x
მეტი
  • 29.11.2022
  • სტატია:123964
  • ვიდეო:355480
  • სურათი:496537
"ბნელია და შეუძლებელია პროფესიონალი იყოს" - ვისზე საუბრობს ნიკა გვარამია

image


"ანტივაქსერი ექიმი არის ოქსიმორონი" - ასე ეხმაურება
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ყველა ანტივაქსერ ექიმს და ინიციტივით გამოდის ყველა მათგანს საექიმო საქმიანობის ლიზენცია ჩამოერთვას, ვინაიდან მისივე თქმით, ისინი ჰიპოკრატეს ფიცს არღვევენ: "ანტივაქსერი ექიმი არის ოქსიმორონი. ექიმი, რომელიც აცრას არ იკეთებს, ის (ა) ჰიპოკრატეს ფიცს არღვევს (ბ) გაუნათლებელი ბნელია და შეუძლებელია პროფესიონალი იყოს. კატეგორიულად: ჩამოერთვას ყველა ანტივაქსერ ექიმს საექიმო საქმიანობის ლიცენზია", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. ამავე პოზოციას იზიარებს მომღერალი სტეფანე მღებრიშვილიც, როგორც მის ფეისბუქპოსტში ვკითხულობთ მუსიკოსი მომხრეა რომ ყველა ანტივაქსერ ექიმს მუშაობის უფლება დაუყონებლივ ჩამოერთვას, გარდა ამისა მომღერალი წერს, რომ ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ყველა დაგეგმილ კონცერტს აუქმებს, შესაბამისად, მის თაყვანისმცემლებს მისი მოსმენის საშუალება უახლოეს მომავალში არასად არ ექნებათ: "ვფიქრობ, მედიცინის ყველა მუშაკს ვინც ანტივაქსერია, სასწრაფოდ უნდა შეუწყვიტონ მუშაობის ლიცენზია! კონცერტებზე არაფერი არ მითხრათ, ყველა ჩემი გამოსვლა მოვხსენი და ვერ მნახავთ ვერსად გამოსულს! ვიქნები მეც, ჩემი ქვეყნის ბევრი ადიამიანივით უმუშევარი!", -წერს მუსიკოსი. ცნობისთვის, მომღერალმა მერაბ სეფაშვილმაც ასევე ყველა დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ​5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 48 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების 6 230 შემთხვევაა აღრიცხული.




0
231
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
231