x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთი სხეულის ნაწილები მილიონობით დოლარით დააზღვიეს

საკუთარი სხეულის, ან გარკვეული ნაწილების დაზღვევა დღეს ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის საკმაოდ პოპულარულია. დაზღვევის ამგვარი სახე დასაწყისს ჯერ კიდევ XX საუკუნის 20 იან წლებში იღებს. სწორედ მაშინ, ამერიკელმა კომიკოსმა მსახიობმა ბენ ტურპინმა 25 000 დოლარად დააზღვია თავისი ელამი თვალები, რადგან მიიჩნევდა, რომ წარმატება სწორედ ამ თავისებურებამ მოუტანა. მას შემდეგ მრავალმა ცნობილმა ადამიანმა მიბაძა მას, ჩარლი ჩაპლინმა თავისი ფეხები დააზღვია, მერილინ მონრომაც ასევე ფეხები, მარლენ დიტრიხმა ფეხები და ხმა, დოლი პარტონმა მკერდი. ბეტ დევისმა, რომელსაც მიდრეკილება ჰქონდა სიმსუქნისკენ, წელი დააზღვია, დევის როტმა, ჯგუფ Van Halen-ის ლიდერმა კი საკუთარი სპერმა დააზღვია. იცით რამდენად აზღვევენ თანამედროვე ვარსკვლავები თავიანთ სხეულის ნაწილებს?


1. მერაია ქერი

ცნობილმა მომღერალმა საკუთარი ხმა კი არა, ფეხები დააზღვია, თანაც 1 მილიარდ დოლარად. “ქალღმერთის ფეხები" Gilette-ს რეკლამის მთავარი მოდელი იყო.image

2. ჯენიფერ ლოპესი

ცნობილი მომღერლის და მსახიობის დაზღვევის შესახებ ბევრმა იცის, თუმცა ზუსტი თანხა უცნობია. ამბობენ, რომ ლოპესმა მკერდი და უკანალი ცალ-ცალკე დააზღვია, საერთო ჯამში 27 000 000 დოლარად.image

3. დევიდ ბეკჰემი

ფეხბურთელმა საკუთარი ფეხების წყალობით საკმაოდ ბევრი გამოიმუშავა, ასე რომ, ფეხები 164 მილიონ დოლარად დააზღვია.image

4. დენიელ კრეიგი

მსახიობი ბონდიანას ფილმებში ტრიუკებს კასკადიორის გარეშე ასრულებდა, ასე რომ, სხეული 8 მილიონ დოლარად დააზღვია.
image

5. ბრიუს სპრინგსტინი

მომღერალმა თავისი უნიკალური ხმა 5.7 მილიონად დააზღვია.image

6. კაილი მინოუგი

კანადელმა მომღერალმა უკანალი 5 000 000 დოლარად დააზღვია.image

7. ჰაიდი კლუმი

მოდელმა თავისი გრძელი ფეხები 1.8 000 000 დოლარად დააზღვია, . ამასთან, მარჯვენა ფეხი მილიონ დოლარად, მარცხენა კი პატარა შრამის გამო 800 000-ად.image


8. კლაუდია შიფერი

გერმანელი სუპერმოდელის სახე 5 000 000 დოლარადაა დაზღვეულიimage

9. ჰოლი მედისონი

ჟურნალ ფლეიბოის ვარსკვლავმა მკერდი, როგორც თავისი წარმატების გარანტია, 1 000 000 დოლარად დააზღვია.image

10. ჯინ სიმონსი

ჯგუფ Kiss-ის დამფუძნებელი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენის პატრონად ითვლება. მუსიკოსმა ის 1 000 000 დოლარად დააზღვია.image

11. ბენ ტურპინი

პირველი მსახიობი, რომელმაც თავისი ელამი თვალები დააზღვია 25 000 დოლარად.
image







0
315
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0