x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თურქეთში ჩამოვარდა რუსული, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი-ამფიბია "Бе-200", დაიღუპა ეკიპაჟის ხუთივე წევრი

image მოგეხსენებათ წელს თურქეთი სტიქიური უბედურების ზონადაა ქცეული, ქვეყნის ერთი ნაწილი წყალს და ღვარცოფს მიაქვს, მეორე ნაწილში კი საკურორტო ზონაში ხანძარი მიყოლებით ანადგურებს ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს.
თურქეთს ხანძრის ჩაქრობაში უცხო ქვეყნების სპეციალური თვითმფრინავები და ვერტმფრენები ეხმარებიან. განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა ქართველი კონსტრუქტორია გიორგი ბერიევის (ბერიაშვილი) სახელობის საკონსტრუქტორო ბიუროს თვითმფრინავი-ამფიბია "Бе-200", რომლის ძრავები ფრთების ზევიდაა განლაგებული და წყლის აღება დაუბრკოლებლად შეუძლია ზღვიდან, ტბიდან თუ დიდი ზომის წყალსაცავიდან.
სწორედ ამ ტიპის თვითმფრინავი-ამფიბია იღებდა მონაწილეობას თურქეთში ხანძრის ჩაქრობაში ადანაში.
დავალებიდან დაბრუნებული თვითმფრინავი დასაშვებად ემზადებოდა როცა სავარაუდოდ ორივე ძრავმა უმტყუნა და თვითმფრინავი ჩამოვარდა. ეკიპაჟის ხუთივე წევრი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები ადგილზევე დაიღუპა. ასევე დაიღუპა თურქეთის სამაშველო სამსახურის სამი წევრი რომელიც იმჟამად იმყოფებოდა ბოტრტზე.
აღნიშნული თვითმფრინავი-ამფიბიისათვის ძრავებს აწარმოებდა და სარემონტო მომსახურეობას უწევდა უკრაინის ზაპოროჟიეს მანქანათმშენებელი საკონსტრუქტორო ბიუროს ტექნიკური პერსონალი.
უკრაინასა და რუსეთს შორის სიტუაციის გართულების გამო უკრაინამ შეწყვიტა რუსეთისათვის ახალი ძრავების მიწოდება და რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მყოფი თვითმფრინავების ძრავების რემონტი.
თვითმფრინავი აღჭურვილია ორი "Д–436ТП" ძრავით.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი.
image აი ასე იღებს აღნიშნული თვითმფრინავი წყალს.
image ეს კი თვითმფრინავის ტექნიკური მახასიათებლები.
image



0
112
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
112