x
მეტი
  • 27.10.2021
  • სტატია:115279
  • ვიდეო:354182
  • სურათი:489068
მართლად შერაცხული ქალი, რომელიც 105 ბავშვის დედა გახდა
image


1968 წლამდე ხელისუფლება მას ხალხის მტერს უწოდებდა, მაგრამ მას ყურადღება არც კი მიუქცევია, მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა - როგორ დახმარებოდა შვილებს, ბავშვებს, რომლებიც მან თავად გააჩინა და მათაც, ვინც მან ნაცისტებისგან ომის დროს იხსნა. ეს არის ისტორია ალექსანდრა შულეჟკოზე, ქალზე, რომელიც იყო 3 შვილის დედა და გახდა მეორე დედა 102 ბავშვისთვის, რომლებიც გადაარჩინა ნაცისტურ ჯოჯოხეთს.


1937 წელს, ალექსანდრა მაქსიმოვნას ქმარი, უკრაინელი მღვდელი ფიოდორ შულეჟკო, რეპრესირებულ იქნა ციმბირში. ეს წელი მისთვის მართლაც რთული გამოდგა: ის დარჩა მარტო 3 პატარასთან ერთად, არავინ იყო, ვისგანაც დახმარების მოლოდინი ჰქონდა, რადგან ხელისუფლებისთვის ის მხოლოდ "ხალხის მტრის" ცოლი იყო. ჩერკასის ოკუპაციის შემდეგ დაიხურა საბავშვო ბაღი, რომელშიც ალექსანდრა მაქსიმოვნა მასწავლებლად მუშაობდა. არანაირი სახსრები აღარ გააჩნდა, მაგრამ იმ საშინელ დროს, ამის პრეტენზია ვერ გექნებოდა, რადგან მართლაც სასტიკი მოვლენები ხდებოდა ქვეყანაში ...


ერთხელ ალექსანდრა მაქსიმოვნა ქუჩაში მიდიოდა, როდესაც დაინახა ქალის გვამი, მის გვერდით კი ჭუჭყიანი, დაღლილი, თვალცრემლიანი ბიჭი. ბავშვს არ ესმოდა, რატომ არ ახელდა დედამისი თვალებს, რის გამოც ის საცოდავად ყვიროდა, თუმცა ამის ძალაც აღარ ჰქონდა. შულეჟკომ ვერ ჩაუარა. საკუთარი გაჭირვების, შიმშილისა და დაუცველობის მიუხედავად, მან ობოლი ბავშვი სახლში წაიყვანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალმა ქუჩიდან კიდევ ერთი მარტოხელა ბავშვი აიყვანა. მას ესმოდა, რომ ყველა ობოლი ვერ დაეტეოდა მის ძველ სახლში ... ამიტომ, ალექსანდრა მაქსიმოვნამ გადაწყვიტა სასოწარკვეთილი ნაბიჯის გადადგმა - საკუთარი რისკის ფასად, იგი პირდაპირ წავიდა ჩერკასის გებითსკომისართან, ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ბავშვთა სახლის გახსნის ნებართვის სათხოვნელად. ქალმა რთული გზა გაიარა, მაგრამ საწადელს მიაღწია.



image


ომის წლებში 102 ობოლი ცხოვრობდა მის ბავშვთა სახლში, რომელთაგან 25-ს ჰქონდა ებრაული ფესვები. ამ ბავშვებმა საშინელი გზა გამოიარეს, ვიდრე ალექსანდრა მაქსიმოვნას ზრუნვის ქვეშ მოხვდებოდნენ. ბევრი მათგანი მოწმე გახდა, თუ როგორ ანადგურებენ მათ მშობლებს. ზოგი კვირეების განმავლობაში აფარებდა თავს ტყეს, საკვების და ფეხსაცმლის გარეშე ... შულეჟკო ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა მის მოსწავლეებს და წერდა მათ, როგორც უკრაინელებს, ბერძნებს და თათრებს. მაგრამ ალექსანდრა მაქსიმოვნა ხვდებოდა, რომ ეს საკმარისი არ იყო - გერმანელები კვლავ უთვალყურებდნენ მის შვილებს. მან ყველა მოსწავლე სამების ტაძარში წაიყვანა და მონათლა. ბავშვები ბავშვთა სახლში დაბრუნდნენ ფეხით, ხელში სანთლები ეჭირათ. ასე რომ, ჩერქასის ყველა მცხოვრები დარწმუნებული იყო, რომ ბავშვთა სახლის ბავშვები მოინათლნენ, მათ შორის ებრაელი არ იყვნენ.


