x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
კოკა-კოლას ქართულ საწარმოში აუცრელ თანამშრომლებს არ უშვებენ - VIDEO
image


მიუხედავად იმის, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება დღითი დღე უარესდება, საზოგადოება მაინც ორ ნაწილადაა გაყოფილი. აცრილები და აუცრელები, პროვაქსერები და ანტივაქსერები. სოციალურ ქსელში შექმნილია უამრავი ჯგუფები, სადაც ნაწილი აცრასა და მის სიკეთეებზე წერს, ნაწილი კი აუცრელობასა და მის სიკეთეებზე.

,

საზოგადოების დიდი ნაწილი მოუწოდებს დარჩენილებს აიცრან და ამით გადაარჩინონ როგორც საკუთარი, ისე სხვების სიცოცხლე, თუმცა შედეგი ჯერ კიდევ არც ისე სახარბიელოა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულების რაოდენობა 20% -მდეც არ ასულა.


.

მიუხედავად იმის, რომ ქვეყანაში, ოფიციალურ დონეზე, ამ კუთხით აკრძალვები არ გვაქვს, ზოგიერთი კომპანია საკუთარ თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და ითხოვს, იმ ადამიანებმა, ვინც აცრილები არ არიან ყველა 72 საათში ერთხელ პისიარ ტესტი გაიკეთონ და ისე მივიდნენ სამსახურში.

.

სწორედ მსგავსი შინაარსის ვიდეო ვრცელდება სოციალური ქსელში, სადაც ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი თანამშრომლებს მიმართავს, ან აიცრან, ან ყველა 72 საათში გაიკეთონ ტესტი და წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.

.

.

“საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირაა მოსახლეობის ვაქცინაცია შთამბეჭდავი ტემპებით მიდის, თუმცა, სპეციალისტთა შეფასებით, ეს ჯერ კიდევ არაა საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად. საკოორდინაციო საბჭოს გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის სრულ ვაქცინაციას გულისხმობს, მეექვსედით არის შესრულებული. 22 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 10%-ია აცრილი, ერთი დოზით კი - მოსახლეობის 23.7%. სულ ქვეყანაში გაკეთებულია 962 165 აცრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თითქმის მილიონი აცრა - ორი დოზით მოსახლეობის 10%-ია აცრილი, ერთი დოზით კი - 23.7%.

.

“აღნიშნულ ფაქტს ინფექციონისტები დადებითად აფასებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს რიცხვი და ვაქცინაციის ტემპი არასაკმარისია. მათი თქმით, საჭიროა კიდევ უფრო გაიზარდოს მოსახლეობის აქტივობა და გაფართოვდეს ამცრელი ობიექტები. როგორც “რეზონანსთან” საუბრისას ალექსანდრე გოგინავა და აკაკი ზოიძე აცხადებენ, ეს მაჩვენებელი საკმარისი არ არის საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად, თუმცა ვაქცინაზე გაზრდილი მოთხოვნა, მათი აზრით, ნამდვილად გამოღებს შედეგს ეპიდემიური მდგომარეობის სტაბილიზაციის მხრივ. ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას ანგარიშით, იმისათვის, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილ რიცხვამდე ავიდეთ და მოსახლეობის 60% ორჯერადად იყოს აცრილი, ამისათვის ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გაზრდაა საჭირო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზოგადად მისაღები არ არის ასეთი დაბალი პროცენტული აცრის მაჩვენებელი, მაგრამ, თუ შევხედავთ ბოლო დროს აცრაზე მომატებულ აქტივობას, 2-3 კვირაში სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა გაიზრდება და 15%-მდე მიაღწევს. მართალია, დღეის მონაცემებით არ არის იმდენი ვაქცინირებული, რომ ჩვენ შეგვექმნას იმუნური ფენა, თუმცა ასეთი დინამიკით ვაქცინაციის შემთხვევაში, ერთ თვეში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გვეყოლება ვაქცინირებული, რაც თავისთავად გავლენას მოახდენს ეპიდემიური მდგომარეობის დარეგულირებაზე. თუ ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზარდა, ჩვენ დეკემბრის ბოლომდე მოსახლეობის 60% გვეყოლება სრულად ვაქცინირებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავამ.

,

“ვაქცინაციის ტემპი დასაჩქარებელია. ერთ თვეში თუ მოვახერეთ დაახლოებით მილიონი ადამიანის აცრა, შედარებით ნორმალური ეპიდ ვითარების იმედი უნდა გვქონდეს შემოდგომაზე. მოსახლეობის 60%-ის აცრა წლის ბოლომდე იყო განზრახული, თუმცა სასურველია ამ მაჩვენებელს ბევრად ადრე მივაღწიოთ. შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს ვაქცინაციის მობილური ცენტრები და ვინც ვერ ახერხებს ვაქცინამდე მისვლას, ვაქცინის მიტანა მაინც მოვახერხოთ მათთან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემას დღიურად 40 ათასი ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა აქვს. “რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცული. აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ საერთო აცრათა რაოდენობა გვექნება 600-650 ათასი. სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 800-900 ათასზე და რა თქმა უნდა უკეთესი იქნება მილიონი აცრა, ოქტომბერშიც დაახლოებით ამდენი, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში და დავასტაბილიზირებთ ისე, რომ შემდგომ თანდათან გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, მხედველობაში მაქვს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა”, - ამბობს გამყრელიძე, რომლის განმარტებით “ეს გარკვეულად იქნება იმის წინაპირობა რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს”, - დასძენს გამოცემა.

0
112
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0