x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ცოცხალი თავები, მოცეკვავე გვამები, ექიმი ფრანკენშტეინის პროტოტიპი... – ყველაზე შეშლილი მეცნიერები და მათი ექსპერიმენტები

ჩვეულებრივ, მეცნიერებს ისე აღიქვამენ, როგორც ადამიანებს, რომლებსაც კაცობრიობისთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვთ. ისინი პროგრესთან და ტექნოლოგიურ წინსვლასთან ასოცირდებიან… მაგრამ, ეს ყოველთვის ასე არ არის! აქ მოგითხრობთ შეშლილ მეცნიერებზე და მათთან დაკავშირებულ, გიჟური ისტორიების შესახებ:


იოჰან კონრად დიპელი — ექიმი ფრანკენშტეინის პროტოტიპი


image


იოჰან კონრად დიპელი შეშლილი მეცნიერი იყო, რომელიც 1673 წელს, გერმანიაში, დარმშტადტის მახლობლად, ფრანკენშტეინის სასახლეში* დაიბადა. ითვლება, რომ ის, მერი შელის რომანის – «ფრანკენშტეინის» მთავარი გმირის პროტოტიპი იყო. თუმცა, ამ ვერსიას ყველა არ ეთანხმება.
თეოლოგიის, ფილოსოფიის და ალქიმიის შესწავლის შემდეგ, დიპელმა ზეთი შექმნა, რომელიც ალქიმიკოსების ოცნება — უკვდავების ელექსირი უნდა გამხდარიყო. ზეთი ცხოველების სისხლის, ძვლების და სხვა ორგანოების ნაწილებისგან შედგებოდა.

ანატომიაში დიპელის ექსპერიმენტებს შორის, იყო ისეთიც, რომლშიც მეცნიერი, ხელოვნური არსების შექმნის მიზნით, დიდ ქვაბში, ადამიანის სხეულის ნაწილებს ხარშავდა. გარდა ამისა, ის ერთი სხეულიდან – მეორეში, სულის გადაადგილებაზე ატარებდა ცდებს.

დიპელი, ექსპერიმენტების პარალელურად, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ლექციებს კითხულობდა ქირომანტიას და ალქიმიაში და ცნობილი სასამართლო პათანატომი იყო.


image


* სასახლე, რომელიც დღეს ფრანკენშტეინის სასახლის სახელით არის ცნობილი, ისტორიულ წყაროებში პირველად 1252 წელს არის ნახსენები. XV-XVI საუკუნეებში ის ფრანკენშტეინების გვარის საკუთრება იყო, ხოლო 1600 წ. წლების მანძილზე მიტოვებულ სასახლეში, საავადმყოფო გაიხსნა.


ვლადიმერ დემიხოვი და მისი ორთავიანი ძაღლი



image


1954 წ. ვლადიმერ დემიხოვმა მსოფლიო შეაზანზარა, როდესაც თავის მიერ შექმნილი მონსტრის დემონსტრირება მოახდინა. მან ეს არსება, მოსკოვის გარეუბანში მდებარე ლაბორატორიაში, ქირურგიული ჩარევის გზით შექმნა. მან ლეკვის თავი, მხრები და წინა თათები, დიდ გერმანულ ნაგაზს, კისერზე გადაუნერგა. ორივე თავი რძეს ერთდროულად სვამდა და შემდეგ, როდესაც ეს რძე ლეკვის გადაჭრილი საყლაპავი მილიდან იღვრებოდა, საცოდავი არსება შიშისგან კანკალებდა.


image


15 წლის მანძილზე, დემიხოვმა 20 ორთავიანი ძაღლი შექმნა. მაგრამ, დიდი ხანს ვერცერთმა იცოცხლა – ერთი თვე, რეკორდული ვადა იყო. ყველა ცხოველი ქსოვილების შეუთავსებლობის გამო დაიღუპა.