ბავშვთა სახლს ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდა ადგილობრივი ხელისუფლება. სიტუაცია განსაკუთრებით გაუარესდა ჩერქასის პოლიციელების მიერ დაბეზღების შემდეგ. როდესაც ნაცისტებმა შესამოწმებლად ბავშვთა სახლი მოინახულეს, ალექსანდრა მაქსიმოვნამ ყველა ებრაელი ბავშვი დამალა იზოლატორში. შულეჟკომ შეძლო ნაცისტების დარწმუნება, რომ ამ იზოლაციის პალატაში ინფექციური დაავადებების მქონე ბავშვები იმყოფებოდნენ. გერმანელები, რომლებსაც ცეცხლივით ეშინოდათ დაავადებების, არასოდეს შედიოდნენ იქ.


დიდი ხნის განმავლობაში, ბავშვთა სახლს არ მიუღია არანაირი დახმარება ხელისუფლებისგან, მაგრამ ალექსანდრა მაინც ყოველთვის ახერხებდა, როგორღაც შეენახა თავისი შვილები. ის, ბავშვთა სახლის სხვა თანამშრომლებთან ერთად, საკვების სათხოვნელად სხვა სოფლებში დადიოდა. შულეჟკოს ქალიშვილი ლარისა, მოგვიანებით იხსენებდა: ”მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის ვიყავი, უფროს ბავშვებთან ერთად დავდიოდი რძის ქარხანაში, მორჩენილი შრატის სათხოვნელად. მოსწავლეები ასევე მუშაობდნენ გერმანელ მიწათმფლობელ შვარცთან, რომელმაც საოკუპაციო ხელისუფლებისგან მიიღო მიწა და საკონსერვო ქარხანა ჩერკასის მახლობლად. შაბათ -კვირას გოგონები ფულს გამოიმუშავებდნენ ეკლესიის გუნდში სიმღერით. ” მოგვიანებით მათ მოახერხეს ფერმის მოწყობა თავშესაფრის ტერიტორიაზე. თავიანთ ნაკვეთზე მასწავლებლებს, ბავშვებთან ერთად, მოჰყავდათ ბოსტნეული, ასევე მოაშენეს ქათმები, თხა და ღორები.


”1942 წელს დედაჩემი, ბაბუა, ბებია და ბიძა ჩამოიყვანეს კიევის რაიონის სოფელ ტუბელციდან ჩერკასის ციხეში. დედაჩემი, რომელმაც ხელში ამიყვანა, ბებია, ბაბუა და ბიძა კედელთან მიაყენეს სიკვდილით დასჯის მიზნით. მაგრამ უეცრად ერთი ქალი მოვარდა დედაჩემთან და ხელში ამიყვანა. გაისმა გასროლის ხმა და ჩემი ყველა ნათესავი დახვრიტეს. იმ დროიდან დედაჩემი, ალექსანდრა მაქსიმოვნა შულეჟკო აღმოჩნდა და ბავშვთა სახლში მიმიყვანა.” - იხსენებდა ვლადიმერ პინკუსოვიჩი, ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი.


image


ალექსანდრა მაქსიმოვნამ ყველას გაუღო თავშესაფრის კარები. მან თავად იპოვა რამდენიმე ბავშვი, სხვა უსახლკარო ობლები მოიყვანეს მზრუნველმა ადამიანებმა. მოსწავლები და აღმზრდელები მხარში ედგნენ ერთმანეთს, ასე გახდნენ ნამდვილი ოჯახი ... მაგრამ ერთ დღეს მოხდა ისეთი რამ, რაც ალექსანდრა მაქსიმოვნამ ვერ შეცვალა. როდესაც გერმანელები უკან იხევდნენ, საოკუპაციო ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბავშვთა სახლის ევაკუაცია.


