x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
რისთვის დააჯილდოვა ორდენით პუტინმა ქართველი მწყემსი, რატომ ნადირობდნენ მასზე ჩეჩნები და რატომ მიიღო ქართველმა მწყემსმა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი

image 2000-იან წლებში მოხდა საინტერესო შემთხვევა, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ბრძანებით ორდენით დააჯილდოეს უბრალო ქართველი მწყემსი.
ვიცი გაგიკვირდება ვირფასო მკითხველო სად რუსეთის პრეზიდენტი და სად ქართველი მწყემსიო, არა და ამ დაჯილდოებას საკმაოდ საინტერესო ისტორია უძღოდა წინ.
ქართველი მწყემსი ლევან თელიძე რუსეთის ფედერაციის ორდენით "მამაცობისათვის" ტყუილად არავის დაუჯილდოებია.
პანკისის ხეობიდან სამთო იალაღბის გავლით ჩეჩნეთისაკენ მიდიოდა ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის, ჰამზა (რუსლან) გელაევის რაზმი, რომელმაც პანკისში გამოიზამთრა და პარტიზანული ბრძოლის გასაგრძელებლად ბრუნდებოდა ჩეჩნეთში.
გელაევის რაზმელებმა ქართველი მწყემსისაგან 3 ცხვარი იყიდეს, სანაცვლოდ კი ამერიკული ვალუტა დაუტოვეს.
გელაევის რაზმი საზღვრისკენ გაემართა თელაძემ კი დააფიქსირა, რომ დოლარები ყალბი იყო (მეეჭვება პრაქტიკულად მუდმივად მთაში მცხოვრებ მწყემსს ასე სწრაფად გაერჩია დოლარი ყალბი იყო თუ ნამდვილი, ჩემი ვარაუდით ქართველი მწყემსი გადაბირებული ყავდა რუსულ სპეცსამსახურებს, რათა ჩეჩნური პარტიზანული ჯგუფის დანახვისთანავე რუსეთის სასაზღვრო უწყების თანამშრომლებისათვის შეეტყობინებინებინა მათი რაოდენობა და სავარაუდო გადაადგილების მარშუტი).
ასე იყო თუ ისე თელიძემ ცხენით გადაასწრო ჩეჩნებს და რუს მესაზღვრეებთან მივიდა, საუბარია იტუმ კალეს სასაზღვრო ნაწილზე.
რუსული სასაზღვრო ნაწილი განგაშის ხმაზე ფეხზე დააყენეს, გამოძახებულ იქნა დამხმარე ძალაც.
თელიძის თქმით გელაევის რაზმი დაახლოებით 40 მებრძოლამდე იყო, მესაზღვრეებს კი დამხმარე ძალის გარეშე ბრძოლებში გამობრძმედილი ჩეჩენი მებრძოლების შეკავება არ შეეძლოთ.
რუსლან გელაევი, ძალიან ფრთხილი და ჭკვიანი საველე მეთაური იყო და მან ბოლო წუთებში საზღვრის გადალახვის ადგილი შეცვალა, ჯგუფი სამ ნაწილად გაჰყო და სცადა ასე გადაელახა საზღვარი.
image მგელივით ფრთხილი გელაევისთვის ალღოს არც ახლა უღალატია. რუსებმა რამდენიმე ადგილზე მოუწყვეს ჩასაფრება ჩეჩენ პარტიზანებს, ერთერთ ჯგუფი რომელსაც გელაევის მარჯვენა ხელი ჰასანი მეთაურობდა რუს სამხედროებთან შეტაკებაში მთლიანად განადგურდა, მათ წინააღმდეგ დამრტყმელი ვერტმფრენებიც იქნა გამოყენებული.
მეორე ჯგუფმა საქართველოს საზღვრისკენ დაიხია და ისინი ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს, თავად გელაევმა კი უდანაკარგოთ ორმხრივი ცეცხლის ქვეშ გააღწია ჩასაფრებიდან და ჩეჩნეთში გადავიდა.
რა ბედი ეწია ქართველ მწყემსს, რომელმაც ასე ვთქვათ "გაყიდა" ჩეჩნების მარშუტი, თელიძე რუსმა მესაზღვრეებმა მთავარ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს ხანკალაში.
დაუნიშნეს 24 საათიანი დაცვა, რადგან მაღალი იყო ჩეჩნების მხრიდან შურისძიებიც მცდელობა.
image დადგა საკითხი, როგორ მოქცეოდნენ ქართველ მწყემსს, რომელმაც ჩეჩენი პარტიზანების საზღვარზე გადასვლის ინფორმაცია მიაწოდა რუსებს!
ქართულმა მხარემ მოითხოვა საქართველოსათვის გადმოეცათ მწყემსი, რომელმაც დაარღვია კანონი და გადაკვეთა უცხო ქვეყნის საზღვარი.
საქართველოს სასაზღვრო უწყების წარმომადგენელმა რუს მესაზღვრეებთან შეხვედრისას მოითხოვა მისი გადმოცემა, თან თელიძისაგან მოითხოვა განმარტება მას შემდეგ რაც ის რადიოკავშირით დააკავშირეს ხანკალას.
თელიძემ ქართველ ოფიცერს უთხრა, რომ ის ჯერ ქართველ მესაზღვრეებთან მივიდა რათა ეთქვა ჩეჩნების გადაადგილების შესახებ, მესაზღვრეებმა კი მას ურჩიეს ენისთვის კბილი დაეჭირა და არ ჩაეყო ცხვირი იქ, სადაც მას არავინ არაფერს არ ეკითხებოდა.
ერთი სიტყვით თელიძე არ იქნა გადმოცემული ქართული მხარისათვის.
მას გაუკეთეს ახალი პასპორტი, სადაც ის უკვე სხვა სახელით და გვარით იყო, წაიყვანეს მოსკოვში, სადაც მას გამოუუყვეს 2 ოთახიანი ბინა, მისცეს სამსახური.
ხანკალადან თელიძის გადაყვანის დღეს რუსმა სამხედროებმა მოახდინეს ორი ჩეჩენი მებრძოლის ლიკვიდაცია, სწორედ იმ ადგილზე საიდანაც იქნა გაყვანილი მოსკოვისაკენ თელიძე.
ჩეჩნებს თან აღმოაჩნდათ ყველა მონაცემი თელიძეზე, მისი გარეგნობის ჩათვლით.
image



0
980
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
980