x
image
Lerato
Mediator image
როგორ გადავაქციოთ პატარა აივანი ყველაზე მყუდრო და კომფორტულ ადგილად – პრაქტიკული და საინტერესო რჩევები

თანამედროვე პატარა აივნების იდეები გვთავაზობს ორიგინალურ დიზაინს, რომელსაც უნარი აქვს სივრცე მყუდრო და ფუნქციურ ადგილად გადააქციოს. შესაფერისი მასალების გამოყენებით, ფერების შერჩევით, მკაცრი გეომეტრიული ხაზების და კრეატიულობით პატარა აივანიც შეიძლება ვაქციოთ მშვენიერ ადგილად განტვირთვისთვის დამღლელი დღის შემდეგ.


როგორ მოვახდინოთ აივნის სახეცვლილება დროისა და ფულის მინიმალური დანახარჯით? ეს ის კითხვაა, რომელიც ბევრ პატარა ბინის მფლობელს აღელვებს. ის დრო, როდესაც აივანს ველოსიპედის, თხილამურების და არასაჭირო ნივთების შესანახად იყენებდნენ, წარსულს ჩაბარდა. დღეს ადამიანები ცდილობენ გამოიყენონ ყველა სივრცე, რაც კი ხელმისაწვდომია.


image

საიდან უნდა დავიწყოთ და როგორ დავგეგმოთ აივნის დიზაინი?image

დიზაინერები გვთავაზობენ თანამედროვე პატარა აივნების უამრავ საინტერესო და ორიგინალურ იდეას, რომელიც აქცევს გამოუყენებელ სივრცეს მულტიფუნქციურ ზონად. მოდი ვნახოთ რა დაგჭირდებათ, როდესაც დაგეგმავთ თუ როგორ უნდა გამოიყენოთ აღნიშნული სივრცე.

image
image
image

ფუნქციის განსაზღვრა


პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია – განსაზღვროთ აივნის ფუნქცია. თქვენ მოგიწევთ გადაწყვიტოთ ზუსტად რას გააკეთებთ, როგორ აპირებთ ამ სივრცის გამოყენებას, რა დაგჭირდებათ. მაგალითად, გჭირდებათ სათავსო სპორტული აღჭურვილობის ან სეზონური ტანსაცმილის შესანახად, განცალკევებული სამუშაო ზონა–ოფისი, მინი-მისაღები ოთახი, მყუდრო ადგილი წიგნის წასაკითხად ან უბრალოდ ადგილი სადაც განიტვირთებით?


image


სტილის არჩევა


შემდეგ დაგჭირდებათ განსაზღვროთ სტილი. შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი დიზაინი სახლის საერთო კონცეფციის შესაბამისად ან აირჩიოთ ისეთი სტილი, რომელიც სრულიად განსხვავდება დანარჩენი ინტერიერისგან.image

image
image

ფერთა სქემაimage

სტილი მეტ–ნაკლებად განსაზღვრავს ფერთა სქემის არჩევანს. ალბათ იცით, რომ თანამედროვე ინტერიერი ეფუძნება ნეიტრალურ ფერებს. რა თქმა უნდა, აივნის ფართიც გასათვალისწინებელია. პატარა აივნებისთვის ღია ფერთა პალიტრა სწორედ რომ შესაფერისია სივრცის ვიზუალურად გასაფართოვებლად.
imageimage

image

მოსაპირკეთებელი მასალები

image

თანამედროვე აივნის იდეები გულისხმობს მრავალფეროვან მასალას. თუმცა, ბუნებრივი, ეკო-მეგობრული მასალა დიდი პოპულარულობით სარგებლობს. თუ აივანი ამოშენებული ან შემინული არ არის, შეარჩიეთ ისეთი მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც სინესტეს, ყინვას და მაღალ ტემპერატურას უძლებს. ნუ დაივიწყებთ, რომ მხედველობაში უნდა მიიღოთ აივნის ტვირთამწეობა. უმჯობესია თუ არჩევანს შეაჩერებთ მსუბუქ მასალებზე. ყურადღება მიაქციეთ იატაკს. თუ კაბინეტის, ორანჟერიის ან მყუდრო ადგილის მოწყობას გეგმავთ წიგნის წასაკითხად, უნდა იფიქროთ თბილ იატაკზე. თუ აივანის გამოყენებას მხოლოდ კარგ ამინდში აპირებთ, შემოიფარგლეთ მაღალი ხარისხის გამძლე იატაკის მასალით.


