x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფო" ვაქცინაციის საკითხზე პრემიერ მინისტრს მიმართავს
image

"საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბ–ნ ირაკლი ღარიბაშვილს:
ბ–ნო ირაკლი, სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია სავალდებულო ვაქცინაციის ღონისძიებები. ასევე, აუცრელი ადამიანების მიმართ, ადგილი აქვს დისკრიმინაციას. მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული ნებაყოფლობითი ვაქცინაციისა, სხვადასხვა საჯარო სამსახურებში დაწყებულია ვაქცინაციის იძულებითი მოქმედებები.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ვაქცინის მწარმოებელი, ვაქცინაციის უვნებლობაზე პასუხისმგებელი არ არის! ხოლო, ორჯერადად თითქმის სრულად აცრილ ისრაელში, კვლავ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, რადგან ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაქცინაცია დელტა შტამის მიმართ ეფექტური არ აღმოჩნდა!
ასევე აღსანიშნავია, რომ ვაქცინირებულებიც ვირუსის ისეთივე გამავრცელებლები არიან, როგორც არავაქცინირებულები და ეს აღიარებულია აშშ–ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ ივლისის თვეში მასაჩუსეტის შტატში ჩატარებული კვლევით. ერთადერთი არგუმენტი, რასაც ვაქცინაციის პროპაგანდისტებისგან ვისმენთ, არის ის, რომ ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალების რისკი მცირეა, შესაბამისად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, თავად იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე და რისკებს შორის არჩევანი საკუთარი შეხედულებისამებრ გააკეთოს.
დისკრიმინაცია დაუშვებელია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 11–ე მუხლით, ასევე, საქართველოს კანონით „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 27 იანვარს მიღებულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში (N 2361) კოვიდ ვაქცინასთან დაკავშირებით, ნათქვამია:
„უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოქალაქეების ინფორმირება, რომ ვაქცინაცია არ არის სავალდებულო და არავინ არ მოხვდეს პოლიტიკური, სოციალური ან სხვა ზეწოლის ქვეშ, ვაქცინაციის უარყოფის გამო, თუ ამის გაკეთება მას არ სურს; არავინ უნდა იყოს დისკრიმინირებული, ვაქცინაციის უარყოფისთვის, ან ვაქცინაციის სურვილის არქონის გამო“.
იგივეს გვეუბნება 1997 წლის 4 აპრილის მიღებული კონვენცია: „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“, რომ „ადამიანის ინტერესები და კეთილდღეობა უზენაესია საზოგადოების და მეცნიერების ინტერესებთან შედარებით.“
იმედს ვიტოვებთ, საქართველოში ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი – სხვა ქვეყნების მსგავსად არ მოხდება აუცრელი მოქალაქეების დისკრიმინაცია და საჯარო სამსახურებში დღეს არსებული იძულებითი მოქმედებები შეწყდება.
12 აგვისტო 2021წ.
პატივისცემით, ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ სახელით:
ზვიად ტომარაძე
კობა კუპრაშვილი
ზვიად გოგიაშვილი
ზაურ ნაჭყებია
ნიკოლოზ ხომასურიძე
ირაკლი აბაშიძე
ბექა დუმბაძე
რამაზ ბექაური
თემურ ლომიძე
P.S. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია შეუერთდეს ამ მიმართვას და სტატუსის ქვეშ მიაწეროს საკუთარი სახელი და გვარი."
0
119
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0