x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ქოცი გავიგე, ნაცი გავიგე, აი, @ირი და ჩა....ი, თუ არა ხარ – ეს რატომ უნდა გინდოდეს?!” – რას წერს ხვიჩა ყალაბეგაშვილი

image


გამომცემლობა "კალმოსანის" დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი კარსმომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიისთვის არც თუ სახარბიელო პროგნოზს აკეთებს. ყალაბეგაშვილის თქმით, ის ასევე ვერ ხვდება თუ რა დამსახურებების გამო უნდა უნდოდეს ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ამომრჩეველს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის კვლავ ხელისუფლებაში, ამჯერად, უკვე ოპოზიონერის სტატუსით მობრუნება: "ქოცი, რომ ხარ, ოკ, გავიგე – მედროვე ხარ, კარგად ყოფნა გინდა გაიხანგრძლივო და სხვა ფეხებზე გკიდია… ნაცი, რომ ხარ, ოკ, გავიგე – ხელისუფლებაში მობრუნება გინდა, რომ კარგად იყო და გაქ არგუმენტები, ბევრი კარგი გაკეთდა, ცუდს აღარ ვიზამთო… პატარა პარტიებს, რომ ქომაგო, ოკ, გავიგე – ცვლილებების გჯერა და გინდა კოალიციური მთავრობა სცადო… აი, იდიოტი, @ირი და მიზანმიმართული ჩათლახი, თუ არა ხარ – გახარია რატომ უნდა გინდოდეს?! სანამ ოპოზიცია და მედია ერთმანეთთან ფლირტით ტკბება, სანამ 20-ამდე ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი საკუთარ ეგოს იკმაყოფილებს ეთერებში, ხო აი ზუსტად 20-ამდე ერთი და იგივი ადამიანი, მხოლოდ ერთმანეთისთვუს იფხორება წელიწადზე მეტია, რადგან მათ არავინ უსმენს უკვე, საერთოდ არავინ, მაქამდე “ოცნებას" უკვე მოგებული აქვს რეგიონების უმეტეს სოფლებში არჩევნები, ანუ მოიგებს კი არა, უკვე მოგებული აქვს... იცინეთ ეთერებში ღარიბაშვილზე და მილიონერ ჩინოვნიკებზე, ოქტომბერში ვინ გაიცინებს ნახავთ... ჩვენდა საუბედუროდ, ამ ძონძი ოპოზიციის უნიათობით, რამდენიმე სვლით წინ არის “ოცნება", ხმების ნახევარი უკვე განაღდებული აქვთ... ისხედით ეთერებში და იღადავეთ ღარიბაშვილზე, რომელსაც სოფლების დიდი ნაწილი უკვე განაღდებული აქვს... " - წერს ხვიჩა ყალაბეგაშვილი.


0
373
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
373