imageimage

შესაფერისი განათება


განათება კიდევ ერთი ელემენტია, რომელიც პატარა აივანს უფრო ფუნქციურს გახდის. რაც უფრო პატარაა აივანი, უფრო უკეთ უნდა იყოს ის განათებული. შეუმინავი ღია აივნისთვის უნდა შეარჩიოთ სანათები, რომელიც ღია სივრცისთვისაა გათვალისწინებული.


imageimage

კომპაქტური და მულტი-ფუნქციური ავეჯი


როდესაც პატარა აივის მოწყობას დააპირებთ, მოიძიეთ ყველაზე კომპაქტური მოდელები. კარგი არჩევანია დასაკეცი, ტრანსფორმაციული, მულტი-ფუნქციური ავეჯი. მაგალითად, გრძელი სკამი სათავსოებით. კარგი ვარიანტია კედელში ჩაშენებული კარადები.


image

image


დეკორის აქსესუარების რაოდენობის შეზღუდვა


დეკორის ელემენტები და აქსესუარები – პატარა აივნის მოწყობა დიდად არ განსხვავდება სხვა საცხოვრებელი ზონების მოწყობისგან. მთავარი წესია – რაც უფრო პატარაა სივრცე, მით უფრო მცირე რაოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი დეკორის ელემენტები.


imageimage

ჩრდილი აივანზე


დამოკიდებულია აივნის მდებარეობაზე მზესთან მიმართებაში და აქაც არსებობს რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, მზიან აივანზე, სადაც მცენარეების მოთავსებას აპირებთ, ჟალუზი ან ფარდა დაგჭირდებათ. სხვა შემთხვევაში იმის რისკია, რომ პირდაპირი მზის სხივები გაანადგურებს მცენარეებს და ყვავილებს.


image

გააფართოვეთ აივნის სივრცე ვიზუალურად


ვიზუალურად პატარა აივნის სივრცის გასაფართოებლად დიზაინერები რეკომენდაციას გვაძლევენ გამოვიყენოთ სარკეები, ზოლები, კაშკაშა აქცენტები, გამჭვირვალე ავეჯი, მინა, მეტალი, პრიალა ზედაპირები, ნახატები, ფოტოები და შპალერი ვიზუალური ეფექტით და ა.შ.


image

იხილეთ გაგრძელება >> გთავაზობთ თანამედროვე აივნების მოწყობის 55 საოცარ იდეას>>


ასევე დაგაინტერესებთ:


თანამედროვე აივნების ფანტასტიური დიზაინი – 55 პრაქტიკული რჩევა


ხის კუნძებით ბაღის და სახლის გაფორმების 55 საოცარი იდეა (+ ვიდეო)


ბაღის და ეზოს მოწყობის 55 საოცარი იდეა
image
ფანჩატურის მოწყობის 45 საოცარი იდეა
image
როგორ გავაფორმოთ სახლი და სადღესასწაულო მაგიდა ულამაზესი მცენარეებით – 55 კრეატიული იდეა (ნაწილი II)
image
მოზაიკა საკუთარი ხელით – 100 საოცრად ლამაზი ნიმუში (ნაწილი II)

ვერტიკალური ბაღები მცირე ფართის მქონე სახლებისა და ეზოებისთვის – 80 კრეატიული იდეა

2
271
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
271
  
10 სექტემბერი, 16:50
https://deavita.net/modern-small-balcony-ideas-exterior-designs.html – წყაროს გაეცანით, საიდანაც სტატია ითარგმნა.
ლოჯია – დახურული აივანია :) ამას გარდა, როგორც ჩანს, თქვენ დიდი აივანი არ გინახავთ...
10 სექტემბერი, 10:39
როგორც ჩანს აივანი და ლოჯი ერთმანეთში გერევათ :) – სურათებიდან გამომდინარე ვამბობ; ამას გარდა, არც პატარა აივანი გინახავთ..
0 1 2