x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ახალციხეში ქელეხში 41 კაცი კორონავირუსით დაინფიცირდა,მათ შორის არის 2 ფეხმძიმე
image

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში სრული ეპიდაფეთქებაა, რომელიც ქელეხს უკავშირდება, მთლიანობაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 41 ადამიანი, მათ შორის 2 ორსულია და 7 ბავშვი, ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს



კორონავირუსი აქვს ურაველში მერის წარმომადგენელს ემზარ ოქრომელიძესაც. მისი თქმით, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ გამართულ გასვენებას უკავშირდება:


„მე თვითონაც კორონა მაქვს და სახლში ვარ, ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს, რომ გასვენება ყოფილა და იქ დაინფიცირებულან. სამი დღის წინ იყვნენ ექიმები ამოსულები, მოსახლეობას ტესტირება ჩაუტარეს და ვისაც დაუდასტურდა ახლა იზოლაციაში არიან. როგორც ვიცი მძიმედ არავინაა და ბინაზე გადიან მკურნალობას, “– ამბობს იგი.




რამდენიმე ავადმყოფი, რომელბსაც მდგომაროება დაუმძიმდათ ადგილობრივ საავადმყოფოში და თბილისში არიან გადმოყვანილები.მათ შორის არის ფეხმძიმე და მისი ორი წლეის ბავშვი.



„სოფელში ვირუსი19 ოჯახს აქვს, covid-19 ჯამში 41 ადგილობრივს დაუდასტურდა. ერთი ორსული და მისი ორწლამდე ბავშვი თბილისის ერთ–ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. კლინიკებში სულ 5 მკურნალობს, დანარჩენები სახლში არიან, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ამბობს ოჯახის ექიმი ჯულიეტა კაპანაძე.


მისივე თქმით, ინიფიცრებულებიდან 7 არასრულწლოვანია, მათ შორის ერთი ახალშობილი, ორი კი წლამდე ბავშვია, დანარჩენი არასრულწლონების ასაკი 8 წელს არ აღემატება.

0
488
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
488
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0