x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პოლიტიკა, როგორც საოჯახო ბიზნესი

image დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკანორ მელიამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად დაასახელა საკუთარი მამა, პროფესორი-კარდიოლოგი ანზორ მელია.
მართალია ანზორი წარმოშობით ზუგდიდელია, მაგრამ ათწლეულებია მას ზუგდიდთან მხოლოდ მისი კლინიკა "გულის" ფილიალი აკავშირებს, სადაც მართალია ზუგდიდელებს კარგად ემსახურებიან, მაგრამ ერთ ღამეში 250 ლარი მცირე თანხა არაა ამ ქრონიკული უმუშევროპის პერიოდში.
გარდა ამისა რაც ამაზრზენია ალბათ, პაციენტის საშველად გამოძახებული "გულის" სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი გარდაცვლილიც, რომ დახვდეს გამოძახებაზე სრულ თანხას ახდევინებენ.
ნიკანორ მელია მართალია ნაც-ზონდერ პოლიტიკოსებში არ ირიცხება, მაგრამ ლიდერობს პარტიას რომლის კისერზეა ენითაღუწერელი ბოროტებათა მთელი კასკადი.
ნიკანორ მელიაზე მართალია მამამისი კი იძახდა გმირიაო, მაგრამ ემოციურ ფონზე ეტყობა ვერ განასხვავა ტერმინ გმირის შინაარსი.
ნიკანორ მელია არ აღმოჩნდა "მწიფე" პოლიტიკოსი და რაც მთავარია პასუხისმგებლობის მქონე, მეტიც ის აღმოჩნდა ლაჩარი როცა საფრთხის წინაშე დააყენა ასეულობით მხარდამჭერი.
შემდგარი პოლიტიკოსი ოფისში კი არ გამაგრდებოდა ციხის უკანასკნელი დამცველივით, არამედ გამოვიდოდა დააშოშმინებდა მხარდამჭერებს და ჩაბარდებოდა ძალოვან უწყებას.
ეს იქნებოდა შემდგარი პოლიტიკოსის მიერ გადადგმული ნაბიჯი.
მე აფხაზეთიდან ვარ, მაგრამ ამჟამად ზუგდიდში ვცხოვრობ და მამა-შვილ მელიებს ჩემს მეგობრებთან ერთად არ მივცემ ზუგდიდში გამარჯვების საშუალებას კანონის ფარგლებში ბუნებრივია.
ზუგდიდი მეტს იმსახურებს ვიდრე ეს ძველი პატეფონივით გაწელილად მოსაუბრე ზუგდელ ყოფილი.
კი ამ ოჯახს ზუგდიდში ძლიერი სანათესაო ჰყავს, მაგრამ ნაცების ნამოქმედარი კარგად ახსოვთ ზუგდიდელებს და თუნდაც ყოფილი ზუგდიდელი ექიმი ვერ გახდება ზუგდიდის მერი.
პოლიტიკის ბიზნესად ქცევას აპირებენ მელიები, არ გამოვა მელიები კი ხართ, მაგრამ ზუგდიდი "მგლების" ქალაქია და არჩევანის გაკეთება არ ეშლებათ.
არ შეიძლება ჰალსტუხიჭამია და გორში ასფალტზე "მცურავი" ყოფილი პრეზიდენტის პარტიის ხელმძღვანელები მოვიდნენ ხელისუფლებაში.
ხმის მიცემის წინ გაიხსენეთ ზუგდიდელებო რა გაუკეთა ზუგდიდს ნაციონალურმა მოძრაობამ და ფაშისტმა ახალაია მამამ.

0
199
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
199