x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
"მეგობრებო, ძალიან ტრა@ში ვართ!" - ნახეთ, რას წერს მაკა რაზმაძე

image


ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ვაქცინის ავკარგიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყველა ქვემოჩამოთვლილი ვერსიის გათვალისწინებით ერთ მარტივ ჭეშმარიტებამდე მიდის - რომ ყველანი ძალიან ტრა@ში ვართ!!: "დღეს მთელი დღე საოცარ კომენტარებს ვკითხულობ კოვიდზე - მის არსებობა არ არსებობაზე, მსოფლიოს შეთქმულებაზე, რომ ვინცხა ლეილას და მაყვალას მასონებმა ჩიპი ჩოუყენონ.აცრის გამო ვიღაც მითიურ დაღუპულებზე ვისაც ვითომ მალავენ და სადღაც ვიღაც მამიდაშვილის ყვავებმა თავისი თვალებით ნახეს მაგრამ გვარს ვერ იტყვიან ოჯახს ეწყინება, საავადმყოფოში მყოფ ადამიანებზე რომლებსაც თითქოს ფული გადაუხადეს რომ გვაჩვენონ ვითომ როგორ კვდებიან და ამით დაგვარწმუნონ რომ ავიცრათ, რეანიმაციაზე, ვიღაც რომ არ დაწვინეს და ვიღაცა რატომ დააწვინესო და კიდევ ბევრი სხვა…. და ჩემთვის ძალიან სამწუხარო, გამოსავალის არ მქონე დასკვნამდე მივედი - მეგობრებო, ძალიან ტრა@ში ვართ!!! გმადლობთ, ნახვამდის" - წერს მაკა რაზმაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 676 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 30 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 484 254 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 425 651 პაციენტი, 6 436 - კი გარდაიცვალა.






0
1393
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1393