x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე უმთავრესი ცხოვრებაში

image


ერთხელ სოკრატემ ხალხს მიმართა:

— როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში?

და მის ირგვლივ მყოფებმა, ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი აზრის გამოთქმა დაიწყეს. ერთმა თქვა:

— ყველაზე მთავარი ცხოვრებაში — ჯანმრთელობაა.

მეორემ თქვა:

— ყველაზე მთავარი — სხეულის კარგი აღნაგობა, მიმზიდველი გარეგნობა და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში, წარმატების მოპოვებაა.

მესამემ თქვა:

— ყველაზე მთავარი — ფული და საზოგადოებრივი მდგომარეობა არის.

მას შემდეგ, რაც მსურველებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს, ახლა მათ ჰკითხეს სოკრატეს:

— შენ თვითონ რას ფიქრობ ამია შესახებ?

— ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, ცხოვრებაში — ბედნიერება არის! – თქვა ფილოსოფოსმა. – როგორ ფიქრობთ, ადამიანს თუ კარგი ჯანმრთელობა აქვს, ის აუცილებლლად ბედნიერი იქნება?

რაზეც ხალხმა უპასუხა:

— არა, ჯანმრთელობა ნამდვილად არ არის ბედნიერების გარანტია.

— და ადამიანი, რომელსაც კარგი გარეგნობა აქვს და პოპულარობით სარგებლობს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის, აუცილებლად იქნება ბედნიერი? — ისევ კითხვა დასვა ფილოსოფოსმა.

— არა, სოკრატ! არც ეგა არის ბედნიერების გარანტია, — უპასუხა ხალხმა.

— მაშინ მითხარით, — გააგრძელა სოკრატემ, — ადამიანი, რომელსაც ბევრი ფული და საზოგადოებაშიც გარკვეული სტატუსი აქვს, ყოველთვის ბედნიერია?

— არა, — უპასუხა ხალხმა, — შეიძლება, უფრო პირიქითაც იყოს. ასეთი ადამიანები, ხშირად, მარტოხელები არიან.

— მაშინ მიპასუხეთ, თქვენი აზრით, აქ ჩამოთვლილი ადამიანებიდან, რომელი კატეგორია არის ყველაზე კეთილშობილი? — გააგრძელა კითხვევის დასმა მეცნიერმა. — წარმოიდგინეთ, რომ ექიმის რჩევა გჭირდებათ. რომელ ექიმს მიმართავთ: ძალიან მდიდარს და საზოგადოებაში გარკვეული მდგომარეობის მქონეს, კარგი გარეგნობის ექიმს, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ქალებს შორის, თუ ექიმს, რომელიც ბედნიერია ცხოვრებაში?

ფილოსოფოსის ირგვლივ შეკრებილებმა, ერთხმად უპასუხეს, რომ ბედნიერ ექიმს მიმართავდნენ, რადგან ის ყველაზე კეთილშობილია დასახელებულთა შორის.

— ამრიგად, ჩვენ ერთსულოვნად ვაღიარეთ, რომ ბედნიერება ყველაზე დიდი სიკეთეა ამ ქვეყანაზე და ამიტომ მისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რამ არის ცხოვრებაში — გამოაცხადა სოკრატემ.

imageimageimageimageimageimage
image






0
203
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0