x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"SOS! რეებს წერთ ხალხნო" - მაია რამიშვილი ანტივაქსერებს

image


საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი მაია რამიშვილი სოციალურ ქსელში ანტივაქსერების მხრიდან თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც "ფაიზერის" აცრიდან მალევე საკუთარი გამოცდილების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა რომ იმუნიზაციის შემდეგ, მარჯვენა თვალით, რომელშიც მხედველობა დაკარგული ჰქონდა, გამოსახულებებს ხედავს: "SOS ! რეებს წერთ ხალხნო ((((((( !!! კომენტარები ჩამიგდეს ეხლა და გაოცებული ვარ !!!! ერთი წამით დაფიქრებულხართ ვიდრე კომენტარს დაწერთ? უფრო რთულად ყოფილა საქმე, ვიდრე ჩანს ! უწყინარი პოსტი დავწერე ჩემს გვერდზე, პირად სივრცეში! სააგენტოებმა გაავრცელეს რადგან, ადამიანებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და თითო გამოცდილებაც მნიშვნელოვანია ! ვინმეს შემოგივარდით და ვაქცინა ძალით გაგიკეთეთ? დავწერე რომ მეც მეშინოდა ! ექიმს გადავუხადე მადლობა და ვთქვი რაც შევამჩნიე ! ვიცი რომ სიკვდილი უფრო გაგეხარდებოდათ ( მეც მირჩევნოდა ასე (((( სად დაინახეთ ჩემგან ძალადობა ადამიანებო ! ცოტა უხერხულია რასაც წერთ ! უხერხულია რასაც ვკითხულობ !!!!!!!"- წერს მაია რამიშვილი პირად გვერდზე. ახლა კი გთავაზობთ მის სწორედ იმ ფეისბუქპოსტს, რომელსაც სოციალურ ქსელში ანტივაქსერების მხრიდან სერიოზული თავდასხმა მოჰყვა: "( “ ფაიზერის “და საოცარი ექიმის, ნინო ხურციძის ამბავი)
# # #
აცნობეთ მსოფლიოს რომ “ ფაიზერი “ მხოლოდ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა არ ყოფილა )) !
აცრა გავიკეთე გუშინ და იცით რა მოხდა?
მარჯვენა თვალში მხედველობა არ მქონდა და აცრიდან მეორე დღეს გამოსახულებას ვხედავ !
როგორც ჩანს იმუნურ სისტემაზე “ ფაიზერი “ სერიოზულ “ წესრიგს “ ამყარებს ..
მე არ ვარ ექიმი, მე მხოლოდ იმას გიყვებით რაც მოხდა !
ჩემი დიაგნოზი- “ გაფანტული სკლეროზია “ ! აცრის წინ ვესაუბრე ჩემთვის ყველაზე საოცარ და კომპეტენტურ ადამიანებს : ( პროფესორ მარინა ჯანელიძეს Marina Janelidze, რომელიც წლებია ჩემს დიაგნოზს მართავს ! ალერგოლოგ-იმუნოლოგ -ბიძინა კულუმბეგოვს Bidzina Kulumbegov და ნევროლოგ -ნათია ოკუჯავას Natela Okujava) შემდეგ კი,
მშვიდათ წავედი სამედიცინო უნივერსიტეტის შენობაში დაჯავშვილ ვიზიტზე ! არავითარი უკუჩვენება არ მქონია აცრის შემდეგ . ამ ამბავსაც მათთვის ვყვები ვისაც აცრის ეშინია, თორემ ჩემს ექიმებს უკვე ვაცნობე ამბავი და ასეთი შემთხვევები კვლევის საგანი გახდება ...
კლინიკაში რაც მოხდა -ესეც ცალკე თემაა ..
ვიდრე ავიცრიდი გასაუბრებაზე მიმიღო ახალგაზრდა, საოცარმა ექიმმა -ნინო ხურციძემ !
ნინოზე ახლობელი გუშინ არავინ იყო ჩემთვის !
სრულიად უცხო ადამიანი ვიჯექი მის წინ და გამაოცა ამ ახალგაზრდა გოგოს დამოკიდებულებამ ..
დეტალურად შეისწავლა ჩემი ჯანმრთელობა . განიხილა ჩემი დაავადება . დეტალურად ამიხსნა რა ხდება როცა ორგანიზმში ვაქცინა შედის ..ჩემთან ერთად იცინა, იტირა კიდეც ( გამოიცნო შავი სამოსი ) ..
მერე შესვენება აიღო რამდენიმე წუთი და გამომყვა აცრაზეც .. ცრემლი რომ შემამჩნია მკითხა :
-მაია, გინდა გადავიფიქროთ რამდენიმე წუთით და გავისეირნოთ? ან სხვა დროისთვის დაგარეგისტრიროთ?
-არა, ნინო . სიკვდილის არ მეშინია, იქ ხომ შვილი მელოდება ! -ვუთხარი, გავუღიმე და ავიცერი !
თვალი არ მოუშორებია ის 5 წუთი! სპეციალურად მომაყოლა რაღაც ამბავი !
არც მერე დავუტოვებივარ . დარბაზში ასჯერ გამომხედა 45 წუთის მანძილზე ..
წყალი მომიტანა .. გამიღიმა, გამომაცილა !
არსად არ ხდება ასე !
დამშვიდობებისას ტელეფონის ნომერი ვთხოვე .. გამზადებული ფურცელი მომაწოდა ( თუ რამე კითხვა გაგიჩნდეს, დამირეკეო ) !
იმ დონეზე განიხილა ჩემი დიაგნოზი -გამაკვირვა !
ასეთი ადამიანები არიან გმირები !
ფოტო არ გამოვიდა .. ( სათვალით არის ნინო და პაციენტს ესაუბრება )
მინდა რომ იცნობდეთ ამ საოცარ გოგოს !
ნინო ხურციძე ❤ მადლობა დიდი ადამიანობისთვის ! მადლობა თეთრი ხალათისთვის ..
ნინო ორსულადაა . კოვიდგადატანილი .
ბედნიერი დედობა ნინოს !
ბედნიერი შემთხვევები ყველას ვინც აიცერით, ვინც უნდა აიცრათ და ვისაც ჯერ კიდევ გეშინიათ@" - ვკითხულობთ პოსტში.






0
300
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
300