x
მეტი
  • 08.12.2021
  • სტატია:115482
  • ვიდეო:352855
  • სურათი:489377
აფხაზეთის ომის ე.წ. გმირი ლანძღავს აფხაზეთს და თბილისისკენ შებრუნებას მოუწოდებს(ვიდეო)
image

ათი წლის წინ, აფხაზურმა საზოგადოებამ ძალიან მტკივნეულად აღიქვა აფხაზეთის ე.წ. გმირის, ყაბარდოელ იბრაჰიმ იაგანოვის არაერთი საჯარო გამოსვლა, რომელსაც საქართველოს მოჰყავს როგორც სანიმუშო, მისაბაძი მაგალითი და ყოველმხრივ მოუწოდებდა აფხაზებს თბილისზე ორიენტაციისკენ. ამ დღეებში აფხაზური ტელევიზია კვლავ დაუბრუნდა ამ თემას და იაგანოვი ეთერში მიიწვია.


ირინა აგრბას გადაცემაში მიწვეული ჰყავდა ორი სტუმარი, რომლებიც ვიდეოჩატით ჩაერთვნენ აფხაზეთის ომის ე.წ. გმირი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე - აფხაზი ასლან კობახია და ყაბარდოელი იბრაგიმ იაგანოვი. საუბარი არ შეიძლება ითქვას იყო ძალზე მწვავე იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკისთვის მებრძოლმა ცნობილმა მეთაურმა იბრაჰიმ იაგანოვმა ათიოდე წლის შეიცვალა პოზიცია თანამედროვე საქართველოსა და აფხაზეთის მიმართ.


"გულწრფელად ვამბომ, შესაძლებლობების გათვალისწინებით, სცადოთ და უნდა ისწავლოთ სააკაშვილისგან, იქ არის რაღაცეები სასწავლი, უნდა ისწავლოთ ქართული სახელმწიფოსგან, მათ ააშენეს ნამდვილი სამართლებრივი ქვეყანა, სადაც მუშაობს კანონი, სამწუხაროდ მსგავსი რამ აფხაზეთში არ არის და არც არაფერია სასწავლი.სამწუხაროდ ძალიან არ მოგვწონს რომ, 30 წლის განმავლობაში არ გვაქვს სახელმწიფო, არ გვაქვს თავისუფლება და არ გვაქვს ეკონომიკა, მე მესმის რომ ამას თქვენ სხვაგვარად უყურებთ, მაგრამ მე ვხედავ ამას..მე მესმის, რომ რაღაც ტალანტი გვაქვს, არიან ადამინები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ შეძვრნენ სარკმელში და ისე, რომ დამსვენებელს არ გაეღვიძოს, ბალიშის ქვეშიდან მობილური და საფულე ააცალოს..ესეც ტალანტია, მაგრან მე არ მსურს ამის სწავლა"-განაცხადა იბრაჰიმ იაგანოვმა ეთერში.


6
424
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
424
  
14 აგვისტო, 20:25
ერთეულები ამინდს ვერ შექმნიან.... ერს უნდა გააჩნდეს, ქვეყნის მაცხოვრებელთა უმეტესობა უნდა აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად..... ეს ჩვევად უნდა ჩამოყალიბდეს, რასაც საუკუნეები სჭირდება.... სახელმწიფოებრივი წყვეტა იმხელა პერიოდებით გვქონდა, რომ ჩვევად ვერ იქცა, ვერ გავითავისეთ ქართველებმა და სხვა ერებზე რაღა უნდა ვთქვა, რომლებსაც ქვეყნის მოქალაქის სტატუსი აქვთ, მაგრამ სახელმწიფო ენას არ ფლობენ და არც აქვთ ამის სურვილი, ამან კი შეიძლება დიდი პრობლემები შექმნას....
13 აგვისტო, 22:08
ჩვენ გაგვაჩნია (ხომ ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ), უბრალოდ ამდენი არამზადას მოგერიება (მსუყე დაფინანსებებით მტრების მიერ) და თან რაღაცის შექმნა ერთდროულად რთულია. მე რაღაცას ვცდილობ, თქვენც და სხვებიც, როგორც ჩვენი წინაპრები: სამუშაო - ომი, ისევ სამუშაო და ისევ ომი. ახალი არაფერია, ასე იყო, ასე არის და სავარაუდოდ ასე გაგრძელდება. სხვა გზა არ არის.
13 აგვისტო, 21:35
არ მინახავს, არ ვეძებ ასეთ რამეებს, თუ ფაქტი თვითონ არ გადამეყარა:) უბედურება ისაა, რომ ერთი ასეთი ხელისუფლებაშიც გვყავს თუ არ ვცდები.... დიმა სანაკოევი, რომელიც სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ხელმძღვანელად დანიშნა.... ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა---მე გამსახურდიას დიქტატურის წინააღმდეგ ვიბრძოდიო..... და ამ არსებას დღემდე ინახავს საქართველო..... ამიტომ ვამბობ ხოლმე----ჩვენ სახელმწიფოებრივი აზროვნება და უნარ-ჩვევები არ გაგვაჩნია..........
13 აგვისტო, 20:59
სწორი შენიშვნაა. იმ იუთუბერის ვიდეო-რგოლებიც ხომ არ გინახავთ, რომელიც დაბლა დავწერე? საჭირო ფაქტების დახმარებით საინფორმაციო ომს კარგად აწარმოებს.
13 აგვისტო, 20:05
იაგანოვის ადგილი, სახელმწიფო რომ გვქონდეს, არის ან საკანში ანდა მიწაში.... ტიპი აცხადებს სიამაყის გამო ვიბრძოდი საქართველოს წინააღმდეგო და ეს მოგვყავს შერიგების მაგალითად?! ყაბარდოელი, ბატალიონ ,,ყაბარდოს" მეთაური(თუ არ ვცდები), რომელსაც სააკაშვილი სავარაუდოდ რაღაცას შეჰპირდა....
13 აგვისტო, 15:25
არის ერთი იუთუბერი, ,,ДЕМЕТРЕ КАРТВЕЛИ'', რომელიც მსგავს თემებზე აკეთებს ვიდეო-რგოლებს, დაინტერესებულებმა შეგიძლიათ ნახოთ. გარკვეულწილად რადიკალია, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. ვფიქრობ, რომ ის საჭირო კაცია საინფორმაციო ომის საწარმოებლად.
0 1 6