x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფილმებში პატარა როლებით გამოჩდნენ, თქვენ კი შესაძლოა ვერც შეამჩნიეთ

ფილმებში ხშირად იწვევენ რეჟისორები კამეო როლებისთვის ცნობილ მსახიობებს, ისინი სულ რამდენიმე წამით ჩანან, მაგრამ გულშემატკივრებს ისინი მთელი ფილმის მანძილზე ამახსოვრდებათ:

1. მეთ დეიმონი ევროტურში

ცნობილი თინეიჯერული კომედია “ევრიტური" 2004 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ბრუტალური მუსიკოსი კი ვისთანაც ფიონამ მთავარ გმირს უღალატა, სწორედ მეთ დეიმონია.image

2. მაიკლ ჯეკსონი -“ადამიანები შავებში 2"

პოპ მუსიკის მეფემ პატარა როლი შეასრულა ამ ფილმში, კერძოდ კი აგენტი М-ის როლი.image

3. დონალდ ტრამპი- “მარტო სახლში 2"

ბიზნესმენი ამ პატარა როლზე მხოლოდ იმის გამო დათანხმდა, რომ სასტუმრო, რომელშიც ფილმს იღებდნენ მას ეკუთვნოდა.image

4. მადონა ბონდიანაში

მადონამ პატარა როლი მიიღო ბონდიანას მორიგ ფილმში, კერძოდ კი ფარიკაობის მასწავლებლის. კრიტიკოსებმა კი მას “ცუდად შესრულებული როლისთვის" ოქროს მალინა გადასცეს.
image

5. ჯეიმს კამერონი ტიტანიკში

ჯეკის და როუზის სიყვარულის ისტორიის გულშემატკივრებმა ალბატ ვერც კი შენიშნეს რეჟისორი ჯეიმს კამერონი ფილმში. გაიხსენეთ ფილმის დასაწყისი, როდესც მამაკაცს წვერს უსინჯავენ ტილებზე. ეს მამაკაცი სწორედ ჯეიმს კამერონია.image

6. იგი პოპი ვარსკვლავურ გზაში

ალბათ ვერც კი შეამჩნიეთ მძიმე გრიმში ცნობილი როკ მუსიკოსი.image

7. ჰარისონ ფორდი უცხოპლანეტელში

სტივენ სპილბერგს ყოველთვის უყვარდა ცნობილი მსახიობების მიწვევა თავის ფილმებში, თუმცა, ამ შემთხვევაში მან ჩათვალა, რომ ფორდი ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობდა და ფილმის სიუჟეტს დაჩრდილავდა. სწორედ ამიტომ, ფორდი ელიოტის სკოლის დირექტორის როლში მხოლოდ ზურგიდან ჩანს.image

8. ფრენკ აბიგნეილი ფილმში “დამიჭირე თუ შეგიძლია"

ფილმი ფრენკ ებიგნეილის რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ფრენკმა კი პატარა როლი შეასრულა ამ სურათში, კერძოდ კი პოლიციელის როლი, რომელმაც თავის ფილმის ვერსიას ბორკილები დაადო.image

9. დევიდ ბეკჰემი ფილმში The Man from U.N.C.L.E

ფეხბურთელი გაი რიჩის ფილმში სულ რამდენიმე წამით გამოჩნდა, მაგრამ თავი ყველას დაამახსოვრა.image

10. ბილ მიურეი ფილმში “სულელი და კიდევ უფრო სულელი 2"

ცნობილმა მსახიობმა ჰარის მეზობლის როლი შეასრულა ფილმში. მისი სახე არ ჩანდა დამცავი კოსტიუმის გამო, ასე რომ, გასაკვირი არცაა, რომ ვერ იცანით.image









0
555
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0