x
მეტი
  • 26.01.2022
  • სტატია:116445
  • ვიდეო:353139
  • სურათი:490307
შელამაზების გარეშე - როგორ გამოიყურებიან რეალურად ჰოლივუდის ვარსკვლავები სანაპიროზე
image


ალბათ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ცნობილი სელებრითებიც ისეთივე ადამიანები არიან როგორც მე და თქვენ. დიახ, ჩვენს მსგავსად, ასევე მათთაც უყვართ გემრიელი ჭამა და ხშირად საკუთარ თავს არაჯანსაღი საკვების მიღებაზეც კი არ ეუბნებიან უარს. გამომდინარე აქედან მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებისთვისაც კი ზედმეტი წონა, ცელულიტი და კანის სხვა ნაკლოვანებები უცხო არ არის, ხოლო იმისთვის რომ კიდევ ერთხელ დაგიმტკიცოთ რომ ამქვეყნად სრულყოფილი არავინაა, წარმოგიდგენთ საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი სელებრითების სანაპიროზე გადაღებულ რეალურ ფოტოებს.




სალმა ჰაიეკი


image


და ვინ არიან ეს ფუმფულა ქალბატონები, რომლებმაც მთელი სანაპირო მიხიბლეს? ეს ხომ სალმა ჰაიეკი და ჯეიმს ბონდის უბადლო შემსრულებლის, პირს ბროსნანის ერთგული მეუღლე, კილი შეი სმიტია.





კეშა


image


არა ძვირფასო, ეს მაღალწელიანი ბიკინი შენს წელის სილუეტს ხაზს საერთოდ არ უსვამს, დიდი ბოდიში.






ჯენის დიკინსონი


image


"კუდიანი ჯენისი" დროს უქმად არ კარგავს და სანაპიროზე შეძლებისდაგვარად ერთობა, 66 წლის ამერიკელ მოდელს სულ არ აინტერესებს გასახდელში დამალული პაპარაცები.




უმა თურმანი



image


ცნოობთ ტარანტინოს მუზასა და ყველაზე სექსუალურ მკვლელს? უმა დასვენების დღეს სანაპიროზე ატარებს, ამიტომ შეუძლია ისე გაერთოს როგორც თავად სურს.





სერენა უილიამსი


image


კვლავ გაწუხებთ თეძოებზე ზედმეტი კილოგრამების არსებობა? შეხედეთ, ცნობილი ამერიკელი ჩოგბურთელი ამ "პრობლემაზე" მხოლოდ იცინის.




ლინდსი ლოჰანი


image


ლინდსიმ ეს ზოლიანი საცურაო კოსტიუმი აშკარად დედისგან ინათხოვრა, კარგით, მერე რა მოხდა... ჩვენც ხომ საკმაოდ ხშირად ვირჩევთ ხოლმე საკმაოდ წარუმატებელ მოდელებს?






ჰელენა ბონემ კარტერი


image


დამეთანხმეთ, რომ ამ ალისფერ რუშებს მუცლისგან და ცელულიტისგან ყურადღება აშკარად გადააქვთ, თუმცა რეალურად არც ასეა საქმე, მაგრამ ეს ჰელენა ბონემ კარტერს ყველაზე ნაკლებად ადარდებს.





ბრიტნი სპირსი


image


როგორც ჩანს, სპირსმა სკივრიდან სწორედ ის ბიკინი ამოიღო, რომელშიც ის ჯერ კიდევ სკოლის წლებში აუზზე მოწყობილ წვულებებზე ერთობოდა. დიახ, ჩვენც ხომ ჩვენთვის საყვარელ იმ ნივთებს საკმაოდ რთულად ველევით რომლებიც დიდი ხნის წინ დაგვიპატარავდა, თუმცა გადასაგდებად მაინც გვენანება.




კორტნი ლავი


image


ფეხის ტრავმა - გართობაზე უარის თქმის მიზეზი ნამდვილად არ გახლავთ! ასეთია კორტნის ცხოვრების მთავარი წესი.





ქეით მოსი


image


ვინ იფიქრებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ქალბატონი არც მეტი, არც ნაკლები საკულტო სუპერმოდელი იქნებოდა?



კელი ოსბორნი


image


ცნობილი ბრიტანელი მომღერლისა და მსახიობის ეს სალათისფერი საცურაო კოსტიუმი სელებრითის არაკეთილმოსურნე და ღვარძლიან კრიტიკოსებს ერთნაირად აფრთხობს.










0
913
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
913