x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორც ჯერ კიდევ 1 თვის წინ ვწერდი, თალიბებმა აიღეს ავღანეთის დედაქალაქი, ავღანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აშრაფ განი გაიქცა

image ქაბული დაეცა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. უმოტივაციოდ დარჩენილი სამთავრობო ჯარები რომელთა საერთო რიცხვი კოლოსალური რაოდენობის იყო-300 000 მებრძოლი, გარდა ამისა ცალკე პრეზიდენტ განის განკარგულებაში იყო რამდენიმე ათასიანი კარგად შეიარაღებული და მომზადებული სპეციალური ძალები, რომლებმაც რეალურ საბრძოლო მოქმედებებში ვერაფრით გამოიჩინეს თავი.
ერთადერთი საბრძოლო დანაყოფი რომელიც ბოლომდე იბრძოდა თალიბანის მოსისხლე ერთერთი ტომის ამბოხებულები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ რაც მათ მიიღეს უსაფრთხოების სრული გარანტია და ამასთან ერთად ნება მიეცათ იარაღი თან წაეღოთ აღნიშნულმა დანაყოფმა საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა.
ავღანეთის პრეზიდენტმა ტაჯიკეთს შეაფარა თაი, მისი სიტყვებით მან თავი აარიდა ზედმეტ სისხლისღვრას, რეალურად კი მან პრეზიდენტ ნაჯიბულას ხვედრის გაზიარებას აარიდა თავი და უბრალოდ გაიქცა.
ქაბულიდან ხდება უცხო ქვეყნების საელჩოების ევაკუაცია ქაბულის აეროპორტიდან, რაშიც ხელს არ უშლიან თალიბები.
ქაბულის თავზე ჯერ კიდევ დაფინავენ ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომლებსაც ამერიკელები გაჰყავთ ქაბულიდან.
ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოებას თალიბებთან შეთანხმებით იცავენ თურქი "კომანდოსები" ჯავშანტექნიკასთან ერთად.
ამერიკული ვერტმფრენი ქაბულის ცაზე.
image ავღანეთის გაქცეული პრეზიდენტი.
image თალიბი მებრძოლები.
imageimage ავღანელებიც მასიურად ტოვებენ ქაბულს.
image თალიბები პრეზიდენტის სასახლეში შესვლის შემდეგ.
imageimageimageimage პრეზიდენტის სასახლეშივე მიიღეს თალიბებმა ერთგვარი მანიფესტი ავღანელებისათვის გასაცნობად.
როგორც ჩანს თალიბები მიხვდნენ, რომ ნგრევას, ტერორს და მკვლელობებს ბოლო უნდა მოეღოს, ასევე ბოლო უნდა მოეღოს ტრადიციად ქცეულ უგვანო წესებს.
image










0
289
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
289