x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
7 ვარჯიში 7 წუთში, რომელიც წელის ტკივილისგან გაგათავისუფლებთ

imageimage

თუ მთელი დღის მანძილზე სავარძელში ზიხართ, მაშინ იცოდეთ რომ ქრონიკული ტკივილი წელის არეში გარდაუვალია.


თუ ჯერ კიდევ არ იცით ეს რა არის, ერთი-ორი წელიც დაიცადეთ და თავს აუცილებლად შეგახსენებთ. სამწუხაროდ წელის ტკივილი იმ ადამიანების თანმდევი დაავადებაა, ვინც მჯდომარე ცხოვრებას ეწევა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ჩვენ ვზივართ ან ვწევართ, წელის კუნთებს პრაქტიკულად არ ვიყენებთ, რის შედეგადაც ატროფიას განიცდის. შედეგად კი ხერხემალი დეგრადირდება.


კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა, პრობლემაზე თვალს არ დახუჭავთ სანამ გართულდება. სტატიაში წარმოგიდგენთ 7 ვარჯიშს. მის შესრულებაზე დღეში მხოლოდ 7 წუთს დახარჯავთ. ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ ძალიან მცირე საფასურია ჯანმრთელი ხერხემლისთვის.

image

1. მუხლქვეშა მყესის გაჭიმვა


imageდაწექით ზურგზე, ასწიეთ რაც შეიძლება მაღლა ერთი ფეხი და გააჩერეთ 30 წამის მანძილზე. შემდეგ ჩამოწიეთ და იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხით.


2. მუხლის მიტანა მკერდთან

imageდაწექით იატაკზე, მოხარეთ ფეხი მუხლში. დაიკავეთ ფეხი ხელებით, თანდათან მიიზიდეთ გულ-მკერდთან მანამდე, სანამ შეძლებთ. გაჩერდით ამ მდგომარეობში მინიმუმ ნახევარი წუთი – სადამდეც ძალა გეყოფათ. ნელა დაუშვით ფეხი იატაკზე აღნიშნული ვარჯიში ერთდროულად აძლიერებს და ადუნებს თქვენი საჯდომის კუნთებს. იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხით.


3. ბრუნვა

image


ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია მათთვის, ვინც რადიკულიტით იტანჯება. დაწექით ზურგზე, მარჯვენა ფეხი მოხარეთ მუხლში და გადაბრუნდით საპირისპირო მიმართულებით ისე, რომ მხრები არ ასწიოთ, მუხლით კი ეცადეთ იატაკს შეეხოთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 20 წამი. იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხით.image

4. "მსხლისებური" გაწელვა

image


დაწექით იატაკზე, ფეხები მოხარეთ მუხლებში, ხელების დახმარებით გადააჯვარედინეთ ფეხები, რაც შეიძლება ძლიერ. გაჩერდით ასეთ პოზაში 30 წამის მანძილზე. თუ შეძლებთ, უფრო დიდხანს. ნელა დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გააჩერეთ ფეხი აღნიშნულ მდგომარეობაში 30 წამის მანძილზე. შემდეგ იგივე მეორე ფეხით გაიმეორეთ.image

5. გაწელვითი ვარჯიში ბარძაყებისთვის

imageმოხარეთ ერთი ფეხი მუხლში, მეორე კი რაც შეიძლება უკან გასწიეთ და გაჩერდით 30 წამი ამ მდგომარეობაში. იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხით.image

6. გაწელვითი ვარჯიში

imageდაწექით გვერდზე, ცალი ფეხი მოხარეთ მუხლში და ხელის დახმარებით რაც შეიძლება უკან გასწიეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამის მანძილზე. იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხით.


7. ზურგის გაწელვითი ვარჯიში


image


გაჩერდით სურათზე მოცემულ მდგომარეობაში 30 წამის მანძილზე. შემდეგ კი გააკეთეთ ეს:



image


გადაიხარეთ ერთ მხარეს და გაჩერდით 10 წამი, შემდეგ – მეორე მხარეს. გაიმეორეთ რამდენჯერმე


ასევე დაგაინტერესებთ:


"დამჯდარი" ხერხემალი – ყველა დაავადების ფარული მიზეზი! 5 ვარჯიში ხერხემლისთვის პოლ ბრეგისგან


როგორ გავთავისუფლდეთ წელის და სახსრების ტკივილისგან უმარტივესი ვარჯიშით


7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად


რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით!


"გააკეთეთ ეს 7 წუთიანი მასაჟი ყოველ დილით და იყავით ჯანმრთელი!" – პროფესორი ლი გუილინი


5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ


თხილეულისა და ჩირის ნაზავი – სასარგებლოა ხერხემლისთვის





0
231
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0