x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
კორონავირუსმა საქართველოში სამი ჟურნალისტი იმსხვერპლა
image

"ახალი თაობის ჟურნალისტი ირაკლი გოგორიშვილი კოვიდ -19 -ით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„ირაკლი აღარ მყავს, მისმა გულმა ვერ გაუძლო ამ ტანჯვას“ – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი გოგორიშვილის მეუღლე, ეკა ჯავახია.




"საიდან დავიწყო, ირაკლი ..
10 წელზე მეტ ხანს იყავი ახალთაობელი.
ამდენივე ხანი ყოველდღე მირეკავდი... ყოველდღე იწყებდი „არ მეჩხუბო, გამოვდივარ პარლამენტიდან და სკანდალი მომაქვს“
მერე იყო შენი და ეკას სიყვარულის ამბავი და მთელი რედაქციის ნერვიულობა...
ერთხელ რაღაც პოსტზე არ მოგთაგე და მისაყვედურე, მუდამ „თაობელი“ ვარო. დღეს „ახალი თაობაც“ შენი ჭირისუფალია ????
არ მჯერა შენი გარდაცვალების, ხო გიყვარდა ბრძოლა და რატო ვერ აჯობე"-წერს სოციალურ ქსელში ლალი ასლანიშვილი.
ჟურნალისტი კოვიდ 19-ით იყო ინფიცირებული. ის სახლში გადიოდა მკურნალობას თუმცა, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ის აპარატზე იყო მიერთებული.
შეგახსენებთ, რომ ეს რიგით მესამე ჟურნალისტია, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა, მანამდე 37 წლის ასაკში ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა, რომელიც სიმსივენს ებრძოდა, თუმცა სამწუხაროდ კორონავირუსიც დაერთო, რის გამოც გაჩნდა გაურკვეველი ეტიოლოგიის კეროვანი წარმონაქმნი ფილტვში. ის სამკურნალოდ თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრა, თუმცა ექიმებმა ჟურნალისტის გადარჩენა ვერ შეძლეს.
image
რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ჟურნალისტი იმსხვერპლა კორონავირუსმა ქეთი ჯაყელი.ინფორმაცია ამის შესახებ დავით ლიკლიკაძემ გაავრცელა:
"ქეთი ჯაყელი გარდაცვლილა კოლეგებო, ჩვენი ქარტიის ხელმომწერი და ერთგული დაარსების დღიდან. ძალიან მეწყინა. კოვიდით დაიღუპა. ქეთის არავინ არ ყავდა (არც ქმარი, არც შვილი, არც არავინ), ერთი და ყავს და ისიც უგონო მგომარეობაში ყოფილა. ვაახ“, - წერს დავით ლიკლიკაძე.
image
ახლახან "რუსთავი"-2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ზურა მესხი კომპანიაში 21 წლის განმავლობაში მუშაობდა და იყო მთავარი ენერგეტიკოსი.


ზურა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.


ზურა მესხი 50 წლის იყო.

image
0
282
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0