x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ებიჯოო, ეს კასტუმები მაინც გაიხადეთ" – ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს ინგა გრიგოლია

image


ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გურიაში, თხილის საწარმოს სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელისუფლების წარმომადგენლებს საკმაოდ სარკასტულ პოსტსაც უძღვნის: "ებიჯოო, ეს კასტუმები მაინც გაიხადეთ და ისე დაითვალეთ, რამდენი თხილის გული გაქვთ გასაყოფი )))) აყვავებული ეკონომიკის არ გჯეროდათ და ინდე, თუ არ აყვავდა, თხილს ვეღარ აუდიან. ის მეოთხე დაცვაა თუ ეგეც აყვავებულ ეკონომიკას ითვლის ზედა ხედით?" - წერს გადაცემა "რეაქციის" წამყვანი პირად გვერდზე და იმ ფოტოს აზიარებს, რომელსაც მისი ზემოხსენებული ფეისბუქპოსტიც მოჰყვა.


image


შეგახსენებთ, რომ გურიაში ჩასული პრემიერი საწარმოო პროცესს ახლოდან გაეცნო და დასაქმებულებსაც გაესაუბრა. მთავრობის მეთაური ასევე იმ ფერმერებსაც შეხვდა, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლეს და სხვადასხვა დარგში სამაცივრე თუ გადამამუშავებელი საწარმოები შექმნეს. "მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგისა და ახალი საწარმოების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს" - განაცხადა საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.










0
905
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
905