x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მთავრობაში სკანდალია, ტაში კუკური"- ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში აფხაზეთის მთავრობაში არსებული სკანდალის შესახებ საგანგებო პოსტს ავრცელებს და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ივანე დოლიძის დანიშვნის ფრიად საინტერესო ფაქტს ახმაურებს. გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორის თქმით, გამოძიება დაწყებულია და რამდენიმე კონკრეტული ჩინოვნიკიც უკვე დააკვებულია: "აფხაზეთის მთავრობაში სკანდალია: გამოძიება დაიწყო და დაიჭირეს კიდეც კონკრეტული ჩინოვნიკები. იცით როგორ დაინიშნა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ივანე დოლიძე? მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის მამას, სერგოს მისი ვალი ჰქონდა და დანიშვნაში გაუქვითა. ტაში კუკური #აფხაზეთისაქართველოა!"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში. როგორც "CNews"-ი იტყობინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსის დაკავების საქმეზე გამოძიების მიერ დაკითხულია აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე. როგორც ცნობილი ხდება, აღნიშულ საქმეში გამოძიება უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარის და მინისტრის ბრალეულობასაც იკვლევს.










0
459
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
459