x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ასტრახანთან ჩამოვარდა მეოთხე თაობის რუსული გამანადგურებელი, პილოტი დაიღუპა

image რუსული სამხედრო გამანადგურებელი "МиГ-29" "ნატოს" კლასიფიკაციით "Fulcrum" ასრულებდა გეგმიურ ფრენას საბრძოლო აღჭურვილობის გარეშე როცა მას შეექმნა ტექნიკური პრობლემა, პილოტმა ვერ შესძლო აღდგინა სამხედრო თვითმფრინავზე მართვის კონტროლი, თვითმფრინავი ჩამოვარდა ასტრახანთან ახლოს, დაუსახლებელ ადილას აშულუკუს სამხედრო პოლიგონზე.
პილოტი დაიღუპა.
აღნიშნული თვითმფრინავი გაყიდვის მხრივ ხუთეულშია მსოფლიოში, სულ რუსული არმიის და მსოფლიოს 25 ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების შემადგენლობაში ირიცხება 1600 ერთეული აღნიშნული გამანადგურებელი.
კატასტროფა მოხდა აფრენიდან რამდენიმე წუთში. "МиГ-29"-მრავალფუმქციური მსუბუქი გამანადგურებელია, მისი წარმოება დაიწყო 1983 წელს. გაიყიდა 800-ზე მეტი გამანადგურებელი უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაზე.
თვითმფრინავის სიჩქარეა 2450 კმ/სთ.
17 რიცხვში კი რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა უახლესი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი "Ил-112В", რომელიც საცდელ ფრენას ახორციელებდა პრეზენტაციის წინ.
ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა.
image თვითმფრინავს ამხადებდნენ აგვისტოს ბოლოს გრანდიოზულ ავიაშოუზე მონაწილეობის მისაღებად.
თვითმფრინავს საცდელი ფრენებისას გამოუვლინდა მთელი რიგი ხარვეზები რომელთა აღმოსაფხვრელად მუშაობდა ტექნიკური სამსახური. თვითმფრინავი აფრინდა კუბინკას სამხედრო აეროდრომიდან და მიფრინავდა ჟუკოვსკის აეროპორტის მიმარულებით, როცა ერთერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. გაიჭედა თვითმფრინავის მართვის მექანიზმი, რის შედეგადაც თვითმფრინავი ჩავარდა შტოპორში და ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 3 გამოცდილი მფრინავი, რუსეთის გმირი ნიკოლაი კუიმოვი, პირველი კლასის მფრინავ-გამომცდელი დმიტრი კომაროვი და 1 კლასის ბორტინჟინერ-გამომცდელი ნიკოლაი ხლუდეევი.
სამივე პილოტი დაიღუპა.
image

0
213
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
213