x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკული გამანადგურებლების მიერ "ამოს"-დევნის ოპერაცია გამანადგურებლის გამოცდილი პილოტის სიკვდილით დასრულდა

image საიდუმლოებით მოცული შემთხვევა მოხდა ძალიან ცივ ამინდში, იანვრის თვის დასაწყისში 1948 წელს შეერთებულ შტატებში.
კენტუკის შტატში, ფორტ-ნოქსის სამხედრო აეროდრომის კოშკურაზე მორიგე დისპეჩერებმა ცაში დააფიქსირეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. დისპეჩერებმა ობიექტზე დაუყოვნებლივ გადასცეს ინფორმაცია შტატში პატრულირებაზე მყოფ სამხედრო გამანადგურებლების მართვის ცენტრს.
შეტყობინების მიღებისთანავე მოვლენები ელვის უსწრაფესად განვითარდა. ამოუცნობი ობიექტის დევნის ოპერაციის განსახორციელებლად ცაში აიჭრა 4 გამანადგურებელი, ვინაიდან ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მაღალ სიმაღლეზე მანევრირებდა პილოტებს მოუწიათ სიმაღლის აღებამ, მალე ერთერთმა პილოტმა ჟანგბადის ნაკლებობის გამო გამანადგურებელი დევნის ოპერაციიდან მოხსნა და ბაზის მიმართულებით გაფრინდა, სამმა გამანადგურებელმა დევნა გააგრძელა, მალევე კიდევ ერთმა პილოტმა იგრძნო თავი ჟანგბადის ნაკლებობის გამო და ისიც ბაზისკენ გაემართა, მესამე პილოტმა 6850 მეტრ სიმაღლეზე ძლიერი სისუსტე იგრძნო და სანამ გონებას დაკარგავდა სწრაფი მანევრით დაეშვა დაბალ სიმაღლეზე და აეროდრომისაკენ გაფრინდა.
მეოთხე გამანადგურებელი რომელსაც გამოცდილი მფრინავი კაპიტანი მანტელი არ წყვეტდა დევნის ოპერაციას, მიფრინავდა მაღალ სიმაღლეზე შრუბლებს შორის და ღრუბლებს ზევით. რამდენიმე წუთის შემდეგ დისპეჩერებმა კავშირი დაკარგეს 25 წლის მფრინავთან.
მოგვიანებით თვითმხილველები მოყვნენ თუ როგორ დაინახეს საშინელი სისწრაფით მიწისკენ მფრინავი გამანადგურებელი, რომელიც სპირალისებურად მოფრინავდა. კაპიტანმა ვერ მოახერხა გადმოხტომა, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილზე იპოვეს კაპიტნის მაჯის საათი, რომელიც პილოტის დაღუპვის დროს იყო გაჩერებული.
image დევნაში მონაწილე მფრინავების და მათი თვითმფრინავების ტექნიკოსების სურათი.
ეს კი კაპიტან მანტელის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი.
image დისპეჩერებს არ დაუფიქსირებიათ საჰაერო ბრძოლა მანტელის გამანადგურებელსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტს შორის, მაშ რა უნდა დამართნოდა გამოცდილ მფრინავს, რომელსაც 2000 საათზე მეტი ჰქონდა ნაფრენი.
თუმცა უნდა ითქვას, რომ კაპიტანი მანტელი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს მართავდა და გამანადგურებელზე სულ რამდენიმე ათეული საათი ჰქონდა ნაფრენი.
სამხედრო ექსპერტებისა და ტექნიკოსების ჯგუფის დასკვნა ასეთი იყო: ერთადგილიანი გამანადგურებლის "მუსტანგი" კაბინა არ იყო ჰერმეტიზირებული, კაპიტანმა მაღალ სიმაღლეზე ასვლისას გონება დაკარგა ორგანიზმის უჟანგბადობის და ძლიერი გადატვირთვის გამო, რის გამოც თვითმფრინავზე კონტროლი დაკარგა, თვითმფრინავი მაღალი სიმაღლიდან სპირალისებურად დაეშვა და ისე დაენარცხა მიწას, პილოტი გონზე არ მოსულა, წინააღმდეგ შემდთხვევაში ის ეცდებოდა შტოპორიდან გამოეყვანა გამანადგურებელი ან თავად გადმომხტარიყო თვითმფრინავიდან.
იყო თუ არა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი რეალურად "უცხოპლანეტელთა საფრენი აპარატი"?
მოგვიანებით გაირკვა, რომ არანაირი უცხოპლანეტელები და მათი საფრენი აპარატი დისპეჩერებს არ დაუფიქსირებიათ.
როგორც აღმოჩნდა ტომას მანტელი და მისი კოლეგები მისდევდნენ არა უცხოპლანეტელებს, არამედ გასაიდუმლოებულ ამერიკულ უპილოტო საჰაერო ზონდს "სკაიხუკი", რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე დღით ადრე იქნა აშვებული ცაში და ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა, რადგან საჰაერო უპილოტო ზონდი მათ დაქვემდებარებაში იყო.
თავად დისპეჩერებმაც არ იცოდნენ აღნიშნული ზონდის შესახებ. საგამოძიებო ჯგუფის მიერ უკანვე მობრუნებული პილოტების გამოკითხვისას ცხადი გახდა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფორმა ზუსტად ემთხვეოდა "სკაიხუკის" ფორმას.
imageimage



0
804
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
804