იოზეფ მენგელე – «სიკვდილის ანგელოზი»


image


იოზეფ მენგელე — გერმანელი «ექიმი» იყო, რომელიც II მსოფლიო ომის დროს, ექსპერიმენტებს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებზე ატარებდა. ის პირადად ახდენდა ბანაკში მიყვანილი ტყვეების ახალი ნაკადის «სელექციას» და იქ მუშაობის პერიოდში, გაზის კამერაში 40 000–ზე მეტი ადამიანი გაუშვა.
მენგელე, «სამუშაოდან თავისუფალ დროს», სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებსაც ატარებდა, რომელთა შორის: ახალშობილების გაკვეთა; ანასთეზიის გარეშე, ბიჭების და მამაკაცების კასტრირება; ქალებისთვის, მათი გამძლეობის შემოწმების მიზნით, დენის დარტყმა იყო; ერთხელ მან, რენდგენის გამოსხივებით, პოლონელ ბერებს სტერელიზაციაც კი გაუკეთა.
ექიმი მენგელეს განსაკუთრებულ ინტერესს ტყუპები იწვევდნენ. 1943 წელს, მან ტყვეებს შორის, ტყუპები ამოარჩია და სპეციალურ ბანაკში მოათავსა. 3 ათასი ტყუპისცალიდან მხოლოს 300 გადარჩა. მენგელეს ცდები სამედიცინო ეთიკას და ადამიანურ მორალს ეწინააღმდეგებოდა: ის ბავშვებს, თვალის ფერის შეცვლის მიზნით, თვალში სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებებს ასხურებდა. ორგანოების ამპუტაცია, ტყუპების ერთმანეთზე მიკერების მცდელობები და სხვა არაადამიანური ოპერაციები – იოზეფისთვის, ჩვეულებრივი, სამუშაოს ნაწილი იყო. ხოლო, ადამიანებს, რომლებიც ექსპერიმენტების შემდეგ, ცოცხლები რჩებოდნენ – ხოცავდნენ.


ჯოვანი ალდინი და მისი ელექტრონული ცეკვები


image


1780 წელს იტალიელმა ანატომიის პროფესორმა ლუიჯი გალვანმა აღმოაჩინა, რომ ელექტრო მუხტი მკვდარ ბაყაყს კიდურების გაქნევას აიძულებს. მაგრამ, რა მოხდება, ფიქრობდა ის, თუ ადამიანის გვამს დენს მიუერთებდნენ?
გალვანის დისშვილი ჯოვანი ალდინი ევროპულ ტურნეში წავიდა, რომლის დროსაც, ის მაყურებელს საშინელ სანახაობას სთავაზობდა. მისი ყველაზე გამორჩეული ჩვენება 1803 წლის 17 იანვარს ჩატარდა, რომლის დროსაც, მან 120-ვოლტიანი აკუმულატორის პოლუსები, სიკვდილით დასჯილი მკვლელის, ჯორჯ ფორსტერის (George Forster) გვამს მიუერთა.


image


როდესაც ალდინმა მავთულები პირში და ყურში შეურჭო, გვამმა ყბა–სახის კუნთების მოძრაობა დაიწყო და მკვლელის სახეზე ტკივილის საშინელი გრიმასა აღიბეჭდა, ხოლო მარცხენა თვალი გაახილა, თითქოს მას, თავისი მწვალებლის დანახვა უნდოდა. შოუ იმით დასრულდა, რომ ალდანმა ერთი მავთული გვამს ყურში შეურჭო, ხოლო მეორე სწორ ნაწლავში. ამის გამო, მიცვალებული «წამოხტა» და ცეკვა დაიწყო. მეორე დღეს, გაზეთი «London Times» წერდა: «საქმეში ჩაუხედავ მაყურებელს, შეიძლება მოსჩვენებოდა, რომ უბედური ცოტაც და გაცოცხლდებოდა».


