x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ელენე ხოშტარია ცოტნე კობერიძის კანდიდატურასტან დაკავშირებით: არც გაბრაზებას ვაპირებ და არც გაბუტვას. შევეჩვიოთ ამომრჩევლის მათრახს
image

24 წლის ცოტნე კობერიძე ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ დედაქალაქის ვიცე-მერის პოსტზე საერთო კანდიდატად დასახელდა. მანამდე კი ცოტნე კობერიძემ თავისი პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ შიდა პრაიმერიზში გაიმარჯვა. იგი საქართველოსთვის უჩვეულო, ახალი ტიპის პოლიტიკოსობას აპირებს და გეგმავს, რომ ყველა ასაკის ადამიანის ყურადღება მიიპყროს.

ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსი ელენე ხოშთარია სოციალურ გვერდზე ფბ წერს:

"გირჩის მიერ ურბანულ პოლიტიკას მე კატეგორიულად არ ვიზიარებ. ასევე არ იზიარებს გირჩი ჩემს მიდგომებს მაგალითად კოვიდის მართვაზე. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ გირჩი არის პროდასავლური კოალიციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ზუსტად ვიცი მათი უკომპრომისობა ადამიანის უფლებების დაცვაში, კანონის უზენაესობის საკითხებში და აქ ცალსახად მოკავშირეები ვართ. გარდა ამისა ცოტნეს პერსონალურ წესიერებაში ეჭვი არ მეპარება. კოალიციის სირთულეც ამაშია, რომ მისი ნაწილები ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებიან. ოღონდ კოალიცია ჯობია ერთის დომინირებას მითუმეტეს ინატიტუტების არარსებობის პირობებში. ასევე ბიძინას მოსაგებად გირჩის ამომრჩეველის გამოყვანაც ძალიან მნიშვნელოვანია. არც კამპანიაში და მითუმეტეს არც მოგების შემთხვევაში არ ვაპირებ გირჩის ურბანულ პოლიტიკასთან შეგუებას და კონტროლის ყველა ბერკეტს გამოვიყენებ. იგივეს იზამს სხვა. ვინ გადაწონის, ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული.
ასევე გაგებით ვეკიდები კოალიციის ნაწილების კრიტიკას, მე ვიქნები თუ ცოტნე ამ შემთხვევაში და არც გაბრაზებას ვაპირებ და არც გაბუტვას. შევეჩვიოთ ამომრჩევლის მათრახს".
0
347
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0