x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ტალიბებმა" აიღეს ავღანეთის რესპუბლისის საარმიო კორპუსის ბაზა კუნდუზში და ხელში ჩაუვარდათ ვერტმფრენები, პიკაპები, ჯავშანმანქანები და ტანკები.

image "თალიბანი" სულ უფრო და უფრო მიიწევს წინ ქაბულის მიმართულებით, ამასთან ერთად მიყოლებით იღებს ქალაქებს და სასახლებულ პუნქტებს ავღანეთის ჩრდილოეთშიც.
მათ ახლახანს აიღეს ავღანეთის სამთავრობო არმიის კორბუსის ბაზა, სადაც დიდძალი საბრძოლო ტექნიკა, საბრძოლო მასალა, ტრანსპორტი და ვერტმფრენებიც კი ჩაუვარდათ ხელთ. კორპუსის მებრძოლებმა პრაქტიკულად უბრძოლველად დატოვეს ქალაქი კუნდუზი, სადაც მდებარეობს აღნიშნული ბაზა.
ტერორისტებს ხელში ჩაუვარდა რუსული წარმოების დამრტყმელი ვერტმფრენის მი24-ის საექსპორტო ვერსია მი35.
საარმიო კორპუსის მიერ სამხედრო ბაზის დატოვების შემდეგ ადგილობრივმა ამბოხებულებმა რომლებიც ასე თუ ისე ახერხებდნენ თალიბების შეკავებას ამ მიმართულებაზე, უკან დაიხიეს და დასახლებული პუნქტი თალიბების ხელში გადავიდა.
მათი არსენალი ყოველდღიურად იზრდება მოტივაციადაკარგული სამთავრობო ჯარების არსენალით.
სამთავრობო ძალები გარბიან, ტექნიკას და საბრძოლო მასალას კი ხელუხლებლად ტოვებენ.
გარდა ამისა თალიბმა მებრძოლებმა ხელში ჩაიგდეს ამერიკული წარმოების უპილოტო თვითმფრინავები "ScanEagle" (რომელსაც ჩვენ, ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებს არ გვაძლევენ ამერიკელები).
image გარდა ამისა ტერორისტების ხელში მოხდა ათეულობით საინჟინრო ტექნიკა, რომელიც ნაღმური ველის გაწმენდისთვისაა განკუთვნილი (არც ამ მხრივ გვწყალობენ ამერიკელები).
გარდა ამისა სამთავრობო ჯარები ასევე არაორგანიზებულად გაიქცნენ ყანდაარიდან, ყანდაარიდან, რომელსაც ერთ დროს ქართველი მეფეები რკინის ხელით მართავდნენ.

0
306
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
306