
4. E - ქამიტური ანუ ჩრდილოეთ აფრიკელი კავკასოიდების (ძველი ეგვიპტელები, ბერბერები).
5. A - ნეგროიდული, ზანგური.
6. B - ნეგროიდული, ზანგური.
7. N - ფინო-უნგრული ხალხების, ჩრდილოეთ რუსეთის აბორიგენები.
8. C - მონღოლური.
9. O - ჩინური.
10. D - იაპონური.
11. J; J2; J1 - ადგილობრივი კავკასიელების და ახლო აღმოსავლეთელების (სხვათაშორის სემიტების შერევამდე ჩვენნაირები, ადგილობრივი კავკასიელების მსგავსები იყვნენ გარეგნობით მთელი ახლო აღმოსავლეთის ხალხები - შუმერები, ინდო-ევროპელებამდელი ირანი, თურქეთის ტერიტორიის ხალხები, არაბეთის ნახევარკუნძული, ლევანტი და ა.შ.).
12. I; I1; I2 - პირველი ევროპელები - კრო-მანიონები (ძვ.წ. 43,000 წლისთვის მესოპოტამიიდან მიგრირდნენ ევროპაში და მას მერე იქ არიან. ახლა დამახასიათებელია I1 - სკანდინავიელი გერმანიკებისთვის და ჩრდილო და ცენტრალური ევროპის გერმანიკებისთვის და რაც შეეხება I2-ს - ის დამახასიათებელია ბალკანელებისთვის.
13. H - ბოშური და ინდოეთის დრავიდების.
14. L - ინდოეთის დრავიდების (ინდის ველის კულტურის ხალხის) და კოლხების ნაწილის. აქედან გავრცელდა თუ იქიდან აქ, არაა დაზუსტებული ჯერ.
15. T - ახლო აღმოსავლეთელების და მერე გავრცელდა სომალისკენ და ეთიოპიაში.
2021, 25 აგვისტო, 19:51
▶ C => 66,000 years ago (in the East Africa)
▶ E => 62,500 years ago (in Africa)
▶ G => 48,000 years ago (in the Middle East)
▶ K => 46,000 years ago (between the Caucasus and India)
▶ I => 43,000 years ago (around the Black Sea)
▶ J => 43,000 years ago (in the Middle East or the Caucasus)
▶ T => 42,000 years ago (around the Iranian Plateau)
▶ C1a2 => 41,500 years ago (in the Middle East)
▶ E1b1b => 35,000 years ago (in Northeast Africa)
▶ Q & R => 32,000 years ago (in the Central Asia or Siberia)
▶ J1 => 31,000 years ago (in the Caucasus or Zagros mountains)
▶ J2 => 31,000 years ago (in northern Mesopotamia or the Caucasus)
▶ I1 & I2 => 27,500 years ago (in Europe)
▶ T1a => 27,000 years ago (around the Iranian Plateau)
▶ R1b => 23,000 years ago (around the Caspian Sea or in Russia)
▶ R1a => 23,000 years ago (in Russia)
▶ E-M78 => 20,000 years ago (in north-eastern Africa)
2021, 25 აგვისტო, 19:51
▶ G2a => 20,000 years ago (in the Middle East)
▶ I2a1a (M26) & I2a1b (M423) => 18,500 years ago (in southern Europe)
▶ J2a1 => 18,500 years ago (in northern Mesopotamia or in the Caucasus)
▶ E-M123 => 18,000 years ago (around the Red Sea or in the Levant)
▶ I2a2a (M223) => 17,500 years ago (in southern Europe)
▶ J2b1 & J2b2 => 16,000 years ago (around the Iranian Plateau or the Caucasus)
▶ N1c1 => 15,500 years ago (in northern China)
▶ E-M81 => 14,000 years ago (in North Africa)
▶ R1b-M269 => 13,500 years ago (around the Caspian Sea)
▶ I2a2b (L38) => 12,500 years ago (in central Europe)
▶ J1-P58 => 11,500 years ago (in the Middle East or the Caucasus)
▶ I2a2a-L801 => 9,500 years ago (in central or northern Europe)
▶ R1a1a1 (M417) => 8,500 years ago (in Northeast Europe)
▶ T1a-CTS2214 => 8,500 years ago (in the Middle East)
▶ E-V13 => 7,500 years ago (in Central or Southeast Europe)
▶ N1c1-L1026 => 6,500 years ago (in Northeast Europe)
▶ Q1b1a-L245 => 6,500 years ago (in central Asia or in the Middle East)
▶ R1b-L23 => 6,500 years ago (around the Caucasus)
▶ J1-L858 => 5,500 years ago (in the Middle East)
▶ R1b-U106 & R1b-P312 => 5,000 years ago (in Central Europe)
▶ I1a (DF29) => 4,500 years ago (in Scandinavia)
▶ Q1a2-Y4827 => 3,000 years ago (in Scandinavia)
2021, 25 აგვისტო, 19:51
Chronological development of mtDNA haplogroups

▶ N => 75,000 years ago (arose in North-East Africa)
▶ R => 70,000 years ago (in South-West Asia)
▶ U => 60,000 years ago (in North-East Africa or South-West Asia)
▶ pre-JT => 55,000 years ago (in the Middle East)
▶ JT => 50,000 years ago (in the Middle East)
▶ U5 => 50,000 years ago (in Western Asia)
▶ U6 => 50,000 years ago (in North Africa)
▶ U8 => 50,000 years ago (in Western Asia)
▶ pre-HV => 50,000 years ago (in the Near East)
▶ J => 45,000 years ago (in the Near East or Caucasus)
▶ HV => 40,000 years ago (in the Near East)
▶ H => over 35,000 years ago (in the Near East or Southern Europe)
▶ X => over 30,000 years ago (in north-east Europe)
▶ U5a1 => 30,000 years ago (in Europe)
▶ I => 30,000 years ago (Caucasus or north-east Europe)
▶ J1a => 27,000 years ago (in the Near East)
▶ W => 25,000 years ago (in north-east Europe or north-west Asia)
▶ U4 => 25,000 years ago (in Central Asia)
▶ J1b => 23,000 years ago (in the Near East)
▶ T => 17,000 years ago (in Mesopotamia)
▶ K => 16,000 years ago (in the Near East)
▶ V => 15,000 years ago (arose in Iberia and moved to Scandinavia)
▶ H1b => 13,000 years ago (in Europe)
▶ K1 => 12,000 years ago (in the Near East)
▶ H3 => 10,000 years ago (in Western Europe)
0 1 4