სერგეი ბრიუხონენკოს ცოცხალი თავები


image


საბჭოთა ფიზიოლოგმა სერგეი ბრიუხონენკომ სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატი შექმნა, რომელსაც «ავტოინჟექტორი» დაარქვა. მეცნიერი მისი საშუალებით, ძაღლის თავს სისხლს აწვდიდა და სხეულისგან დამოუკიდებლად არსებულ თავს სიცოცხლეს უნარჩუნებდა.
1928 წ. ფიზიოლოგთა III სხდომაზე, მან ერთ-ერთი ასეთი თავის დემონსტრირება, მთელი მსოფლიოს წინაშე მოახდინა. იმის დასამტკიცებლად, რომ თავი, რომელიც მაგიდაზე იდო, ცოცხალი იყო, დამსწრე საზოგადოებას აჩვენა, თუ როგორ რეაგირებდა ის, გარეგან გამაღიზიზნებლებზე: როდესაც მაგიდაზე ჩაქუჩი დაარტყა, თავი შეხტა, ხოლო, სინათლის მინათებისას, – მან თვალები დაახამხამა. მან ძაღლის თავს ყველის ნაჭერიც კი აჭამა, რომელიც საყლაპავი მილის მეორე ბოლოდან ჩამოვარდა.


ენდრიუ იურე – შოტლანდიელი ყასაბი


image


ეს მეცნიერი, ფიზიკას და ეკონომიკაში მიღწევების გამო, ფართოდ არის ცნობილი. მაგრამ, ამის გარდა, ის ერთი საშინელი ექსპერიმენტის ავტორიც არის, რომლის მსვლელობის დროს, მან გვამში ბატარიები ჩააწყო და ისინი დენს მიუერთა. მიცვალებულმა კიდურების ქნევა ისე ენერგიულად დაიწყო, რომ დამსწრე საზოგადოებიდან, ზოგიერთს ეგონა, რომ მიცვალებული გაცოცხლდა.


შირო იში – ექიმი «ნამდვილი ბოროტება»


image


იში მიკრობიოლოგი და იაპონიის საიმპერატორო არმიის ლეიტენანტი იყო. იაპონია-ჩინეთის ომის დროს, მან იაპონიის არმიის საიდუმლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო ტყვეებზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო.
მის «მიღწევებს» შორის იყო: ადამიანების ცოცხლად გაჭრა–გაკვეთა, ყოველგვარი ანესთეზიის გარეში; ადამიანის კიდურებისთვის ადგილების შეცვლის მცდელობა; ყუმბარების და ცეცხლისმფრქვეველების ცოცხალ სამიზნეებზე გამოცდა; ავადმყოფობის მიმდინარეობის პროცესის შესწავლის მიზნით, ადამიანების ვირუსებით დაავადება და სხვა საშინელი ექსპერიმენტები...
1942 წლიდან მან მუშაობა ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე დაიწყო.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შირო ამერიკელებმა დააკავეს. მაგრამ, მის მიერ ჩატარებული კვლევის მასალების სანაცვლოდ, გაათავისუფლეს. ასე რომ, ადამიანს რომელსაც ცხოვრების მანძილზე, უამრავი სისასტიკე ჰქონდა ჩადენილი, ციხეში არც ერთი დღე არ გაუტარებია. შირო იში 67 წლის ასაკში, ხორხის სიმსივნით გარდაიცვალა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. თემურლენგის წყევლა: რატომ დააბრუნებინა სტალინმა დიდი ემირის თავის ქალა სამარხში
2. 8 მცდარი წარმოდგენა დეპრესიაზე, რის გამოც ბევრი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად
3. იცით რატომ არ უყვართ ებრაელები?
4. ვამსხვრევთ მითებს ქალების შესახებ
5. 11 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ჯანმრთელობისთვის (გემრიელი და ჩვენთვის ხელმისაწვდომი)

6. მან ირწმუნა საკუთარი თავის და გადარჩა. თქვენ როგორ მოიქცეოდით?

0
279
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0