x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ორჯერ ვაქცინირებული გარდაცვლილი, მწერალი ვაჟა შაქარაშვილია

image

ორჯერ ვაქცინირებული პაციენტი, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა, გორელი მწერალი ვაჟა შაქარაშვილია.

მწერალმა პირველი აცრა ჩინური "სინოვაკით" 28 ივნიის გაიკეთა, რა დროსაც გამოაქვეყნა კიდეც პოსტი მინაწერით "ასე გადავწყვიტე"

მეორე აცრა მწერალმა 21 დღის შემდეგ გაიკეთა.

ვაჟა შაქარაშვილის ბოლო პოსტი 11 აგვისტოთი თარიღდება, სადაც ის წერს
image

"მომიტევეთ, მეგობრებო!
ომში ვარ, კოვიდთან!
იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!"
ვაჟა შაქარაშვილი მწერალთა კავშირის წევრი იყო, მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში-:"ნიანგი", შავი დოსიე", "ვერსია", "სრულიად საიდუმლოდ", "კრიმინალური ქრონიკა""ევრაზია-ექსპრესი", იყო 46 საავტორო წიგნის ავტორი.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს პირველად დაადასტურა საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ.

“მსგავსი შემთხვევა [ორჯერ აცრილის გარდაცვალება] არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა, და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%. ძირითადში ვაქცინა გვიცავს სიკვდილისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო მათი ქრონიკული დაავადებებიდან”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
პაციენტი კლინიკა "გორმედში" მკურნალობდა.
1
1110
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1110
  
2021, 23 აგვისტო, 23:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1