შულეჟკომ მოახერხა ნაწილი ბავშვების მეზობელ სოფლებში განთავსება. დანარჩენ 30 მოსწავლეს ნაცისტებთან ერთად მოუხდათ გამგზავრება ... როდესაც მანქანებმა ვინიცას რეგიონს მიაღწიეს, ისინი წითელი არმიის ჯარისკაცებმა შეაჩერეს. ეგონათ, რომ მთელი კოშმარი საბოლოოდ დასრულდა, მაგრამ არა. ალექსანდრა მაქსიმოვნა ეჭვმიტანილი აღმოჩნდა ნაცისტებთან თანამონაწილეობაში და აეკრძალა ბავშვებთან მიახლოება. მისი ქალიშვილი ყვებოდა: ”საბჭოთა რეჟიმისთვის ის ხალხის მტერი გახდა. ჩემი და ჩემი დის შესანახად, დედაჩემს სისხლი უნდა გაეცა. შემდეგ ეს ჩვევად იქცა. მისი კუმულაციური შედეგი 20 წელიწადში 150 ლიტრი სისხლი იყო. ეს არის 15 სათლი (ვედრო)! დედა სსრკ-ს ორჯერ საპატიო დონორია.”


ჩერკასში შულეჟკომ შეძლო სამუშაოს შოვნა მხოლოდ კლინიკის რეგისტრატურაში. მისი ბავშვთა სახლის ის აღსაზრდელები, რომლებიც ჩერკასის ახალ ბავშვთა სახლში იყვნენ განაწილებული, ხშირად გარბოდნენ მეორე დედასთან, რისთვისაც შემდგომ ყოველთვის ისჯებოდნენ. ასე მოხდა ვლადიმერ პინკუსოვიჩის შემთხვევაშიც: ”როდესაც სკოლაში მივყავდით მწკრივად მოწყობილები, ალექსანდრა მაქსიმოვნა ხშირად გამოდიოდა კლინიკიდან და თვალებით გვაცილებდა, მასწავლებელი კი ხელს მკიდებდა, რომ არ გავქცეულიყავი და მეუბნებოდა, რომ ეს არ იყო დედაჩემი, რომ ის ცუდი დეიდა იყო. იმ დღეებში, როდესაც ჩვენს მეორე დედასთან ვიპარებოდი, ბავშვთა სახლში მსჯიდნენ და ვახშმის გარეშე მტოვებდნენ”.


image


ხელისუფლებამ შეიტყო სიმართლე იმის შესახებ, თუ ვინ იყო ალექსანდრა მაქსიმოვნა, მხოლოდ 1968 წელს. შემდეგ გაირკვა, რომ მღვდელი, რომელიც შულეჟკოს ბავშვთა სახლის ბავშვებს ნათლავდა, ომის წლებში მიწისქვეშა მოძრაობაში იყო. მან მიიღო „წითელი ვარსკვლავის“ ორდენი, ხოლო ალექსანდრა მაქსიმოვნას გადაეცა პარტიზანული მოძრაობის წევრის სერთიფიკატი.


ომის დასრულებას ალექსანდრა მაქსიმოვნას ბავშვთა სახლის აბსოლუტურად ყველა აღსაზრდელი მოესწრო. 1996 წელს ალექსანდრა შულეჟკო, სიკვდილის შემდგომ აღიარებულ იქნა, როგორც „მართალი ერთა შორის“.


image


უნებურად გახსენდება წმინდანად შერაცხული გრიგოლ ფერაძე და მისი ღვაწლი, მისი გმირული სული. რა იქნებოდა ცხოვრება, ასეთი ადამიანები რომ არ არსებობდნენ, ვისაც სხვათა ტკივილის გულთან მიტანა შეუძლიათ და მოყვასისთვის თავგანწირვის ძალა შესწევთ.


image


არ შეიძლება არ მოგაგონოს ამ ისტორიამ სტივენ სპილბერგის ლეგენდარული ფილმი, „შინდლერის სია“, რომლის სლოგანია - „ვინც გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს, გადააჩენს მთელს სამყაროს“. შვიდგზის ოსკაროსანი ფილმი ერთ-ერთი საუკეთესოა, მანამდე არსებულ ყველა კ/ფილმს შორის, რომელიც ჰუმანურობის, თავგანწირვის ნიმუშია და მოგვითხრობს როგორც ადამიანის სისასტიკეზე, ასევე კაცობრიობის ფასეულობათა შორის, ყველაზე ფასეულზე, ის თითქოს ერთგვარი შეგონებაა ქრისტიანობის და ზოგადად თეოსოფიის ერთერთი უმთავრესი პოსტულატისა - ადამიანებო, გიყვარდეთ ერთმანეთი, სიძულვილი და მიუღებლობა ბოროტებაა, რომელიც კლავს და სულ უფრო მეტ ბოროტებას შობს!

0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0