x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
„ვალი დასდებიათ და რომ არ დაეჭირათ, გაყიდეს უმცროსი შვილი, ანუ – მე" - გაშვილებული გოგო
image

.

სოციალური ქსელის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, 51 წლის ქალი მძიმე და ემოციურ წერილს აქვეყნებს. ამბობს, რომ ბავშვობაში მშობლებმა გაყიდეს, რადგან მამის ვალი გადაეხადათ. ახლა კი ის საკუთარ დედ-მამას ეძებს.

.


„1970 ან 1971 წელს ვარ დაბადებული 5 ან 6 აგვისტოს. რამდენიმე თვის ვიყავი, როცა კასპში წამომიყვანეს. ჩემი სახელი და გვარი ყოფილა ირმა სამადალაშვილი და ისტორია ასეთია: ყოფილა ოჯახი, ჰყოლიათ შვილები… ამ ქალის მეუღლე ვაჭრობაში მუშაობდაო (მამაჩემი), ვალი დასდებიათ და რომ არ დაეჭირათ, გაყიდეს უმცროსი შვილი, ანუ – მე. შუამავალი იყო გამზრდელი დედის ბიძაშვილის დედამთილი, რომელიც კასპის ბავშვთა სახლში მუშაობდა. ის ქალი გარდაცვლილი იყო უკვე, როდესაც მე გავიგე ეს ამბავი და არ ვიცი, ოჯახიდან წამომიყვანეს თუ ბავშვთა სახლიდან. ის კი ვიცი, რომ ფული აიღო ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ და იქნებ სულაც მისი საქმიანობა ეს იყო და ბავშვებს ყიდდა? არც ეგ ვიცი. ასეთი ადამიანი რომ არც მომძებნიდა არასოდეს, მაგასაც ვხვდები, მაგრამ ახლა დავეჭვდი, იმდენ ინფორმაციას ვიგებ, როგორ ჰპარავდნენ მშობლებს ბავშვებს და ამიტომ გადავწყვიტე, მოვძებნო. ვეღარ ვისვენებ, სიმართლე მინდა გავიგო, გთხოვთ, დამეხმაროთ“, – წერს ქალი.

0
232
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0