x
მეტი
  • 20.10.2021
  • სტატია:115096
  • ვიდეო:354153
  • სურათი:488942
რა არის სურავანდი და რომელი ვიტამინის დეფიციტი იწვევს მას?
image

სურავანდი არის C ვიტამინის უკიდურესი დეფიციტი.C ვიტამინი, იგივე ასკორბინის მჟავა, ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ვინაიდან ის მონაწილეობას იღებს ორგანიზმის სხვადასხვა სტრუქტურის წარმოქმნასა და რიგი პროცესების წარმართვაში.მათ შორისაა :

კოლაგენის წარმოქმნა
ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლა
რკინის შეწოვა
ანტიოქსიდანტური რეაქცია
ჭრილობების შეხორცება
ნეიროტრანსმიტერების, დოფამინისა და ადრენალინის წარმოქმნა


აქედან გამომდინარე, მისი დეფიციტი განაპირობებს სიმპტომების მრავალფეროვნებას.სურავანდისთვის დამახასიათებელი, ტიპური ნიშნების გამოვლინება იწყება ვიტამინის მუდმივი და უკიდურესი დეფიციტიდან სულ მცირე 4 კვირის შემდეგ, თუმცა ჩვეულებრივ, ამ სიმპტომების განვითარებისთვის საჭიროა 3 თვე ან მეტი.

ადრეულ ნიშნებს მიეკუთვნება:


სისუსტე

უმიზეზო დაქანცულობა

მადის დაქვეითება

გაღიზიანებადობა

ქვედა კიდურების ტკივილი

დაბალი ტემპერატურა


სიმპტომები 1-3 თვის შემდეგ:

ანემია

გინგივიტი

ჰემორაგიების არსებობა კანზე

კარიესის განვითარება

სახსრების შეშუპება

ქოშინი

ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში

თვალების სიმშრალე, გაღიზიანება და სისხლჩაქცევა კონიუქტივაზე

ჭრილობების შეხორცების დაქვეითება

სინათლის მიმართ მგრძნობელობოს მომატება

იმუნური სისტემის დასუსტება

ხასიათის ცვლილებები, დეპრესია და გაღიზიანებადობა

გასტროინტესტინური სისხლდენა

თავის ტკივილი


მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში სურავანდმა შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები.

მის გართულებებს მიეკუთვნება:

სიყვითლის მძიმე ფორმა

გენერალიზებული ტკივილი და შეშუპება

ჰემოლიზი

ტემპერატურის მომატება

კბილების დაკარგვა

შინაგანი სისხლდენა

ნეიროპათია, დაბუჟება და ტკივილი კიდურებში

კონვულსია

ორგანოთა უკმარისობა

დელირიუმი

კომა

სიკვდილი


ადამიანის ორგამიზმს არ შეუძლია C ვიტამინის წარმოქმნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა ის უნდა მიიღოს საკვების ან დანამატების საშუალებით.შესაბამისად, ერთ-ერთი რისკ-ფაქტორიც სწორედ არასაკმარისი და დაუბლანსებელი კვებაა.სხვა რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

ბავშვები და პირები 65 წელზე ზევით

ალკოჰოლის ყოველდღიური მოხმარება

არალეგალური ნარკოტიკების მიღება

დაბალი შემოსავალი

კვებითი დარღვევები

ნევროლოგიური მდგომარეობები

ხილითა და ბოსტნეულით ღარიბ მიდამოში ცხოვრება

ნაწლავის ანთებითი დაავადებების ფორმები:გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კრონის დაავადება და ულცეროზული კოლიტი

საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა მდგომარეობები და მეტაბოლური დარღვევები

ქრონიკული დიარეა

დეჰიდრატაცია

თამბაქოს მოხმარება

ქიმიო და რადიაციული თერაპია

დიალიზი და თირკმლის უკმარისობა


დიაგნოსტირება ხორციელდება ანამნეზის შეკრებით და სისხლის ანალიზის საშუალებით, სადაც მოწმდება C ვიტამინის რაოდენობა, სურავანდით დაავადებული ადამიანის სისხლის შრატში მისი შემცველობა 11 umol/L-ზე ნაკლებია.


მიუხედავად სურავანდის მძიმე სიმპტომატიკისა, მისი მკურნალობა ძალზედ მარტივია.C ვიტამინის წყარო მრავალი ხილი და ბოსტნეულია, გარდა ამისა, შესაძლებელია მისი საკვები დანამატის სახით მიღებაც.ასკორბინის მჟავის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ციტრუსები-ლიმონი, ლაიმი და ფორთოხალი.ასევე:

ბულგარული

პაპაია

ისპანახი

ბროკოლი

კივი

მანგო

ანანასი

კარტოფილი

ყვავილოვანი კომბოსტო

მწვანე ბარდა


C ვიტამინი არის წყალში ხსნადი, შესაბამისად მის შესათვისებლად საჭიროა ხილის და ბოსტნეულის უმად მირთმევა.


ვიტამინის საჭირო დღიური ნორმა დამიკიდებულია ასაკზე, სქესსა და სხვა მდგომარეობებზე.

დღიური ნორმა:

6 თვემდე - 40 მგ

7-12 თვე - 50 მგ

1-3 წელი - 15 მგ

4-8 წელი - 25 მგ

9-13 წელი - 45 მგ

14-18 წელი - ქალებისთვის 65 მგ, მამაკაცებისთბის 75მგ

19 წლიდან - ქალებისთვის 75მგ, მამაკაცებისთვის 95 მგ

ორსული ქალებისთვის 14-დან 18 წლამდე 80 მგ, 19 წლიდან 85მგ

ლაქტაციის პერიოდში 14-დან 18 წლამდე 115მგ, 19 წლიდან 120მგ


პირები, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს ან აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, საჭიროებენ 35მგ-ით მეტ რაოდენობას.


მდგომარეობა მკურნალობის დაწყებიდან 2-3 დღეში უმჯობესდება, მცირდება ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, უმჯობესდება ხასიათიც.

უფრო სერიოზულ სიმპტომებს, როგორიცაა სიყვითლე, სისხლდენა, ჩალურჯებები და სისუსტე, უკუგანვითარებისთვის ესაჭიროება რამდენიმე კვირა.



ამრიგად, სურავანდი ვითარდება C ვიტამინის ქრონიკული უკმარისობის გამო.უმეტეს შემთხვევაში არის საშუალო სიმძიმის, ვითარდება დაუბალანსებელი კვების მქონე პირებში, თუმცა მისი მკურნალობა მარტივია, მკურნალობის უგულებელყოფამ კი შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.მკურნალობის სპეციფიკური თერაპიული დოზა არ არსებობს, დღიური რეკომენდებული დოზა მერყეობს 75-დან 120მგ-მდე.

0
220
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0