x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გამოქვეყნდა მომღერალ მაქსიმის პირველი ვიდეო კომიდან გამოსვლის შემდეგ(ვიდეო)
image

მომღერალი MakSim თანდათან გონს მოდის, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. ის უკვე ცდილობს სიარულს და ქუჩაში ექიმის თანხლებით გამოდის, რათა სადმე ცოტა ხნით ჩამოჯდეს.

Baza Telegram არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მომღერალი მარინა მაქსიმოვა საავადმყოფოს შესასვლელიდან გამოდის. მარინა იწონის 30 კილოგრამზე ოდნავ მეტს და ძალზე უჭირს სიარული. მომღერალს ეხმარება ექიმი-კურატორი დენის პავლოვი.

”ექიმების მითითებების თანახმად, აუცილებელია ფიზიკური აქტივობისგან თავი შეკავება, მას არ შეუძლია სიმღერა. შეუძლებელია იმის თქმა, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე და როდის ჩადგება მომღერალი ფორმაში ”, - აცხადებენ MakSim– ის წარმომადგენლები.


შეგახსნებთ, რომ მოღერალი МакSим-ი, კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყიფოში, სამი დღის შემდეგ კი აპარატზე შეაერთეს, ექიმებს საერთოს იმედი ჰქონდათ გადაწურული, რომ მომღერალი გადარჩებოდა, თუმცა მოხდა სასწაული და თვენახევრის შემდეგ ნელ-ნელა სააქაოსკენ დაიწყო მობრუნება.


MakSim-მა, (ნამდვილი სახელი მარინა აბროსიმოვა) პირველ წარმატებას მიაღწია 2006 წელს ალბომით "«Трудный возраст", რომელიც 1, 5 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა, რითაც 2007 წელს MakSim-ი გახდა კომერციულად ყველაზე წარმატებული მომღერალი რუსეთში.




MakSim– მა ორჯერ მოიგო "საუკეთესო შემსრულებლის" ნომინაცია MTV Russian Music Awards და Muz-TV Awards– ზე. 2008 წლის 2 თებერვალს, გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცის " "Sound Track" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, მომღერალმა მოიგო ნომინაცია "წლის საუკეთესო შემსრულებელი"


მომღერლის მეორე ალბომი " Мой рай»", გაიყიდა 1.3 მილიონზე მეტი ასლი, ხოლო მთლიანად გაყიდული ალბომების ტირაჟი ექვს მილიონზე მეტია.



MakSim ერთადერთი მომღერალია, რომლის 7 სინგლმა პირველ ადგილი დაიკავა დსთ-ს ქვეყნების რადიო ჩარტში .


MakSim - "ოქროს გრამაფონის"სტატუეტის 15-გზის მფლობელია.



0
169
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0