x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ავღანეთის ჯარმა 300 თალიბანი მოკლა 3 საათში
image

ტერორისტებმა მათ მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების დაკავება გადაწყვიტეს.




ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანის წევრები, რომლებიც ორიენტირებულები იყვნენ მათ მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე, იბრძოდნენ მხოლოდ სამი საათის განმავლობაში.



Avia.pro– ს ცნობით, მას შემდეგ, რაც თალიბანმა გამოაცხადა საკუთარი განზრახვის შესახებ, ძალით დაეკავებინა ჩრდილოეთ ავღანეთის რამდენიმე რაიონის ტერიტორია, ქვეყნის აღდგენილმა არმიამ შეძლო არა თუ მძლავრი წინააღმდეგობის გაწევა, არამედ ბოევიკები სულ რაღაც სამ საათში გაანადგურა.




ამ დროის მანძილზე ავღანურმა ჯარმა 1000 ტერორისტიდან 300 მოკლა, დაახლოებით 200 დაჭრა, ხოლო ზოგიერთი ტყვედ აიყვანეს. შედეგად, თალიბანმა უკან დაიხია.


შეგახსენებთ, რომ მეამბოხეებს თალიბანის წინააღმდეგ ლიდერობს აჰმად მასუდი და ამრულა სალეჰი.


ბრძოლა მოხდა ბაღლანის პროვინციაში. ცნობილია, რომ თალიბანმა ჩასაფრება მოაწყო.



ბოლო ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში ბოევიკებმა არაკონტროლირებად ადგილებში დაკარგეს დაახლოებით 1000 კაცი, ასევ დაჭრილია რამდენიმე ასეული რადიკალი.



გარდა ამისა, ჩრდილოეთ ალიანსი აქტიურად ანადგურებს ბოევიკების აღჭურვილობას და იარაღს.


თავის მხრივ, აჰმად მასუდის წინააღმდეგობის არმიაში უკვე დაახლოებით 12 ათასი ადამიანია გაერთიანებული


შეგახსენებთ, ავღანეთში მოკლული "ალ-ქაიდას"ლიდერის, მასუდის შვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა არმია, რომელიც ტერორისტების წინააღმდეგ იბრძვის.

0
1381
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0