x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსახიობები, რომლებიც საშინელებათა ჟანრის ფილმებში თამაშის შემდეგ დაიღუპნენ
image


დამეთანხმებით, რომ საშინელებათა ჟანრის ფილმებს, მაყურებლის შეშინება გვარიანად შეუძლიათ, ვინაიდან ისინი ხომ საგანგებოდ, სწორედ ამისთვის იქმნება, თუმცა ზოგჯერ რეალობა ბევრად უფრო საშინელია. როგორც მაგალითად, მსახიობებთან დაკავშირებით მოხდა რომლებიც მოულოდნელად (ზოგჯერ კი თავად პროცესის დროს) მას შემდეგ გარდაიცვალნენ რაც საშინელებათა ჟანრის ფილმებში ითამაშეს. ნამდვილად ვერ ვიტყვით, იყო ეს სამწუხარო დამთხვევა თუ არა, თუმცა ფაქტია რომ მსგავსი შემთხვევები ადამიანებში შიშს საშინელებათა ფილმებზე ნაკლებად ნამდვილად არ იწვევენ.






აალია "დაწყევლილთა დედოფალი" (2002)



image


2001 წელს, 22 წლის არენბის ვარსკვლავმა აალიამ ვამპირულ საშინელებათა ფილმ "დაწყევლილთა დედოფალში" ითამაშა. მისი გმირი, დედოფალი აკაშა, ფილმის ფინალში იღუპება, იშლება რა მთლინად მტვერში. მომღერალი გადაღების დასრულებიდან ზუსტად ერთ თვეში გარდაიცვალა. აალია საკუთარ ჯგუფთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე ვიდეო რგოლის "Rock the Boat"- ის გადაღებიდან ბრუნდებოდა. მონტაჟის დროს, ზოგიერთ ეპიზოდში, აალია მისმა უფროსმა ძმამ რაშადმა გაახმოვანა. ფილმი ფართო ეკრანებზე მუსიკოსის გარდაცვალებიდან 5 თვეში გამოვიდა.






"პოლტერგეისტის" წყევლა (1982)



image

"პოლტერგეისტს" დაწყევლილ ფილმს უწოდებენ: ექვსი წლის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით ამ საშინელებათა ჟანრის მარტო ოთხი მსახიობი გარდაიცვალა. პირველ ტრაგედიას 22 წლის ამერიკელი მსახიობი დომინიკ დანი ემსხვერპლა. 1982 წლის 30 ოქტომბრის საღამოს ლოს - ანჯელესის სახლში ის "პოლტერგეისტი 2"- ის ერთ - ერთი სცენის რეპეტიციას გადიოდა, როდესაც კარებზე მსახიობის ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა ჯონ სუინმა დააკაკუნა. დაიწყო გაწევ - გამოწევა, გოგონამ ჯონს გარეთ გასვლა შესთავაზა. ქუჩაში სუინი ყოფილ შეყვარებულს თავს დაესხა და მისი დახრჩობა სცადა. 4 ნოემბერს მსახიობი ისე გარდაიცვალა რომ კომიდან გამოსვლაც კი ვერ მოასწრო. მკვლელმა ციხეში მხოლოდ 6 წელი გაატარა.


image


60 წლის ჯულიან ბეკი, რომელიც სასულიერო პირის როლს ასრულებდა, 1985 წელს კუჭის კიბოთი, მეორე ფილმის გადაღების დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. ჯგუფმა ფილმის გადაღებები მსახიობის დუბლით განაგრძო. 1987 წელს კი ფილმიდან "პოლტერგეისტი 2"-ი 53 წლის უილ სემპსონი გარდაიცვალა. მსახიობი გულის გადანერგვის ოპერაციიდან თვენახევრის შემდეგ დაიღუპა.


