x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავღანეთის ეროვნული გმირის, ლეგენდარული აჰმად შაჰ მასუდის შვილი ჩაუდგა ანტითალიბურ კოალიციას სათავეში

image ქაბულის აღებისთანავე ექსპერტების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ თალიბებმა პროგრამა მაქსიმუმი შეასრულეს და ავღანეთზე კონტროლი სრულად დაამყარეს.
არა და რეალურად ეს ასე არაა, ავღანეთი უამრავი ეთნისისგან შემდგარი ქვეყანაა, რომელთა გარკვეული ნაწილი არასდროს თანაუგრძნობდა თალიბებს, მათ შორის არიან ის მოჯაჰედები და მათი შთამომავლები ვინც საბჭოთა ჯარებს მედგარ წინააღმდეგობას უწევდა და საბოლოოდ აიძულა კიდეც დაეტოვებინათ ავღანეთი.
მართალია ავღანეთის პრეზიდენტი გაიქცა, მაგრამ ქვეყანა არ დაუტოვებია ქვეყნის ვიცე პრეზიდენტს ამრულა სალეხს, მან კონსტიტუციის შესაბამისად თავი ავღანეთის დროებით მმართველად გამოაცხადა და ერთგულ სამხედრო დანაყოფებთან ერთად ბრძოლით გაანთავისუფლა პარვანის პროვინციაში ქალაქი ჩარიკარი.
ლეგენდარული საველე მეთაურის, ავღანეთის ეროვნული გმირის აჰმად შაჰ მასუდის შვილმა აჰმადმა ფრანგულ " La Règle du Jeu"-ის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ჩაუდგება სათავეში კოალიციას რომელიც აუცილებლად დაამხობს თალიბების ტერორისტული ორგანიზაციის მმართველობას ავღანეთში.
მასუდის თქმით წინააღმდეგობის ცენტრი გახდება პროვინცია პანშირში, რომლის აღება თალიბებმა ვერ შესძლეს მძლავრი წინააღმდეგობის გამო.
ამ პროვინციაში თავმოყრილია ბრძოლებში გამობრძმედილი მოჯაჰედების რაზმები, რომლებიც ყოველთვის აჰმად შაჰ მასუდს უჭერდნენ მხარს ახლა კი როცა მამა აჰმადი ცოცხალი არაა, უმცროსი აჰმადის ერთგული დარჩნენ.
ეს დანაყოფები კარგი მომზადებით და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა სამთავრობო ჯარებისაგან განსხვავებით, რომლებმაც პრაქტიკულად ყველგან შეწყვიტეს წინააღმდეგობა.
მან ასევე მოუწოდა აშშ-ს, ევროპას და არაბულ ქვეყნებს დაეხმარონ ავღანელ ხალხს, ისევე როგორც ეხმარებოდნენ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში.
"მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, მე ავღანეთის ეროვნული გმირის შვილი ვარ, ვინც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ოკუპანტებთან და ავღანელი ხალხის მტრებთან ბრძოლას შესწირა სიცოცხლესთან ერთად. მე ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისათვის"-განაცხადა ბრიფინგზე აჰმად-უმცროსმა.
ამასობაში ასევე ცნობილი საველე და შემდგომში სამხედრო მეთაური უზბეკი მარშალი აბდულ რაშიდ დუსთუმი შეუართდა კოალიციას 10 000 მებრძოლთან ერთად.
პანშირისაკენ მიეშურებიან მოჯაჰედები, რომლებსაც თალიბებისგან სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ.
image მასუდი წარმოშობით ტაჯიკია, დუსთუმი წარმოშობით უზბეკი. მამა აჰმად შაჰ მასუდსა და მარშალ დუსთუმს შორის საბრძოლო მოქმედებებსაც ჰქონია ადგილი ქაბულის კონტროლისათვის, როცა კიდევ ერთმა ცნობილმა საველე მეთაურმა, საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ დაუნდობლობით ცნობილმა გიულბედინ ჰექმათიარმა დუსთუმთან ალიანსში ყოფნით გადაწყვიტა "პანშირის ლომის დამარცხება".
ახლა კი უზბეკური წარმოშობის დუსთუმი თავისი დანაყოფებით მზადაა იომოს "პანშირის ლომის" (ასე ეძახდნენ აჰმად შაჰ მასუდს) შვილის მხარდამხარ.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს სულაც არ აწყობს ტაჯიკეთის საზღვართან თალიბების გამოჩენა, აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი ქვეყნები რომლებიც დახმარების ხელს გაუწვდიან ანტითალიბურ კოალიციას.

0
685
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
685