x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508555
ყველაზე საშინელი ვარცხნილობები მათ შორის, რაც კი გინახავთ
თმა წარმოადგენს სხეულის დამცავი სისტემის ნაწილს და შედგება- ძირითადად კერატინისგან. ადამიანის სხეული, მცირე გამონაკლისების გარდა (ტუჩები, ხელის გულები), მთლიანად დაფარულია თმით. ზრდასრულებს აქვთ ორი ტიპის თმა ღინღლი-მოკლე, თხელი, არაპიგმენტირებული, ე.წ. პირველადი თმა და ტერმინალური თმა, რომელიც უფრო უხეში, სქელი და ძირითადად პიგმენტირებულია. ტერმინალური თმის მაგალითია თმა წარბებზე და თავზე. ადამიანს თავზე 200 ათასი, ხოლო ტანზე 20 ათასი თმის ღერი აქვს. თხელი და სუსტი თმის ღერი – 100 გრამიან ტვირთს, ხოლო ქალის ნაწნავი 20 ტონიან სიმძიმესაც უძლებს. თმა ყველაზე სწრაფად ზაფხულში იზრდება, მისი სიგრძე წელიწადში საშუალოდ 10–15 სანტიმეტრს იმატებს. როგორც ამბობენ ჟღალი თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქერა. ადამიანმა თმა რომ არ შეიჭრას, სიცოცხლის ბოლომდე, მისი სიგრძე 725 კმ–ს მიაღწევს.



image



ქალის ყველაზე ძვირფასი სამკაული იყო, არის და იქნება თმა, ამიტომ მისი ბზინვარება და სიჯანსაღე ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რატომღაც ბევრს მიაჩნია, რომ თმის ცვენა და სიუხეშე ასაკთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია. თმის ხარისხი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა კი თმის ცვენასა და უსიცოცხლო ვიზუალზე დიდ როლს არასწორი მოვლა თამაშობს.



საპარიკმახეროში ვიზიტი შეიძლება დაკავშირებული იყოს რიგ სირთულეებთან, რადგან ზედმიწევნით გმართებთ აუხსნათ სტილისტს თუ რა სახის ვარცხნილობა გჭირდებათ, გამომდინარე იქიდან არის თუ არა ის თავისი საქმის უდავო ოსტატი, რადგან შედეგის შემდეგ სარკეში ჩახედვა ან სიხარულს გამოიწვევს ან არჩევანს ტირილსა და სიცილს შორის. მსგავს სიტუაციებში ეცინათ თუ ეტირათ, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, არაერთხელ აღმოჩენილან, რადგან არანაკლებ რთულია მამაკაცის ვარცხნილობის კომპლექსური შესრულება.




ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები მოულოდნელად ან გააზრებულად ხდებიან გაუგებრობის ან ორაზროვანი მოდის ტენდენციების მსხვერპლნი და მხოლოდ იმედი რჩებათ, რომ არ მოხვდებიან ინტერნეტის სასაცილო გვერდებზე.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
177
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0