x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბრიტანელი სამხედროები, ცსს და პენტაგონი საიდუმლოდ განიხილავენ უცხოპლანეტელთა არსებობას

image




უცხოპლანეტელების თემა რეგულარულად განიხილება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დეპარტამენტისა და პენტაგონის წარმომადგენლებს შორის.
ეს საკითხი აქტუალურია ბოლო 50 წლის განმავლობაში.





Daily Star Sunday- ს მიაჩნია, რომ დღეს დასავლეთის ბევრ სამხედრო მოსამსახურეს ეჭვი არ ეპარება უცხოპლანეტელების ანუ დაუდგენელი არაამქვეყნიური ობიექტების არსებობაზე. მაგრამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს უწეევთ ფრთხილად ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრება უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ.






საკვირველია, ის ფაქტი, რომ მედიაში ყოველი ასეთი სენსაციური მოხსენების შემდეგ, ვრცელდება ისტორიები დედამიწის სტუმრებიდან დაორსულებული ქალების შესახებ ასეთი ფანტასტიკური სულისკვეთების ფანტაზიებით:„მე მომიტაცეს, მაწამეს და დამაბრუნეს."






თუმცა, პუბლიკაციაში არის ფაქტები. კერძოდ, იქ აღნიშნავენ, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, 200 იდენტიფიცირებული მფრინავი ობიექტი დაფიქსირდა იორკშირის საგრაფოს( ინგლისი) თავზე.






მაგალითად, მაისში, თვითმფრინავის მგზავრმა გადაიღო გრძელი, სიგარის ფორმის ობიექტის ფოტო, რომელიც თვითმფრინავის ბორტის გვერდით იმყოფებოდა, ბრიტანეთის კუნძულების თავზე ფრენისას. მიუხედავად ამისა, უახლოეს პოლიციის განყოფილებაში ამ კაცს უბრალოდ დასცინეს და სთხოვეს არ გაეკეთებინა მონტაჟი.






იორკშირი მოქმედებს როგორც უცხოპლანეტელების მაგნიტი, ამის გაგება კი ძალიან ადვილია, ადგილობრივ ცაზე დაკვირვებით, ირწმუნებიან მიმდებარე მიწების მაცხოვრებლები. ისინი უცხოელთა ვიზიტებს უკავშირებენ ორ საიდუმლო მოსმენის სადგურს, რომლებიც განლაგებულია იორკშირში.

0
367
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0