x
მეტი
  • 28.10.2021
  • სტატია:115322
  • ვიდეო:354184
  • სურათი:489110
ვინ არიან ტყუპი დები,რომელიც თავზეხელაღებულმა მძღოლმა თერჯოლაში გაიტანა?
imageიმერეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა, მისი ტყუპისცალი და კი მძიმედ დაშავდა, ის ამჟამად უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.



გარდაცვლილია 36 წლის მაია მაჩაიძე, მისი ტყუპისცალი და რაია მაჩაიძე კი, მძიმე მდგომაროებაში სიცოცხლისთვის იბრძვის.


image

"გუშინ, თერჯოლაში ერთმა მანქანის უნახავმა გაიტანა მაია და მისი ტყუპისცალი და რაია, მარკეტიდან პროდუქტებით გამოსულები. მაია ადგილზე დაიღუპა და რაია სიკვდილს ებრძვის აპარატზე შეერთებული. ვერ ისწავლეს რაიონის ცენტრში ნელა სიარული და სიფრთხილე ზოგიერთმა. ვინ დაუბრუნებს მანანას და ავთოს შვილს თუნდაც სამუდამო მიუსაჯონ?” – წერს გარდაცვლილის ახლობელი.


imageსოციალურ ქსელში როგორც ბოლო პოსტიდან ირკვევა, დებს სამიოდე კვირის წინ დაბადების დღე ჰქონიათ, სადაც დებს დაბადების დღეს ულოცავენ, მრავალ, ბედნიერ შემატებულ წლებს უსურვებენ..შემდეგ კი სამწუხაროდ ბოლო კომენტარები სამძიმრით გრძელდება.

image

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.

0
497
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0