x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ქუთაისში შეეშალათ და ქალს "ფაიზერის ნაცვლად "სინოფარმი "გაუკეთეს
imageქუთაისში, წმ ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში „ფაიზერის“ აცრაზე მისულ მარი ჭეიშვილს, მეორე დოზა „სინოფარმი“ გაუკეთეს.ამის შესახებ ინფორმაციას თავად ახალგაზრდა ქალი ავრცელებს:


„მივედი ექთანთან, უსაყვარლესი ქალი იყო, ძაან შინაურულად ლაპარაკობდა და მეთქი თბილისში გავიგე რომ აერიათ ვაქცინები და შეიძლება ვნახო-მეთქი და კი აი ნახე, თუ გინდა გადაიღეო, მანახა ფლაკონი გადაჯღაპნილი ჰქონდა რაღაც, მე მივაწერე, მჭირდებოდაო და უკან ჩინური წარწერებია, ვეკითხები რატომ აწერია ჩინურად, წინაზე წავიკითხე ფაიზერი-მეთქი და არა ეს არის ფაიზერიო, დღეს სხვა ვაქცინა არც გვაქვსო, სინოფარმი ორშაბათს და ოთხშაბათს არისო და დღეს პარასკევია და გავჩერდი (აი აქ იყო ჩემი შეცდომა რომ დავეთანხმე, თუმცა რამდენი ასე ვინმეს რამეში ჩავეძიე იმდენი მე გამოვდივარ მტყუანი, მე ვარ სწერვა და არავის უყვარს ასე ჩაძიებები და მაგის თავი გააააააქვს?).

აცრის შემდეგ გადმოვჯექი ცოტა მოშორებით, მოდის ეს ექთანი აი მაცივარი აქ არის, განახებ შეფუთვას, თუ გინდა გადაიღეო, თითქოს არც ვაპირებდი, მაგრამ გამიმზადა და გადავიღე. აქაც ჩინურად აწერია ყველაფერი, მაგრამ მაინც არ ვიხრი წარბს, რადგან ზოგადად ადამიანებს ვენდობი : ) აქაც ვკითხე აი ეს აწერია მეთქი და არაო ესააო რა და გავჩერდი. ამასობაში ჩემს მერე ვიღაც კაცი შევიდა და იმანაც იკითხა ხო ფაიზერიაო და კიო ექიმმაც და ექთანმაც, დღეს ფაიზერის დღეაო.

გამოვედი მოსაცდელში და ამასობაში ვკითხულობ აწერია Beijing Institute of Biological Products. დავგუგლე და The Sinopharm vaccine is produced by Beijing Bio-Institute of Biological Products Co Ltd, subsidiary of China National Biotec Group (CNBG). ბეიჯინგის ინსტიტუტი აწარმოებს სინოფარმსო. შევუვარდი იმ ქალს ავტეხე ერთი ამბავი. მე და ეს კაცი ვიყავით მხოლოდ მეორე დოზაზე, დანარჩენები პირველ დოზაზე იყვნენ. მაცივრიდან გამოღებულ შეკვრას აკლდა 1 შეკვრა (სავარაუდოდ ეგ იყო ამოღებული, არ ვიცი შეკვრაში რამდენი ფლაკონია, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს ჩემამდეც ყველას სინოფარმით ცრიდნენ და ფაიზერს უწერდნენ)


ფაიზერის დოზა არის 0, 3 ერთ აცრაზე ერთ ადამიანზე, სინოფარმის დოზა არის 0, 5 ერთ აცრაზე ერთ ადამიანზე. მე ამიცრეს 0, 3 სინოფარმი. ანუ არევაც რომ იყოს შესაძლებელი მეორე აცრა სრულად არ ითვლება. ჯანდაცვაში დარეკეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 2 კვირაში მობრძანდით, გაგიკეთებთ ანტისხეულებზე ტესტს და მერე გეტყვით ითვლებით თუ არა სრულად ვაქცინირებულიო. თუ არადა ისიც არ იციან ალბათ რას იზამენ“, – წერს ქალი სოციალურ ქსელში.

image

კლინიკა იუწყება, რომ ასეთი შემთხვევები მსოფლიო მასშტაბით მომხდარა, კლინიკურად შესწავლილია და სიცოცხლისთვის საშიში არაა.მაგალითად, სუპერანტისხეულების მიღების მიზნით ავსტრალიელი მამაკაცი ოთხჯერ აიცრა ფაიზერი-ასტრა ზენეკას ჩანაცვლებით.




მათივე ცნობით, მედდას შეუჩერდა უფლებამოსილება და გრძელდება ფაქტის შესწავლა.

1
156
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
156
  
2021, 21 აგვისტო, 17:56
და მერე გვიკვირს,რატო არ ენდობა ხალხი სამედიცინო პერსონალს. ჯერ ადამიანების აცრამდე მიყვანა ჭირს და ასეთი ფაქტების მერე არ გინდა რო ხალხი მიიყვანო აცრაზე. კარგი ქნა რო გამოაქვეყნა და გააპროტესტა ამ გოგონამ,მეორე დოზაზე მისასვლელი ვარ და შევამოწმებ აუცილებლად. შეიძლება კატასტროფაა არ არის,მარა თუ ვიცრით,მაშინ ერთი წარმოებით უნდა აიცრას ადამიანმა. არევდარევა აჯაფსანდალში ვიცი,აცრაზე რა უბედურება.
0 1 1