x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ლეგენდარული ენათმეცნიერი თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა
image

81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე. ამის შესახებ ინფორმაცის ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.



მომავალი მეცნიერი დაიბადა 1940 წლის 7 ივნისს, ქალაქ თბილისში.1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.


1963-2006წწ. იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი; 1978-1990წწ. ჟურნალის – "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" ("ბალავარი") რედაქტორი; 1975-1990წწ. ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა "ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში", 2002-2004წწ. "მოგზაურობა სასიტყვეთში";




1993-1998 წლებში იყო განათლების მინისტრი; 2000-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N2 ვაკის საარჩევნო ოლქი.



არის ავტორი წიგნებისა: "მსგავსებითი შედარება ქართულში" (1977), "ჰა ბურთი, ჰა მოედანი" (2002), "მოგზაურობა სასიტყვეთში" (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მსგავსებითი შედარება ქართულში", დაიცვა 1978 წელს.


თამაზ კვაჭანტირაძე იყო სახელმწიფო და შოტა რუსთაველის პრმეიის ლაურეატი, აგრეთვე ღირსების ორდენის კავალერი.

0
153
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0