x
მეტი
  • 26.01.2022
  • სტატია:116439
  • ვიდეო:353139
  • სურათი:490307
ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები, რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ

ძალიან ხშირად, ფილმში ეფექტური კადრის ყურებისას მაყურებელი გაპარულ შეცდომას ვერც კი ამჩნევს:

1. ბრედ პიტის მადაზე ლეგენდები დადის, თუმცა ფილმში “ოუშენის თერთმეტი მეგობარი" წამებში ორ ერძს ნამდვილად ვერ შეჭამდა.image

2. ფილმში უკან მომავალში მარტი მშობლების გამოსაშვებ საღამოზე გიტარით Gibson ES-345 უკრავს. საქმე იმაშია, რომ დროში მოგზაურობის ფაქტიც ვერ ახსნის იმას, თუ როგორ მიიღო ბიჭმა ეს გიტარა მისი გამოშვებიდან 3 წლით ადრე.image

3. “ყურადღების ცენტრში"- რეიჩელ მაკკადამსის გმირი საუბრის განმავლოაში შენიშვნებს იწერს ბლოკნოტში, თუმცა, ფურცლები ცარიელი ჩანს.image

4. ტიტანიკში შესული წყალი წესით მუქი და ჭუჭყიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა არა, ის კრისტალივით სუფთაა.image

5. “პერლ-ჰარბორში" ქეით ბეკინსეილის გმირი სასადილოში ცხვირსახოცს ტოვებს მაგიდაზე. თუმცა, როდესაც ის მაგიდიდან დგება, ნაჭერი არსად ჩანს.image

6. ნოტინგ-ჰილში თქვენც ხედავთ ჯულია რობერტსის სათვალეზე ოპერატორების ანარეკლს?image

7. მაკულატურაში კრისტოვერ უოკენის საათი სხადასხვა დროს აჩვენებს, თუმცა სავარაუდოდ ამას ვერც კი შეამჩნევდით.image

8. ფილმში ალექსანდრე, როდესაც მოხუცებული პტოლემე I სოტერი საუბრობს ალექსანდრეზე, ჩვენ ვხედავთ ალექსანდრიის შუქურას უკანა პლანზე, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მისი მშენებლობა დასრულდა მხოლოდ პტოლემე I- ის გარდაცვალების შემდეგ, ასე რომ, შუქურა იმ დროს ვერანაირად ვერ იქნებოდა.image

9. ერთხელ...ჰოლივუდში, ფილმის პერსონაჟების უმეტესობა მზის ამრეკლ სათვალეებს ატარებს. თუმცა, ამრეკლავი საფარი ფართოდ გამოიყენებოდა მხოლოდ 80-იან წლებში 1969 წელს შერონ ტეიტი მას უბრალოდ ვერ ატარებდა.image

10. “ ფრიდა" ფილმის დასაწყისში მამაკცებს ფრიდა საწოლით გადაჰყავთ. ქალი წევს და ჭერზე მიმაგრებულ სარკეს უყურებს, მაგრამ კადრში მისი საყურეები წინაა გადმოწეული რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სცენის გადაღების დროს სელმა ჰაიეკი უბრალოდ იდგა. image

11. მატრიცაში ფილმის შემქმნელებმა ყველაფერი ქნეს კადრში კამერა რომ დაემალათ. კამერის შავი ფერი კოსტიუმსაც “შეაფარეს" მაგრამ მისი დამალვა ბოლომდე მაინც ვერ შეძლეს.image

12. მულენ რუჟის ცეკვის სცენაში ნიკოლ კიდმანის კაბის ბრეტელები წამებში იცვლება, შეამჩნიეთ ხომ?image

13. “მარია ანტუანეტა" კადრში კარგად ჩანს მიმაგრებული თმა ბავშვის თავზე.image

14. “კიდევ ერთი ბოლეინების გვარიდან", ფილმი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი კოსტიუმებით, დიზაინერებმა შეძლეს და ტანსაცმელი მაქსიმალურად მიამსგავსეს XVI საუკუნის სილს, თუმცა ერთ რამეში მაინც შეცდნენ, კერძოდ, დაავწყდათ ნატალი პორტმანის თმის უკან გადაწევა, წინ წამოწეული თმა ხომ ფრანგი არისტოკრატების ეტიკეტს ეწინააღმდეგებოდა.image

0
385
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0