image

ახალგაზრდა ჰეზერ ო'რურკი 1988 წელს მიოკარდიუმის ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა, რომელიც ნაწლავის სტენოზის გამო სეპტიური შოკით იყო გამოწვეული. გოგონა მხოლოდ 12 წლის იყო. მესამე "პოლტერგეისტის" გადაღების დროს (1988) კი რეკვიზიტებით სავსე პავილიონს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც რამდენიმე ტექნიკოსი სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით საავადმყოფოში მოხვდა. აღნიშნულ ფილმს კიდევ ერთი ბნელი ისტორიაც უკავშირდება. სარეკლამო კადრების გადაღების დროს მსახიობმა ზელდა რუბინშტეინმა მოულოდნელად რაღაც დარტყმა იგრძნო და წამიერად წონასწორობა დაკარგა. ფოტოსესიის ბოლოს რუბინშტეინმა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო და სასწრაფოდ დაკრძალვაზე გაფრინდა. სურათის გამჟღავნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ კადრში ზელდას სახე უცნაური ბურუსით ჰქონდა განათებული. მსახიობი დარწმუნებული იყო, რომ დარტყმა და საფარველი სწორედ - მისი გარდაცვლილი დედის მანიშნებლები იყო.






ბრენდონ ლი - "ყვავი" (1994)


image


ფილმ "ყვავის" გადასაღებ მოედანზე ბევრი უბედური შემთხვევა მოხდა, მათ შორის ხანძარიც, თუმცა ბრიუს ლის შვილის, ბრენდონ ლის გარდაცვალება ყველასთვის შოკისმომგვრელი ტრაგედია აღმოჩნდა. 1993 წლის 31 მარტს მუშაობა "ყვავის" ფინალზე მიდიოდა, სადაც ბრენდონ ლის პერსონაჟს მისი მტერი, ფანბოის როლის შემსრულებელი მაიკლ მასი კლავდა. საბედისწერო შემთხვევის შედეგად, პისტოლეტით, რომლითაც მაიკლმა ბრენდონს ესროლა ყველას ცარიელი ეგონა, თუმცა მსახიობი მუცელში სასიკვდილოდ დაიჭრა. ბრენდონი 28 წლის იყო. მსახიობის დედამ კინოკომპანიას უჩივლა და საქმეც მოიგო. მაიკლ მასის წინააღმდეგ არანაირი ბრალდება არ წაუყენებიათ, მაგრამ ამან ის ხანგრძლივი დეპრესიისგან მაინც ვერ იხსნა. გადასაღებ მოედანზე ასევე ტრიუკების გამოცდილი დამდგმელი მარკ აკერსტრიმიც დაიღუპა, რომელსაც აფეთქების შედეგად თავში ნამსხვრევები მოხვდა.






ჯეკ მაკგოურენი - "ეგზორცისტი" (1973)



image


54 წლის მსახიობი ჯეკ მაკგოურენი, რომელიც ზემოხსენებულ ფილმში ეპიზოდურ როლს ასრულებდა ფილმის გადაღების დასრულებისთანავე გულის შეტევით გარდაიცვალა. მოგვიანებით, ტრაგედიამ მსახიობ მერსედეს მაკ - კემბრიჯის ოჯახამდეც მიაღწია, რომელი დემონ პაზუზუს ახმოვანებდა. 1987 წელს მისმა ვაჟმა საკუთარი მეუღლე და შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.





ვიკ მოროუ "ბინდის ზონა: ფილმი" (1983)


image


53 წლის მსახიობი ვიკ მოროუ და მსახიობის ორი შვილი (7 წლის მიკა დინ ლი და 6 წლის რენე შინ-ი ჩენი) გადასაღებ მოედანზე დაიღუპნენ. უკანა პლანზე პიროტექნიკა ფეთქდებოდა, ტბის თავზე კი რომელზეც ვაჟებთან ერთად მოროუ გადადიოდა, ვერტმფრენი დაფრინავდა. პიროტექნიკის აფეთქებამ ვერტმფრენის კუდის როტორი დააზიანა, რის შედეგადაც ის ტბაში ჩავარდა. პირების დარტყმის შედეგად კი სამივე ადგილზე დაიღუპა.





0
631
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
631