x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
თალიბებმა გოგო იმიტომ მოკლეს,რომ მისი მომზადებული საჭმელი არ მოეწონათ
image

რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წევრებმა ახალგაზრდა ქალი ცოცხლად დაწვეს ჩრდილოეთ ავღანეთში იმის გამო, რომ მისი მომზადებული საჭმელი არ მოეწონათ. ამის შესახებ უფლებადამცველმა, ყოფილმა მოსამართლემ ნაჯლა აიუბიმ ტელეკომპანია Sky News- ის ეთერში განაცხადა.




მისი თქმით, გოგონა იძულებული გახადეს მოემზადებინა სადილი რადიკალებისთვის, მაგრამ მათ არ მოეწონათ მისი კულინარიული უნარები. მსხვერპლი დაადანაშაულეს "ცუდად მომზადებაში" და მოკლეს.


"ისინი აიძულებენ ხალხს მისცენ საკვები და მოამზადონ მათთვის საჭმელი ” - განაცხადა აიუბიმ.



გარდა ამისა, მან თქვა, რომ თალიბები ქალებს სექსუალურ მონებად ხმარობენ.

imageფოტოზე:ნაჯლა აიუბი



მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბანმა აკრძალა მუსიკა და ქალების მუშაობა ადგილობრივ რადიოსადგურებზე ღაზნის ცენტრალურ პროვინციაში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რადიკალებმა გამოაცხადეს ნადირობა იმ ავღანელებზე და მათ ოჯახებზე, რომლებიც თანამშრომლობდნენ ნატოსა და შეერთებულ შტატებთან.



შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს რადიკალური მოძრაობის, თალიბანის ბოევიკები შევიდნენ ქაბულში და გამოაცხადეს კონტროლი ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე, პრეზიდენტის სასახლის თავზე აღმართეს დროშა და გამოაცხადეს ომის დასასრული. სახელმწიფოს მეთაური აშრაფ ღანი ქვეყნიდან გააქცა. ამის შემდეგ დედაქალაქი პანიკამ მოიცვა, ხალხი ცდილობდა დაეტოვებინა ქალაქი, ზოგიერთი მცდელობა ტრაგედიით დასრულდა.

1
209
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
209
  
2021, 23 აგვისტო, 20:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1